მცენარეთა ფიზიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 1:
'''მცენარეთა ფიზიოლოგია''' — ბიოლოგიური მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მცენარეული ორგანიზმის ცხოველმოქმედების ზოგად კანონზომიერებებს. იკვლევს მცენარის მიერ წყლისა და მინერალური ნივთიერებათა შთანთქმის, ზრდისა და განვითარების, ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის პროცესებს, ფესვურ და საჰაერო ([[ფოტოსინთეზი]]) კვებას, სუნთქვას, ნივთიერებათა ბიოსინთეზს და დაგროვებას. იგი წარმოადგენს მცენარის საერთო პროდუქტიულობის, მისი საკვები ღირებულების ტექნოლოგიის ხარისხის გაზრდის ხერხებისა და მეთოდების თეორიულ საფუძველს. მწვანე მცენარეს, ცოცხალ არსებათა სხვა ფორმებისაგან განსხვავებით, აქვს უნარი ენერგიის წყაროდ გამოიყენოს მზის სინათლე და გარდაქმნას ის ორგანული ნაერთთა ქიმიურ ენერგიად — აწარმოოს ფოტოსინთეზი. ამ პროცესის წყალობით მწვანე მცენარეს შეუძლია მოახდინოს ენერგიით მდიდარი ორგანული ნივთიერებათა სინთეზი, რითაც დედამიწაზე გავრცელებილი სხვა სიცოცხლის ფორმების არსებობისათვის იქმნება საკვებისა და ენერგიის ძირითადი საფუძველი. მცენარეული ორგანიზმ მკვეთრად განსხვავდება ცხოველურისაგან. მცენარე ორგანოების დატოტვით ზრდის გარემოსადმი შეხების ზედაპირს, ამასთან თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე არ წყვეტს ზრდას და ინარჩუნებს ახალი უჯრედების წარმოქმნის უნარს. ამასთანავე მცენარეს არა აქვს მუდმივი შინაგანი არე და მისი ქსოვილების ტემპერატურა, [[ჟანგბადი]]სა და [[ნახშირორჟანგი]]ს შემცველობა და სხვა მუდამ იცვლება. ამის გამო მცენარეული ორგანიზმის შეგუება ცვლადი გარემო პირობებისადმი [[ცხოველები|ცხოველისაგან]] პრინციპულად განსხვავებული მექანიზმებით ხდება.
 
მცენარეთა ფიზიოლოგია ჩამოყალიბდა როგორც [[ბოტანიკა|ბოტანიკის]] შემადგენელი ნაწილი. თავდაპირველად მისი შესწავლის საგანი იყო მცენარეთა ნიადაგური კვება. [[ინგლისელები|ინგლისელი]] ქიმიკოსის ჯ.[[ჯოზეფ პრისტლი|ჯოზეფ პრისტლის]] აღმოჩენას, რომ მწვანე მცენარეს თავისი ცხოველმოქმედების პროცესში შეუძლია შეცვალოს ჰაერის შედგენილობა, აღადგინოს წვისა და სუნთქვის შედეგად გაბინძურებული ჰაერი (1771), დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მთლიანად ბუნებისმეტყველების განვითარებისათვის. შემდგომში ამ პროცესს ფოტოსინთეზი ეწოდა, დომლის შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვით [[ჰოლანდიელები|ჰოლანდიელ]] ბუნებისმეტყველს [[იან ინგენჰაუზი|იან ინგენჰაუზს]] (1779), [[შვეიცარიელები|შვეიცარიელ]] [[ჟან სენებიე]]ს და [[ნიკოლა სოსიური|ნიკოლა თეოდორ სოსიურს]] (XVIII საუკუნის მიწურული — XIX საუკუნის დასაწყისი), [[გერმანელები|გერმანელ]] [[ა.რობერტ იულიუს მაიერი|ა.რობერტ იულიუს მაიერსა]] და [[ფრანგები|ფრანგ]] [[ჟან ბატისტ ბუსენგო|ჟან ბატისტ ბუსენგოს]] (1868), [[ანტუან ლავუაზიე|ანტუან ლორან ლავუაზიეს]] (1774—1784).
 
XIX საუკუნის დასაწყისში გამოითქვა მოსაზრება მცენარეთა ზრდით გამოწვეული მოძრაობების — [[ტროპიზმი|ტროპიზმების]] შესახებ, რომელიც უფრო გვიან დაწვრილებით შეისწავლა [[ჩარლზ დარვინი |ჩარლზ დარვინმა]]. გერმანელმა ა. თეერმა ჩამოაყალიბა [[ჰუმუსი]]ს თეორია (1810—1819), რომლის მიხედვითაც მცენარეს კვებაში უპირატესობა ნიადაგის ორგანულ შენაერთებს მიეკუთვნება.
 
[[კატეგორია:მცენარეთა ფიზიოლოგია]]