'''დებედა''', (''ბერდუჯი'', ''საგიმი)''<ref>მ. ბროსე "გეოგრაფიული აღწერა საქართველოჲსა-ვახუშტი" გვ.136. 1904 წ.</ref> — [[მდინარე]] [[სომხეთი|სომხეთსა]] და [[საქართველო]]ს შორის, [[მარნეულის მუნიციპალიტეტი|მარნეულის მუნიციპალიტეტში]], სათავე აქვს [[ჯავახეთის ქედი]]ს აღმოსავლეთ კალთაზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2091 მ-ზე. საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ [[სადახლო]]ს მიდამოებში გამოდის და ერთვის მდინარე [[ხრამი|ხრამს]] მარჯვნიდან. სიგრძე 178 კმ, [[მდინარის აუზი|აუზის]] ფართობი 4,1 ათ. კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარსა და შემოდგომაზე.
საშუალო წლიური ხარჯი სოფელ [[სადახლო]]სთან 29,7 მ<sup>3</sup>/წმ. იყენებენ სარწყავად.