უგანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 689:
=== ტანსაცმელი ===
უგანდაში მამაკაცების ეროვნული სამოსია — kanzu. ქალები უგანდის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ატარებენ კაბებს წელზე შემოჭერილი ქამრით და დიდი გაფართოებული მხრებით, რომელსაც ქვია gomesi. ქალები ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ატარებენ მხრებზე და წელზე გარშემორტყმულ გრძელი ქსოვილის პელერინებს, რომელსაც ქვია suuka. ქალებს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში აცვიათ გრძელი, ტომრისებული კაბები და ჰკიდიათ ქსოვილთან შესაბამისი მოკლე ჰალსტუხი. ქალები ასევე იცვამენ XIX საუკუნეში მისიონერების მიერ შემოტანილ გრძელ კაბებს, რომელსაც ქვია busuti.
 
=== სამზარეულო ===
უგანდის სამზარეულო შედგება ტრადიციული კულინარიისაგან, რომელზეც დიდი გავლენა გააჩნია ინგლისურ, არაბულ და აზიურ (განსაკუთრებით ინდური) სამზარეულოს.
 
ძირითადი კერძები მზადდება [[სოუსი]]საგან ან [[არაქისი]]ს [[რაგუ]]საგან, [[პარკოსნები]]ს ნაყოფისგან ან [[ხორცი]]სგან. [[სახამებელი|სახამებელს]] ტრადიციულად იღებენ ugali-საგან ([[სიმინდი]]ს ფქვილი) ანუ matoke-საგან (მოხარშული და [[პლანტანი]]ს პიურე) სამხრეთ რეგიონებში, ან ugali-საგან, დამზადებული [[აფრიკული ფეტვი]]საგან ჩრდილოეთში. [[მანიჰოტი]], [[იამსი]] და აფრიკული [[ბატატი]] გამოიყენება საკვებში; უფრო შეძლებული ოჯახები თავის რაციონში ამატებენ თეთრ (ხშირად ეძახიან "ირლანდიურს") [[კარტოფილი|კარტოფილს]] და [[ბრინჯი|ბრინჯს]]. 1970-იანი წლებიდან [[სოია]] ითვლება, როგორც კვების საღი პროდუქტი და მას ასევე ხშირად იყენებენ, განსაკუთრებით დილით. [[ჩაპატი]], აზიური ფუნთუშები, ასევე უგანდის სამზარეულოს ნაწილია.
 
[[ქათამი|ქათმის]], [[თევზი]]ს (როგორც წესი ცოცხალი, მაგრამ ასევე არსებობს დამარილებული), [[ძროხა|ძროხის]], [[თხა|თხის]] და [[ცხვარი|ცხვრის]] ხორცს ასევე ხშირად მიირთმევენ, თუმცა სოფლის მოსახლეობაში სიღარიბის გამო ხორცს უფრო ნაკლებად იყენებენ, ვიდრე სხვა რაიონებში. სოფლებში უფრო გავრცელებულია ველური ცხოველების ნანადირევის ხორცის მიღება. ამის გარდა სოფლებში პირუტყვის დასაკლავად საჭიროა აუცილებელი მიზეზი. Nyama (სუაჰილის ენაზე "ხორცი") არ იჭმევა ყოველდღიურად.
 
უგანდაში მოჰყავთ სხვადასხვა სახის [[ბოსტნეული კულტურები]]. ისინი ზოგჯერ გამოიყენება მოხარშული სახით რაგუში, ან გარნირის სახით უფრო შეძლებულ ოჯახებში.
 
სიმინდის ფქვილ Ugali-ს ურევენ წყალს და ამზადებენ ფაფას საუზმისთვის, ძირითადად ბავშვებისათვის. ქვაბში სიმინდის ფქვილს ემატება ცოტა წყალი და ითქვიფება, შედეგად ugali ხდება სქელი, როგორც ამერიკული [[სიმინდის პური]]. ამის შემდეგ მას ჭრიან თხელ ნაჭრებად, დებენ თეფშებზე და ალაგებენ მაგიდაზე.
 
== სპორტი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უგანდა“-დან