თემურლენგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 95.104.50.224 ცვლილებების გაუქმება (№2866461)
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Timurlanes Mausoleum (3915222044).jpg|მინი|მარჯვნივ|220პქ.|თემურ ლენგის მავზოლეუმი სამარყანდში]]
[[ფაილი:Das Reich Timur-i Lenks (1365-1405).GIF|thumb|left|მინი|250პქ|თემურლენგის იმპერია, 1365-1405 წწ.]]
'''თემურლენგითემურ ლენგი''', ''ტამერლანი'' (დ. [[1336]], [[ხოჯა-ილგარი]] ― გ. [[18 თებერვალი]],[[1405]], [[ოთრარი]]) — შუააზიელი მხედართმთავარი, [[ემირა|ემირი]] ([[1370]]-[[1405]]), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, [[ვილაიეთი]]ს მმართველი გახდა ([[1362]]) და ცოლად შეირთო [[ბალხი]]სა და [[სამარყანდი]]ს მფლობელის ჰუსეინის და. [[1362]] წელს ფეხში დაიჭრა და ამის გამო "თემურლენგი" (ტაჯიკურად "კოჭლი თემური") შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით თემურლენგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს და შეება [[მოგოლისტანი]]ს ჯარს, მაგრამ დამარცხდა. მალე თემურლენგსა და ჰუსეინს შორის დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. [[1370]] წელს თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო და [[ჩინგიზ-ყაენი]]ს შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა [[მავერანაჰრი|მავერანაჰრს]]. [[1388]] წელს აიღო [[ხვარაზმი]] და დაანგრია მისი დედაქალაქი [[ურგენჩი]].
თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა [[კონგლომერატი|კონგლომერატს]]. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი.
 
ხაზი 9:
თემურლენგის ლაშქრობები გამოირჩეოდა სისასტიკით. [[1386]]-[[1403]] წწ. თემურლენგი რვაჯერ [[თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში|შემოესია საქართველოს]] და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებას.
 
1394 წელს თემურლენგი არაგვში შევიდა, სიმაგრეები მოაოხრა და გადაწვა ყველაფერი,თუმცა მან ვერ მოახერხა ტყვეების წაყვანა, ამიტომ ხელცარიელი გაბრუნდა უკან. მაგრამ 1399 წლის შემოდგომაზე ისევ დაბრუნდა და ზაფხულამდე საქართველოში დარჩა.ok
 
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თემურლენგი“-დან