ვიკიპედია:ახალი გვერდის შექმნა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
No edit summary
ხაზი 64:
}}
 
'''რობერტ შალვას-ძე ადამია''' (დ. [[6 აპრილი]], [[1933]], გ.[[2011]] [[თბილისი|თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მექანიკოსი და მანქანათმშენებელი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ([[1969 წ.]]), პროფესორი ([[1970 წ.]]). [[1995]] წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ([[1983 წ.]]), აკადემიკოსი ([[1995 წ.]]).
 
[[1951 წ.]] ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის ვაჟთა 8-ე საშუალო სკოლა. [[1956 წ.]] წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი. [[1959-1962 წ.წ.]] სწავლობდა ასპირანტურაში მოსკოვის მეტალურგიული მა-ნქანათმშენებლობის ინსტიტუტში, რომელიც დაასრულა დისერტაციის დაცვით. [[1963]] წლიდან იგი სამუშაოდ დაბრუნდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. [[1971-1983 წ.წ.]] ხელმძღვანელობდა ,,ლითონთა წნევით დამუშავების“ კათედრას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. [[1983]] წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ქუთაისის სამეცნიერო ცენტრს. [[1998- 2007 წ.წ.]] იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ. დვალის სახ-ის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი.