სომალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 108:
 
=== დამოუკიდებლობის პერიოდი ===
1960 წელს სომალიმ მიიღო დამოუკიდებლობა და მაშინ ფორმალურად გაერთიანდა ორი ყოფილი კოლონია — [[იტალიის სომალი]] და [[ბრიტანეთის სომალი]] ([[სომალილენდი]]). პირველი პრეზიდენტი გახდა [[ადენ აბდულა ოსმან დაარი]]. 1960 წლის სექტემბერში [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]]-მა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა სომალისთან. ექვსი თვის შემდეგ სომალიში გაემგზავრა ოფიციალური სახელმწიფო დელეგაცია. 1961 წელს საბჭოთა კავშირს მცირე დელეგაციით ესტუმრა სომალის პრემიერ-მინისტრი აბდირაშიდ ალი შერმარკე. ვიზიტის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებებს ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის დახმარებას სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის განვითარებაში; [[წყალსაცავი]]ს და საზღვაო პორტის მშენებლობაში; [[კალა|კალის]] და [[ტყვია|ტყვიის]] მოსაპოვებლად გეოლოგიურ-სამძებრო სამუშაოების ჩატარებაში; წყალში [[ჭაბურღილი|ჭაბურღილების]] ბურღვაში. 1963 წლიდან 1967 წლის ჩათვლით სომალი მხარს უჭერდა [[«შიფტას» ამბოხებულებთან ომი|სომალელების ამბოხებულთა მოძრაობას]] [[კენია]]ში.
[[1960]] წელს მოხდა სომალის დამოუკიდებლობის გამოცხადება, სწორედ ამ წელს გაერთიანდა [[ბრიტანული სომალილენდი]] და [[იტალიური სომალილენდი]]. მოგვიანებით ქვეყანაში დამყარდა სამხედრო მმართველობა. [[1991]] წლიდან [[2000]] წლამდე ქვეყანაში არ არსებობდა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა.
 
1969 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი [[მოჰამედ სიად ბარე]], რომელმაც განაცხადა ქვეყანაში ისლამური სპეციფიკის [[სოციალიზმი]]ს მშენებლობის შესახებ. 1970-1977 წლებში სომალიმ მიიღო მნიშვნელოვანი საბჭოთა სამხედრო და ეკონომიკური დახმარება, საბჭოთა სამხედრო ფლოტმა თავის განკარგულებაში მიიღო [[ბერბერა|ბერბერის]] ბაზა. სომალიში მომუშავე საბჭოთა სპეციალისტების რაოდენობა 1970-იანი წლების შუაში შეადგენდა რამდენიმე ათას ადამიანს.
1991 წლიდან ამ სახელმწიფოში მიმდინარეობს [[სამოქალაქო ომი]], სომალში ხშირად ხდება მთავრობების ცვლა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში შექმნილია ადგილობრივი მთავრობები, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. მათგან აღსანიშნავია ქვეყნის ჩრდილოეთით არსებული [[სომალილენდი]].
 
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომალიმ ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა მეზობელ ქვეყნებს და ტერიტორიებს — [[კენია]]ს, [[ეთიოპია]]ს და [[ჯიბუტი]]ს (მაშინ აფარების და ისას ტერიტორია), და ხელს უწყობდა ადგილობრივი სომალელი თემების [[ირედენტიზმი|ირედენტისტურ]] მისწრაფებებს. 1977 წელს მოჰამედ სიად ბარე მოულოდნელად თავს დაესხა სსრკ-ს მეორე მეკავშირეს [[სომალის ნახევარკუნძული|აფრიკის რქის]] რეგიონში — ეთიოპიას და დაიწყო [[ოგადენის ომი]]. მან გადაწყვიტა ესარგებლა მეზობლის (ეთიოპიის) ეკონომიკური სიძნელეებით და დიდი სომალის შექმნის პოლიტიკით გამსჭვალულმა სცადა მისთვის წაერთმია სომალელებით დასახლებული [[ოგადენი]]ს რეგიონი, რომელიც ეთიოპიამ ხელში ჩაიგდო XX საუკუნის დასაწყისში. რადგანაც იმ დროს ორივე ქვეყანაში ხელისუფლებაში იმყოფებოდა პროსაბჭოთა ორიენტაციის მთავრობა, სსრკ იძულებული იყო მხარი ერთ-ერთისათვის დაეჭირა და მათ ეთიოპიის მთავრობა უფრო საიმედოდ ჩათვალეს. ომის შედეგად ეთიოპიის არმიამ, რომელიც იყენებდა საბჭოთა იარაღის მუდმივ მოწოდებას და [[კუბა|კუბელ]] სამხედროებს, გაანადგურა სომალელები. 1978 წელს სომალიში მოხდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა პროსაბჭოთა განწყობილების არმიის ოფიცრების მიერ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა [[აბდულაჰი იუსუფ აჰმედი]] — 2004-2008 წლებში სახელმწიფოს ფორმალური მეთაური.
 
ოგადენის ომის შემდგომ პერიოდში ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში მოხდა საერთო კრიზისი. 1980-იან წლებში ქვეყნის ჩრდილოეთში დაიწყო [[სამოქალაქო ომი სომალიში|სამოქალაქო ომი]], ხოლო 1991 წელს გაგრძელებული კრიზისის შედეგად პრეზიდენტი მოჰამედ სიად ბარე გადააყენეს და ქვეყანა მოიცვა საერთო, მასიურმა ქაოსმა. მხოლოდ [[იემენი|იემენში]] გაიქცა არანაკლებ 60 ათასი ადამიანი.
 
[[1991]] წლიდან [[2000]] წლამდე ქვეყანაში არ არსებობდა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა.
 
1991 წლიდან ამ სახელმწიფოში მიმდინარეობს [[სამოქალაქო ომი]], სომალში ხშირად ხდება მთავრობების ცვლა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში შექმნილია ადგილობრივი მთავრობები, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. მათგან აღსანიშნავია ქვეყნის ჩრდილოეთით არსებული [[სომალილენდი]].
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სომალი“-დან