ვახტანგ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
}}
 
'''ვახტანგ II''' (გ. [[1292]]) — აღმოსავლეთ საქართველოს მეფე [[1289]]-[[1292]] წლებში, [[დავით VI|დავით VI ნარინის ძე]]. მან აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტი [[დემეტრე II თავდადებული]]ს სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიკავა.
 
[[დავით VI ნარინი|დავით VI ნარინს]] ოთხი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან უფროსი — ვახტანგი უკვე გამოცხადებული ჰყავდა თანამოსაყდრედ და ამდენად, დავითის მემკვიდრედ ითვლებოდა. [[არღუნ-ხანი|არღუნ-ყაენის]] დავალებით, [[ხუტლუბუღა]] ([[სადუნ მანკაბერდელი]]ს ძე) იმერეთში გადავიდა და დავით მეფეს მისი მემკვიდრის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფება შესთავაზა. ამ ფაქტს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ ვახტანგი მემკვიდრეობით დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა, რასაც საქართველოს ორივე ნაწილის კვლავ ერთი მეფის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანება მოჰყვებოდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=66}} მართალია, ეს მონღოლთა ბატონობის დასავლეთ საქართველოში გავრცელებასაც გამოიწვევდა, მაგრამ ამჯერად დავით ნარინმა ქვეყნის ერთიანობის აღდგენა უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა და ილხანთა ყაენის წინადადებაზე თანხმობა განაცხადა. იგი ვახტანგისა და ჯარის თანხლებით აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა. მამა-შვილი „''დადგეს ტასისკარს, ქვიშხეთის მინდორსა აქათ''“. მეფესთან, რასაკვირველია, მონღოლთა ნოინები მივიდნენ, ისევე, როგორც „''ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი შემოკრბეს''“.{{sfn-2|ქართველი ერის ისტორია, ტ. III|2012|გვ=145-146}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_II“-დან