ძველი ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ქართველური ენები არცერთ ჯგუფში არ შედის
ხაზი 76:
==გრამატიკა==
===მორფოლოგია===
==== ბრუნება ====
{| class="prettytable float-right background colour2" style="margin-top: 0;"
! bgcolor="#FFDEAD" | ბრუნვა|| bgcolor="#FFDEAD" | მხოლობითი|| bgcolor="#FFDEAD" | ებ-იანი მრ. რ.|| bgcolor="#FFDEAD" | ნარ-თანიანი
|-
| bgcolor="#FFDEAD" | წრფ.|| — || -ებ|| —
|-
| bgcolor="#FFDEAD" | სახ.|| -ი / ჲ|| -ებ-ი || -ნ-ი
|-
| bgcolor="#FFDEAD" | მოთ.|| -მან || -ებ-მან || -თ(ა)
|-
| bgcolor="#FFDEAD" | მიც.|| -სა || -ებ-სა || -თ(ა)
|-
| bgcolor="#FFDEAD" | ნათ.|| -ისა / -ჲსა || -ებ-ისა || -თ(ა)
|-
| bgcolor="#FFDEAD" | მოქ.|| -ითა / -ჲთა || -ებ-ითა || —
|-
| bgcolor="#FFDEAD" | ვით.|| -ად / დ || -ებ-ად|| —
|-
| bgcolor="#FFDEAD" | წოდ.|| -ო || -ებ-ო || -ნ-ო
|}
ძველ ქართულში, ისევე როგორც [[ქართული ენა|ახალში]] არ იყო გენდერული კლასები. ენაში იყო 8 ბრუნვა: წრფელობითი, სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი ვითარებითი და წოდებითი. მრავლობითის ბრუნებას ორი ფორმა ჰქონდა — „ებიანი“ და „ნარ-თანიანი“, რომელთაგანაც ნარ-თანიანი უფრო გავრცელებული და მიღებული იყო, ებიანი კი მასთან შედარებით [[XI საუკუნე]]მდე შედარებით ნაკლებად გამოიყენებოდა. ნართანიან მრავლობითს ხუთი ბრუნვა ეწარმოება, დანარჩენი სამის, წრფელობითის, მოქმედებითისა და ვითარებითის ნართანიანი ფორმები არ გვხვდება. სახელობითსა და წოდებითში აწარმოებს მრავლობითის ნიშანი '''ნ''', დანარჩენ ბრუნვებში კი – '''თ'''. ებ–იან მრავლობითს ყველა ბრუნვა ეწარმოებოდა, თუმცა ძირითადად იგი წრფელობითის ფორმაში გვხვდება.
 
რექგსფგს
წოდებით ბრუნვას აძლიერებს და ხშირად მიმართვას წინ უძღვის შორისდებული [[ჵ]]; მაგალითად: ''ჵ საწყალობელო!''
 
=====საზოგადო სახელთა ბრუნება=====
 
'''ბოლოთანხმოვნიანი ფუძეების''' მქონე სახელები წრფელობით ბრუნვაში ნიშანს არ დაირთავდნენ, სახელობითში ჰქონდათ –'''ი''' ბრუნვის ნიშანი, მოთხრობითში — –'''მან''', მიცემითში — –'''ს'''(ა), ნათესაობითში — –'''ის'''(ა), მოქმედებითში — –'''ით'''(ა), ვითარებითში — –'''ად''', წოდებითში — –'''ო'''.
 
'''ა–ფუძიანი სახელების''' ბრუნებაც ანალოგიურად ხდებოდა. განსხვავება მხოლოდ სახელობითის ნიშანში იყო – –'''ჲ'''; გარდა ამისა, ა–ფუძიანი საზოგადო სახელები ნათესაობითსა და მოქმედებითში არასრული ფუძით გვხვდებიან, იკვეცებიან და ბოლოკიდურ "[[ა]]" იშორებენ.
 
'''ო– და უ–ფუძიანი სახელების''' ბრუნვის ნიშნებიც იგივეა, რაც ბოლოთანხმოვნიანებისა. განსხვავება მხოლოდ სამ ბრუნვაშია: სახელობითი — –'''ჲ''', ნათესაობითი — –'''ჲს'''(ა), მოქმედებითი — –'''ჲთ'''(ა).
 
შედარებით განსხვავებულია '''[[ე]]'''–სა და უმარცვლო '''{{უბრჯგუ}}'''–ზე გათავებული სახელების ბრუნება. ე–ფუძიან სახელებში ბრუნვის ნიშნები იგივეა, რაც ა–ფუძიანში, მოქმედებს ასევე ორ ბრუნვაში შეკვეცის წესიც, თუმცა სახელობით ბრუნვაში, ნაცვლად სიტყვის ბოლოში თავმოყრილი '''ეჲ''' ჯგუფისა ჩნდება '''[[ჱ]]'''; მაგალითად: ძ'''ჱ''', მთოვარ'''ჱ''', მხარ'''ჱ'''... {{უბრჯგუ}}–ზე გათავებული სახელების ბრუნებისას, სამ ბრუნვაში (სახელობითში, ნათესაობითსა და მოქმედებითში) თავს იყრის {{უბრჯგუ}}ი ჯგუფი, რომელსაც ცვლის ერთი ასო – ჳ. მაგალითად: ნაძჳ, ნაძჳ–'''ს'''(ა), ნაძჳ–'''თ'''(ა) (ფუძე – '''ნაძ{{უბრჯგუ}}'''), ღაწჳ, ღაწჳ–'''ს'''(ა), ღაწჳ–'''თ'''(ა) (ფუძე – '''ღაწ{{უბრჯგუ}}''').
 
=====საკუთარ სახელთა ბრუნება=====
ძველ ქართულში ადამიანთა საკუთარი სახელების ბრუნება განსხვავდებოდა საზოგადო სახელთა ბრუნებისაგან. წრფელობითში, სახელობითსში, მოთხრობითსა და წოდებითში ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავენ და ფუძის სახით არიან წარმოდგენილი, დანარჩენ ბრუნვებში კი ნიშნები იგივეა, რაც საზოგადო სახელებში. მიცემითი, ნათესაობითსა და მოქმედებითში არ დაერთვის სავრცობი '''[[ა]]'''. საკუთარ სახელებს, ისევე როგორც [[ქართული ენა|თანამედროვე ქართულ ენაში]], მრავლობითი სიცხვი არ გააჩნდა.
{| border="0" width="400"
|
:'''წრფ.'''
:'''სახ.'''
:'''მოთ.'''
:'''მიც.'''
:'''ნათ.'''
:'''მოქ.'''
:'''ვით.'''
:'''წოდ.'''
|
:დავით
:დავით
:დავით
:დავით–'''ს'''
:დავით–'''ის'''
:დავით–'''ით'''
:დავით–'''ად'''
:დავით!
|
:ელენე
:ელენე
:ელენე
:ელენე–'''ს'''
:ელენჱ–'''ს'''
:ელენჱ–'''თ'''
:ელენე–'''ად'''
:ელენე!
|
:ჰაბო
:ჰაბო
:ჰაბო
:ჰაბო–'''ს'''
:ჰაბო–'''ჲს'''
:ჰაბო–'''ჲთ'''
:ჰაბო–'''დ'''
:ჰაბო!
|}
 
====ზმნა====