უგანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 74:
 
== გეოგრაფია ==
[[ფაილი:Ug-map-RUUganda Topography.png|thumb|220px250px|უგანდის ფიზიკური რუკა]]
[[ფაილი:Uganda sat.png|thumb|220px250px|უგანდის ხედი კოსმოსიდან]]
[[ფაილი:20060622 Ed 0007.JPG|მინი|მარჯვნივ|220პქ250პქ|[[კადამი (მთა)|კადამის მთა]] უგანდაში.]]
ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის [[პლატო]]ზე, [[აფრიკის დიდი ტბები]]ს რეგიონში, [[1100]] მ–ზე ზღვის დონიდან ცალკეული მთის [[მწვერვალი|მწვერვალებით]] (დასავლეთით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან [[რუვენზორი]]ს მასივი, სიმაღლე 5109 მეტრი და აღმოსავლეთში კენიის საზღვართან [[ელგონის მთა]], სიმაღლე 4321 მეტრი) და ჩრდილოეთით [[სუდანი]]ს პლატოზე. მიუხედავად ამისა ქვეყნის სამხრეთით მიწები ნაკლებად მშრალია. უგანდის ცენტრალურ ნაწილში არის ტბა [[კიოგა]], რომელიც გარშემორტყმულია [[ჭაობი]]ანი ტერიტორიებით. როგორც ვიცით, მსოფლიოში სიგრძით უდიდესი მდინარე [[ნილოსი]], წარმოქმნილია [[თეთრი ნილოსი|თეთრი]] და [[ცისფერი ნილოსი|ცისფერი]] ნილოსის შეერთებით, ისინი ერთდებიან [[ხართუმი|ხართუმთან]]. სწორედ უგანდაში, [[ვიქტორია (ტბა)|ტბა ვიქტორიასთან]] იღებს სათავეს [[ნილოსი]]. ვიქტორიას ნილოსი მიდის ტბა კიოგამდე, აქედან კი ჩაედინება ალბერტის ტბაში. ალბერტის ნილოსი კი მიედინება [[სუდანი]]საკენ, სადაც ალბერტის ნილოსი იგივე თეთრი ნილოსი უერთდება ცისფერ ნილოსს. ტბა [[კიოგა]] სამხრეთით წარმოადგენს გამყოფს ბანტუზე მოსაუბრეთ შორის, ხოლო ჩრდილოეთით ის წარმოადგენს გამყოფს ცენტრალურ სუდანურ ენასა და ნილოტურს შორის (უგანდური ლანგო). უგანდაში განსაკუთრებით კი რაიონებში, სხვადასხვა ენაზე მოასუბრე ხალხი ცხოვრობს.
 
უგანდაში ჩვეულებრივ [[ეკვატორული კლიმატი]]ა. ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურაა 20 °C, ყველაზე თბილის 25 °C. სამხრეთ უგანდა გამოირჩევა წვიმებით. [[ვიქტორია (ტბა)|ვიქტორიის ტბის]] ჩრდილოეთ სანაპიროებზე წვიმა იცის ძირითადად მარტიდან ივნისამდე და ნოემბერ–დეკემერში. უფრო ჩრდილოეთით ამინდი თანდათანობით უფრო თბილია გულუში, რომელიც [[120]] კმ–ითაა დაშორებული სუდანის საზღვრიდან, ნოემბერ–თებერვალი უფრო მეტად მშრალი პერიოდია ვიდრე წლის სხვა პერიოდები.
 
ჩრდილო–აღმოსავლეთის რეგიონ კარამოჯაში ყველაზე მშრალი [[კლიმატი]]ა და განთქმულია [[გვალვა|გვალვებით]], ხოლო რვენზორის რეგიონში სამხრეთ–დასავლეთით, [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] საზღვართან, თითქმის მთელი წლის განმავლობაში წვიმს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე დიდძალ გავლენას ახდენს [[ვიქტორია (ტბა)|ვიქტორიის ტბა]], რომელშიც ბევრი [[კუნძული]]ა. ის იცავს ტემპერატურას ხშირი ცვალებადობისგან და ამასთან ტბის შემოგარენში ზრდის ღრუბლიანობას და წვიმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები ქვეყნის სამხრეთშია, ვიქტორიის ტბის ახლოს, მათ შორის [[დედაქალაქი]] [[კამპალა]] და მასთან ახლოს მდებარე ქალაქი [[ენტებე]]. [[ვიქტორია (ტბა)|ვიქტორიის ტბის]] გარდა, უგანდაში გვხვდება ტბები: [[კიოგა]], [[ალბერტი]], [[ედუარდი]] და პატარა ტბა [[ჯორჯი (ტბა)|ჯორჯი]].
 
მცენარეულობებიდან სჭარბობს ხშირბალახიანი სავანები, შენარჩუნებულია ტროპიკული [[ტყე]]ების პატარა მასივები.
 
ქვეყანა მდიდარია ცხოველთა სამყაროთი — ბინადრობენ [[სპილოსებრნი|სპილოები]], [[ბეჰემოთი|ბეჰემოთები]], [[აფრიკული კამეჩი|აფრიკული კამეჩები]], [[ანტილოპები]], [[ჟირაფისებრნი|ჟირაფები]], [[ლომი|ლომები]], [[ჯიქი|ჯიქები]], [[მაიმუნები]]. ბევრია [[ფრინველები|ფრინველი]] და [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავალი]] ([[ნიანგები]], [[გველები]]), ასევე [[მწერები]] (ბუზი [[ცეცე]], [[მალარიის კოღო]] და სხვა). მდინარეებში და ტბებში ბევრია [[თევზი]].
 
ადრე უგანდაში ბინადრობდა საკმაოდ ბევრი [[მარტორქისებრნი|მარტორქა]], მაგრამ 20-წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად ისინი მთლიანად განადგურდნენ. ბოლო მარტორქა ველურ ბუნებაში შენიშნული იქნა 1983 წელს. 2001 წელს ქალაქ [[ენტებე]]ს [[ზოოპარკი|ზოოპარკში]] [[კენია|კენიიდან]] შემოიყვანეს 2 მარტორქა. მარტორქების გასამრავლებლად სპეციალურად შეიქმნა ნაკასონგოლის თავშესაფარი, რომელსაც აჩუქეს 4 მარტორქა. 2009 წელს ერთ-ერთმა დედალმა მარტორქამ იმშობიარა და შვილი გახდა პირველი მარტორქა, რომელიც დაიბადა უგანდაში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.
 
1980-იანი წლების შუაში განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების სისტემას ჩაუტარდა რეორგანიზაცია, შეიქმნა ახალი ეროვნული პარკები და განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების მართვა გადაეცა ტურიზმის სამინისტროს. ეს ტერიტორიები თავის მხრივ წარმოადგენენ მთავარ რესურსს ქვეყნის ეკონომიკაში.
 
დღეისათვის უგანდაში არსებობს რამდენიმე ეროვნული პარკი:
* [[ბვინდის ეროვნული პარკი]]
* [[რუვენზორის მთების ეროვნული პარკი]]
 
== მთავრობა ==
Line 394 ⟶ 402:
 
=== ქალაქები ===
[[ფაილი:Ug-map-RU.png|thumb|250px|უგანდის რუკა]]
უგანდის მნიშვნელოვანი ქალაქებია:
{| class="wikitable sortable"
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უგანდა“-დან