შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38:
თეატრალური სტუდიების მომრავლება საქართველოში XX საუკუნის ათიან წლებში შეინიშნება. ლადო მესხიშვილმა და ვალერიან გუნიამ [[1911]] წელს დაარსეს დრამატული კურსები, გიორგი ჯაბადარმა თავისი სტუდია [[1913]] წელს შექმნა. [[1919]] წელს კოოპერატივთა კავშირთან დაფუძნდა დრამატული სტუდია. [[1921]] წელს გერმანე გოგიტიძე იღვწოდა სასწავლო კინოსტუდიის შესაქმნელად. [[1922]] წელს დაარსდა [[ფაღავას სტუდია|აკაკი ფაღავას სათეატრო სტუდია]].
 
[[1923]] წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით (ოქმი N31) დაარსდა სასცენო ხელოვნების ინსტიტუტი. თუმცა ინსტიტუტი აკაკი ფაღავას სტუდიის ბაზაზე შეიქმნა, ეს უკვე თვისობრივად ახალი სტრუქტურა — სახელმწიფო დაწესებულება იყო . ამ პერიოდიდან სასცენო განათლებაზე სახელმწიფო იწყებდა ზრუნვას.
 
საწყის ეტაპზე ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ: [[აკაკი ფაღავა]] (რექტორი), [[კოტე მარჯანიშვილი]], [[სანდრო ახმეტელი]], [[ნიკო შიუკაშვილი]], [[ივანე ჯავახიშვილი]], [[დიმიტრი უზნაძე]], [[კონსტანტინე გამსახურდია]], [[გრიგოლ რობაქიძე]].