ადამიანის სექსუალობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
'''ადამიანის სექსუალობა''' — არის ადამიანის შესაძლებლობა ქონდეს ეროტიული გამოცდილებები და საპასუხო რეაქციები. ადამიანის სექსუალური ორიენტაცია გავლენას ახდენს სექსუალურ მიზიდულობაზე რომელსაც ის განიცდის სხვა ადამიანის მიმართ. სექსუალობის განცდა და გამოხატვა შესაძლებელია მრავალი გზით: მათ შორის აზრებით, ფანტაზიებით, სურვილებით, რწმენით, ღირებულებებით, ქცევებით, როლებითა და ურთიერთობებით. ამან შესაძლოა გამოხატულება ჰპოვოს ბიოლოგიურ, ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და სპირიტუალურ ასპექტებში. სექსუალობის ბიოლოგიური და ფიზიკური ასპექტები მჭიდრო კავშირშია ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციასთან, მათ შორის ადამიანის საპასუხო სექსუალურ ციკლსა და ძირითად ბიოლოგიურ ინსტიქტებთან რომელიც ყველა სახეობაში გვხვდება. სექსუალობის ფიზიკური და ემოციური ასპექტები მოიცავს იმ ინდივიდუალურ კავშირებს რომელიც გამოიხატება ღრმა გრძნობებით ან სიყვარულის, ნდობისა და ზრუნვის ფიზიკური მანიფესტაციით. სოციალური ასპექტი ეხება ადამიანის სექსუალობაზე საზოგადოების გავლენას, ხოლო სპირიტუალური კი ადამიანების სულიერ კავშირებს. ორმხრივი კავშირი არსებობს სექსუალობასა და ცხოვრების კულტურულ, პოლიტიკურ,ლეგალურ,ფილოსოფიურ, მორალურ, ეთიკურ და რელიგიურ ასპექტებს.
'''ადამიანის სექსუალობა''' — ცნება, რომელსაც ადამიანები თავიანთი გამოცდილებით უკავშირებენ ეროტიკას და რითიც ისინი გამოხატავენ თავს სექსუალური გზით; თვითშემეცნება, როგორც ქალისა და მამაკაცისა; უნარი, რომელიც შეიცავს მათ ეროტიულ გამოცდილებებსა და შეხედულებებს. ადამიანთა სექსუალობა გამოიხატება იმით თუ ვინ იზიდავთ მათ. მათი გრძნობები შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალური (საწინააღმდეგო სქესისადმი ლტოლვა), ჰომოსექსუალური (თავისივე სქესისადმი ლტოლვა), ან ბისექსუალური (ორივე სქესისადმი ლტოლვა).
სექსუალური აქტივობა არის ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტი რომელიც კავშირშია სურვილებთან,სიამოვნებასა და სხეულის ენერგიასთან. ეს საბოლოოდ სრულდება ეროტიული სიყვარულით, ინტიმური მეგობრობით, ადამიანური კავშირებითა და გამრავლებით. სექსუალური კავშირებისადმი ინტერესი იზრდება როდესაც ადამიანი აღწევს სექსუალურ სიმწიფეს. განსხვავებული აზრები არსებობს ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და ქცევის წარმომავლობის შესახებ. ზოგი ამტკიცებს რომ სექსუალობა განისაზღვრება გენეტიკურად, ზოგს სჯერა რომ მისი ჩამოყალიბება ხდება გარემოს გავლენით, ხოლო დანარჩენების აზრით კი ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე ორივე ზემოთაღნიშნული ფაქტორი მოქმედებს. ამას მივყავართ დებატებამდე „ბუნება აღზრდის წინააღდეგ“. პირველის მხარდამჭერები ამტკიცებენ რომ ადამიანის თვისებები უკავშირდება მის ბუნებრივ მემკვიდრეობას რომელიც ინსტინქტებით გამოიხატება. ხოლო მეორე ნაწილი ემყარება იმ დაშვებას რომ ადამიანის თვისებები მუდმივად იცვლება მათ განვითარებასა და აღზრდასთან ერთად.
 
გენეტიკური კვლევები ეფუძნება იდეას რომ ადამიანების განსხვავებული ხასიათის ძირითადი მიზეზი ალელების განსხვავება. ადამიანის ჰორმონების კვლევებმა აჩვენა რომ „ მოსახლოების ათ პროცენტს გააჩნია ქრომოსომული ვარიაცია რომელიც განსხვავდება XX-მდედრობითი და XY-მდედრობითი კატეგორიისაგან“.
ადრე სჯეროდათ, რომ ადამიანის სექსუალური ქცევა განსხვავდებოდა ცხოველთა უმეტესობის სექსუალური ქცევისაგან. შესაბამისად, ადამიანთა სექსუალური პრაქტიკაც განსხვავდებოდა ცხოველთა პრაქტიკისაგან შეწყვილების აქტის გარდა, რაც ერთადერთი მსგავსება იყო მათ შორის. ცხოველთა ბევრ სახეობას, რომლებიც ადრე მიჩნეული იყვნენ მონოგამიურებად, დღესდღეობით დამტკიცდა, რომ მრავალფეროვანი სექსუალური ურთიერთობები ახასიათებთ, ან ორიენტირებულები არიან ბუნებაში სარგებლობის მიღებაზე.. სახეობების დიდი ნაწილი მიმართავს მასტურბაციასაც და ნივთებსაც კი დაიხმარებს ამ საქმეში, როდესაც მისი მიზანი არაა განაყოფიერება. იხილეთ “ცხოველთა სექსუალური ქცევა”.
ადამიანთა დაწვილების, რეპროდუქციის, რეპროდუქციული სტრატეგიის და სოციალური სწავლის თეორიის ევოლუციური პერპექტივა გვთავაზობს სექსუალობის შესახებ კიდევ ერთ მოსაზრებას. სექსუალობის სოციო-კულტური ასპექტები მოიცავს ისტორიულ განვითარებებსა და რელიგიურ რწმენებს. მაგალითს წარმოადგენს ებრაელების მოსაზრება სექსუალურ სიამოვნებაზე ქორწინებაში და ასევე რამდენიმე სხვა რელიგიის უარყოფითი დამოკიდებულება სექსუალური სიამოვნების მიღების მიმართ. ზოგიერთი კულტურა სექსუალური რეპრესიებით ხასიათდებოდა. სექსუალობის შესახებ კვლევები ასევე მოიცავს ადამიანთა იდენთიფიკაციას სოციალურ ჯგუში, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს და შობადობის კონტროლის მეთოდებს.
 
ტერმინი “ადამიანის სექსუალობა”, შეიძლება აგრეთვე ვრცელდებოდეს კულტურულ, პოლიტიკურ, კანონიერ და ფილოსოფიურ ასპექტებზე. ასევე შესაძლებელია ეხებოდეს მორალს, ეთიკას, თეოლოგიას, სულიერებას ან რელიგიას.
 
==ბუნება აღზრდის წინააღმდეგ ==