ღებინება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| GeneReviewsName =
}}
'''ღებინება''' — რთული რეფლექსური აქტი, რომლის დროსაც, ძლიერი იმპულსით, [[კუჭი]]ს შიგთავსი საყლაპავიდან ზევით - [[პირი]]ს ღრუში ან/და [[ცხვირი]]ს ღრუში ამოიტყორცნება. <ref>{{cite book |author=Tintinalli, Judith E. |title=Emergency Medicine: A Comprehensive Study Guide (Emergency Medicine (Tintinalli))|publisher=McGraw-Hill Companies |location=New York |year=2010 |page=830 |isbn=0-07-148480-9 |oclc= |doi= |accessdate=}}</ref><ref name="ღებინება">[http://eqimebi.blogspot.com/2015/10/blog-post_12.html აპენდიციტიღებინება]</ref> რაც კუჭის ქვედა ნაწილებში გაძლიერებული პერისტალტიკის, ზედა ნაწილებისა და [[საყლაპავი]]ს მოდუნების, დიაფრაგმისა და მუცლის კედლის კუნთების ერთდროული შეკუმშვის შედეგია.<ref name="გულისრევა და ღებინება">[http://www.mkurnali.ge/gastroenterologia/5264-gulisreva-da-ghebineba.html გულისრევა და ღებინება]</ref>
 
ღებინება შეიძლება გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით. მათ შორის სპეციფიკური პასუხი [[გასტრიტი|გასტრიტზე]] და [[მოწამვლა]]ზე, ასევე არასპეციფიკური პასუხი თავის ტვინის სიმსივნესა და მომატებულ ინტრაკრანიალური წნევაზე. ღებინებას წინ უსწრებს [[გულისრევა|გულისრევის]] განცდა. გულისრევამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, თუმცა ყოველთვის არა. ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების (ანტიემეტიკები) გამოყენება ზოგჯერ აუცილებელია გულისრევისა და ღებინების აღსაკვეთად. მძიმე შემთხვევებში, როცა დეჰიდრატაცია (სითხის კარგვა) ვითარდება, საჭიროა სითხის ინტრავენური ინფუზია.
უნდა მოხდეს ღებინებას განსხვავება [[რეგურგიტაცია|რეგურგიტაციისგან]], რადგან ეს ორი ტერმინი ხშირად გამოიყენება როგორც სინონიმები. რეგურგიტაცია არის კუჭის მოუნელებელი შემცველობის უკუდინება [[საყლაპავი მილი]]სკენ და ზევით. ღებინების და რეგურგიტაციის მიზეზები სხვადასხვაა.
 
==ღებინების რეგულაცია==
ღებინება რთული მექანიზმით რეგულირდება. ამას მოგრძო ტვინში მდებარე ღებინების ცენტრი ახორციელებს. სხვადასხვა ტიპის გამღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედებით [[მუცლის ღრუ]]ში, [[თირკმელი|თირკმლებში]], ღრუ ორგანოებში არსებული ცენტრისკენული ნეირონების საშუალებით ღებინების ცენტრს მიეწოდება ინფორმაცია, რის შედეგადაც იგი ცენტრიდან გზავნის იმპულსებს გამღიზიანებელი ფაქტორის დროულად მოცილების თაობაზე. შედეგად დიაფრაგმისა და მუცლის კუნთები ძლიერ იკუმშებიან, დუნდება კუჭის შესასვლელის კუნთოვანი შრე, ვითარდება ანტიპერისტალტიკა და კუჭის შიგთავსი პირის ღრუში ამოიტყორცნება. ასე რომ, ღებინება უმეტესად დამცავ რეფლექსურ რეაქციას წარმოადგენს, რომლის მიზანიცაა, ორგანიზმიდან დროულად გამოიდევნოს საფრთხის შემცველი გამღიზიანებელი ფაქტორი.<ref name="გულისრევა და ღებინება">[http://www.mkurnali.ge/gastroenterologia/5264-gulisreva-da-ghebineba.html გულისრევა და ღებინება]</ref>
 
==ღებინების ფორმები==
გამომწვევი მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ ცენტრალური, ტოქსიკური და ვისცერული წარმოშობის ღებინებას. ცენტრალური წარმოშობის ღებინება ვითარდება წინმსწრები გულისრევის შეგრძნების გარეშე და არ უკავშირდება საკვების მიღებას. მას თან ახლავს არა მუცლის, არამედ [[თავის ტკივილი]]. იგი საკმაოდ ძლიერია და ადამიანს შვებას არ ჰგვრის. ამ ტიპის ღებინება რეფლექსური ბუნებისაა და შესაძლოა განვითარდეს უსიამოვნო შთაბეჭდილების, სუნის შეგრძნების გამო. ცენტრალური ტიპის ღებინება ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომიც არის, მაგალითად: ქალასშიდა წნევის მატება, [[შაკიკი]], თავის ტვინის სიმსივნე, ჰიპერტონიული კრიზი, [[მენინგიტი]] და სხვ.<ref name="გულისრევა და ღებინება"/>
 
===ვისცერული ღებინება===
ვისცერული ღებინება უკავშირდება ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ორგანულ ან ფუნქციურ დარღვევებს. ამ შემთხვევაში ღებინების შემდეგ ადამიანი შვებას გრძნობს. ზოგჯერ ღებინებას ხელოვნურადაც იწვევენ, მაგალითად, კუჭისა და [[თორმეტგოჯა ნაწლავი]]ს წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილის შემცირების მიზნით. სხვა სიმპტომებთან ერთად ვისცერული ღებინებით ვლინდება კუჭ-ნაწლავის სიტემის ზოგიერთი დაავადება, მაგალიტად: [[გასტრიტი]], კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭისა და საყლაპავის კიბო; მწვავე და ქრონიკული [[ქოლეცისტიტი]], ნაღველკენჭოვანი დაავადება, მწვავე და ქრონიკული [[პანკრეატიტი]], კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, მწვავე [[პერიტონიტი]], აპენდიციტი, თირკმლის ჭვალი, ნაწლავური გაუვალობა, პარაზიტული დაავადებები.<ref name="გულისრევა და ღებინება"/>
 
==ღებინების გამომწვევი ფაქტორები==
[[File:49-aspetti di vita quotidiana, vomito,Taccuino Sanitatis, Ca.jpg|thumb|ღებინება - XIV საუკუნის ნახატი [[Tacuinum Sanitatis]]-დან]]
გარდა საყოველთაო მიზეზებისა, ღებინება შესაძლოა გამოიწვიოს ინდივიდუალურმა ფაქტორებმაც, მათ შორის - ძირითადმა და თანმხლებმა პათოლოგიებმა, განსაზღვრული ტიპის ქირურგიულმა ოპერაციამ, დიაგნოსტიკურმა მანიპულაციამ, მედიკამენტურმა საშუალებამ, ნერვული სისტემის მდგომარეობამ და სხვა.<ref name="გულისრევა და ღებინება"/>
 
===ვესტიბულური აპარატის მდგომარეობა===
ზღვისა და მთის ავადმყოფობის დროს ღებინების შეგრძნება უფრო მეტად დამახასიათებელია მათთვის, ვისაც დაქვეითებული აქვს ვესტიბულური აპარატის რეცეპტორთა მგრძნობელობის ზღურბლი.
===ნერვული სისტემის ტიპი===
ღებინებისა და გულისრევის შეგრძნებაზე გავლენას ახდენს ნერვული სისტემის ტიპი და მისი ვეგეტაციური რეაქციების გამოხატვის ხარისხი. კერძოდ, ცნობილია, რომ ადვილად აღგზნებადი, ლაბილური და მშფოთვარე ადამიანები გაცილებით ხშირად უჩივიან ღებინებასა და გულისრევას, რადგან სისხლში მაღალი აქვთ კატექოლამინებისა და სეროტონინის დონე. ეს იწვევს აეროფაგიას, რაც წელავს კუჭის კედლებს და მის რეცეპტორულ აპარატს აღიზიანებს.
===ქირურგიული ოპერაციები===
ყველაზე ხშირად ღებინება აღინიშნება ენდოსკოპიური (54%) და ლაპაროსკოპიული (35%) ოპერაციების შემდეგ. 5%-ს ყურსა და თვალზე განხორციელებული მანიპულაციები შეადგენს. ღებინების ხარისხი უშუალოდ არის დამოკიდებული ოპერაციული ჩარევის მიმდინარეობასა და ხანგრძლივობაზე. სანარკოზე საშუალებათა უმეტესობას პოტენციურად ახასიათებს ღებინების ეფექტი, ხოლო ანესთეზიის გახანგრძლივებისას მათი მოქმედების ძალაც იზრდება.<ref name="გულისრევა და ღებინება"/><ref name="ღებინება"/>
 
==ეპიდემიოლოგია და მკურნალობა==
გულისრევა და ღებინება უმეტესად არ არის საშიში ორგანიზმისთვის, თუმცა ხანგრძლივი ღებინება, რომელსაც [[დიარეა]]ც ერთვის, სერიოზული საფრთხის შემცველია, რადგან იწვევს გაუწყლოებას და მწყობრიდან გამოჰყავს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოთა და სისტემათა ფუნქციები, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თავის ტვინი, თირკმელები და სხვა. გულისრევა და ღებინება ყველაზე ხშირად აწუხებთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ორსულებს, ონკოლოგიურ პაციენტებს ანტისიმსივნური თერაპიის პერიოდში, საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ფსიქოემოციური წრის სხვადასხვა ტიპის დაღვევის მქონე პირებს.
 
ღებინების საწინააღმდეგო ([[ანტიემეტიკები]]) მედიკამენტები ეფექტურია გულისრევისა და ღებინების დროს. ანტიემეტიკები იყენებენ ზღვის ავადმყოფობის სამკურნალოდ. ასევე ოპიოიდებისა და ქიმიოთერაპიისგან გამოწვეული გვერდითი ეფექტების სამკურნალოდ
 
ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები ბლოკავენ ღებინებასთან დაკავშირებულ რეცეპტორებს. აქედან გამომდინარე, ანტიქოლინერგული, ანტიჰისტამინური, დოფამინის ანტაგონისტები, სეროტონინის ანტაგონისტები და კანაბინოიდების გამოიყენება ეფექტურია, როგორც ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები. <ref>{{cite journal|last1=Mitchelson|first1=F|title=Pharmacological agents affecting emesis. A review (Part I).|journal=Drugs|date=March 1992|volume=43|issue=3|pages=295-315|pmid=1374316}}</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ღებინება“-დან