ჭიანჭველასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 27:
 
მართალია, [[ტერმიტები|ტერმიტებს]] ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „თეთრ ჭიანჭველებს“, თუმცა ისინი სულაც არ განეკუთვნებიან ჭიანჭველების სახეობას. [[ტერმიტები]] უფრო მეტად ახლოს დგანან [[ტარაკნები|ტარაკნებთან]] და [[კალიები|კალიებთან]]. ტერმიტებსაც, ისევე როგორც ჭიანჭველებს, ახასიათებთ საზოგადოებრივ ჯგუფებად დაყოფა, თუმცა, ისინი დიდად განსხვავდებიან როგორც გენეტიკით, ასევე რეპროდუქციით.
 
== გავრცელება და მახასიათებლები ==
ჭიანჭველები სახლობენ დედამიწის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, [[ანტარქტიდა|ანტარქტიდის]] გარდა. ასევე, კუნძულები, როგორიცაა [[გრენლანდია]], [[ისლანდია]], [[პოლინეზია|პოლინეზიის]] ნაწილი და [[ჰავაის კუნძულები]] არ წარმოადგენენ მშობლიურ ტერიტორიას ჭიანჭველებისთვის. ჭიანჭველასებრთა სახეობას შეუძლია მრავალმხრივ შეეგუონ გარემო პირობებს, რასაც ადასტურებს მათი უნარი მრავალმხრივ დაამუშაონ საკვები პროდუქტები. ამით, ისინი წარმოადგენენ როგორც [[ბალახისმჭამელი|ბალახისმჭამელთა]] კატეგორიას, ასევე არიან ხორცისმჭამელები და ხშირ შემთხვევაში, შეუძლიათ გატანილი ნაგვითაც იკვებონ. ამ ოჯახის სახეობათა აბსოლუტური უმრავლესობა ყველაფრისმჭამელთა კატეგორიას, თუმცა არსებობს სახეობათა ნაწილი, რომლებიც შერჩევით იკვებება. მათი ეკოლოგიური დომინირება შეიძლება განისაზღვროს ბიომასის მიხედვით და მათი საერთო რაოდენობა სხვადასხვა გარემოში, ხმელეთის ბინადართა 15-20%-ს შეადგენს (ხოლო ტროპიკებში — დაახლოებით 25%-ს). ეს რიცხვი კი უფრო მეტია, ვიდრე ხერხემლიანთა სახეობის საერთო რაოდენობა.
 
ჭიანჭველების ზომა მერყეობს 0.75 მმ-დან 5.2 სმ-მდე. უდიდესი ჭიანჭველად მიჩნეულია ''Titanomyrma'', რომლის ზომა იყო 6 სმ, ხოლო ფრთების შლილის ზომა — 15 სმ. ჭიანჭველებს სხვადასხვა შეფერილობა აქვთ, რომელთაგან უმრევლესობა არის შავი ან წითელი, თუმცა ზოგიერთი სახეობა მწვანეა ან რკინის შეფერილობის მზინავი გარსი აკრავთ. 12 000-ზე მეტი სახეობა დღეისთვის ცნობილია, თუმცა სხვადასხვა დათვლებით, მათი საერთო ოდენობა 22 000 სახეობას აღწევს. ტაქსონომიური კვლევები აგრძელებენ მცდელობას საბოლოოდ გადაჭრან ჭიანჭველების კლასიფიკაციისა და სისტემატიზაციის საკითხი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==