ლეჩაქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ლეჩაქი''', [[ქართველები|ქართველი]] [[ქალი]]ს თავხურვის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი (ჩიხტაკოპთან და ბაღდადთან ერთად). ამზადებდნენ სხვადასხვა ფერისა და ხარისხის თხელი ქსოვილისაგან (ტული, ბლონდი, ატლასი, „ჯალშაია“, „თალათინი“, „ფლორი“, „შილა“, „მარმაში“, „ბურსუ“ და სხვა). ლეჩაქს ტოლფერდა სამკუთხედის ფორმა ჰქონდა და გარშემო არშიას ავლებდნენ. ადგილობრივი სალეჩაქე არშიებიდან განთქმული იყო „თელავური“ და „კახური“ არშიები.
 
[[XIX საუკუნეშისაუკუნე]]ში [[საქართველო]]ში გავრცელებული იყო სამნაირი ლეჩაქი — სადა, ნაკერი (აბრეშუმით ან სირმით ნაქარგი) და დასმული (ბასმით — თეთრი წებოთი მოხატული). სადა ლეჩაქს მოხუცი და მგლოვიარე ქალები (ესენი უარშიოდ) ატარებდნენ; ნაკერსა და დაბასმულს კი — უპირატესად ახალგაზრდები. სახელწოდება ლეჩაქი კავკასიის და შუა აზიის ხალხებშიც იყო გავრცელებული. მის ნაცვლად ძველ ქართულ წყაროებში გვხვდება „კუბასტი“, „მაკნანი“, „მაკინაკი“, „ჩიქოლა“.
 
ლეჩაქი ქართულ წერილობით ძეგლებში [[XVII საუკუნე|XVII საუკუნიდან]] გვხვდება, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის კედლის მხატვრობისა და მინიატურების მიხედვით ჩანს, რომ ბადურად ნაქსოვი [[თავსაბურავი|თავსაბურავები]] [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] საქართველოშიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული.
 
==ლიტერატურა==
ხაზი 9:
*''ყარაულაშვილი ც.,'' ხალხური ქსოვის ისტორიიდან. ბადური ქსოვა, კტ.: საქართველოს ეთნოგრაფიის საკითხები, თბ., 1964;
*''ჯავახიშვილი ივ.,'' მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1962;
*{{ქსე|6|208|ყარაულაშვილი ც.}}
*''ყარაულაშვილი ც.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 208, თბ., 1983
 
[[კატეგორია:თავსაბურავები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეჩაქი“-დან