დათუნა არაგვის ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''დათუნა არაგვის ერისთავი''' - არაგვის ერისთავი 1629-1635 წლებში, ზ...
(განსხვავება არ არის)

10:12, 25 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

დათუნა არაგვის ერისთავი - არაგვის ერისთავი 1629-1635 წლებში, ზურაბის ძმა, თავის ახალ მეფეს, როსტომს არ დაემორჩილა. როსტომ მეფემ მის წინააღმდეგ ჯარით გაილაშქრა და მუხრანში მისულმა თავისი ამაყი ვასალისაგან ან უპირობპ მორჩილება, ან სპარსეთში გადახვეწა მოითხოვა. დათუნა ურჩობდა. როსტომმა მოსალაპარაკებლად თავადი გაბაშვილი და თავადი თურქესტანიშვილი გააგზავნა და კერძო მოლაპარაკების დროს დათუნას მოკვლა დაავალა. მათ მოკლეს დათუნა და მისი მეამბოხე თავი როსტომს მიუტანეს; შემდეგ როსტომმა ეს თავი შაჰს გაუგზავნა. 1635 წელს როსტომი წესრიგის დასამყარებლად დუშეთში ჯარით შევიდა.

ლიტერატურა

  • პ. იოსელიანი, „აღწერა დუშეთისა თბილისის გუბერნიის ქალაქისა“, თარგმანი - 2012