ინვესტიტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
176.73.111.104-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Deu-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
'''ინვესტიტურა''' ([[ლათინური ენა|ლათ]]. ''investio'', ვმოსავ) – შუა საუკუნეების [[ევროპა]]ში [[სენიორი]]ს მიერ თავისი [[ვასალი]]სთვის მიწის ან რაიმე თანამდებობის გადაცემა სათანადო ცერემონიის შესრულებით.
 
ძველ გერმანულ საზოგადოებაში უძრავი ქონების გადასვლა ერთი მფლობელიდან მეორესთან სიმბოლურად განმტკიცებული იყო რაიმე საგნის, მაგალითად, ბალახის ღეროს სიმბოლური გადაცემით. X-XI საუკუნეებში ამ ჩვეულებიდან ახალი წესი განვითარდა – განსაზღვრული სიმბოლიზებული საგნის საჯაროდ გადაცემა ერთი პირიდან მეორე, მასზე იერარქიულად დაბლა მდგომ პირზე. ეს მოქმედება ნიშნავდა ძალაუფლების, უფლებამოსილების ნაწილისა და აგრეთვე მასთან დაკავშირებული მიწის, შემოსავლისა და უფლებების გადაცემას. ამ აქტმა მიიღო ინვესტიტურის სახელწოდება. [[საღვთო რომის იმპერია|გერმანიის იმპერატორი]] საერო მთავრებს ინვესტირებდა (გადასცემდა) ჩვეულებრივ, [[დროშა|დროშებს]], საეკლესიო მთავრებს კი [[ბეჭედი|ბეჭედსა]] და [[კვერთხი|კვერთხს]]. ყოველ ახალ დანიშნულ ეპისკოპოსს ეს საგნები აუცილებლად მეფის ხელიდან უნდა მიეღო ან მისი წარმომადგენლისგან. შემდეგ მათ საეკლესიო კურთხევის მსვლელობის დროს ხელახლა გადასცემდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინვესტიტურა“-დან