მხედრული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
 
== მხედრულის გრაფიკა ==
{{მთავარი|გარდამავალი მხედრული}}
[[ფაილი:მარიამისეული ქართლის ცხოვრება.JPG|მინიატიურა|250პქ|მარიამისეული ქართლის ცხოვრება, XVII საუკუნისათვის დამახასიათებელი მხედრული ხელი]]
[[X საუკუნე|X]]-[[XI საუკუნე]]ების ადრეულ ძეგლებზე წარმოდგენილ მხედრულს ახასიათებს [[ნუსხური]] კუთხოვანი ფორმების მომრგვალება და ერთიანი კონტური თითქმის ყოველ ასოში. ასოთა განლაგება ოთხხაზოვან ბადეში ნუსხურის ანალოგიურია, თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული ასოთა ფორმებიც, ძირითადი განსხვავება მომრგვალებულ მოხაზულობებშია. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ადრეულ ნიმუშებში ერთსა და იმავე ასოს განსხვავებული მოხაზულობა აქვს იმის მიხედვით, იგი ცალკემდგომია თუ გადაბმული სხვა ასოსთან; ცალკემდგომი ასოები, როგორც წესი, უფრო მეტად ინარჩუნებენ ძველ, ნუსხურის მსგავს მოხაზულობასა და მდებარეობას. ამის გამო ქართული დამწერლობის განვითარების ამ ეტაპს [[ალექსანდრე ცაგარელი]] და [[ივანე ჯავახიშვილი]] არ მიიჩნევენ მხედრულად და მას გარდამავალ საფეხურს, „მრგლოვან ნუსხა–ხუცურს უწოდებენ“. მათი მოსაზრებით მხედრული დამწერლობა [[XIV საუკუნე|XIV საუკუნისათვის]] ყალიბდება. დღეს მკვლევარები ამ თვალსაზრისს არ იზიარებენ და ითვლება, რომ დამწერლობის [[X საუკუნე|X]]-[[XI საუკუნე]]ებში გავრცელებული ეს სახე უკვე შეიძლება მხედრულად ჩაითვალოს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მხედრული“-დან