არტაშესიანთა დინასტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
 
ენციკლოპედია ირანიკის მიხედვით, არტაშესიანთა დინასტია ამჟამად მიჩნეულია შტოდ მისი წინამორბედი [[ერვანდუნები|ერვანდუნების დინასტიისა]], რომელიც დამტკიცებული ირანული წარმოშობის იყო და სომხეთს სულ ცოტა ძვ. წ. V საუკუნიდან განაგებდა.<ref>ენციკლოპედია ირანიკა. ტიგრან II.</ref>
 
== სომხური მიწების გაერთიანება არტაშესიანთა მიერ ==
[[არტაშეს I]] მიიჩნევა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეფედ [[სომხეთის ისტორია]]ში. იგი საკუთარ თავს [[ერვანდუნები|ერვანდუნთა დინასტიის]] ლეგიტიმურ შთამომავლად აცხადებდა, თუმცა მართლა იყო იგი ამ დინასტიასთან დაკავშირებული თუ არა უცნობია. მისი მმართველობის დასაწყისისათვის, [[სომხეთის მთიანეთი]]სა და სომხურენოვანი მოსახლეობის ნაწილი მეზობელი სახელმწიფოების მმართველობის ქვეშ რჩებოდა. არტაშესმა ამ მიწების გაერთიანება უპირველეს მიზნად დაისახა. ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი [[სტრაბონი]] მოგვითხრობს არტაშესის მიერ დასავლეთის, აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით წარმოებულ დაპყრობებზე.
 
სტრაბონისა და [[პლუტარქე]]ს მიხედვით, არტაშესმა, ასევე, დააარსა სომხეთის დედაქალაქი არტაშატი კართაგენელი გენერლის, [[ჰანიბალი]]ს დახმარებით, რომელიც რომაელების თავდასაცავად არტაშატის სასამართლოს აფარებდა თავს. წინანდელი, [[ერვანდუნები|ერვანდუნების დინასტიის]] დედაქალაქის [[ერვანდაშატი]]ს მოსახლეობა არტაშატში გადაასახლეს. თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია არტაშესის დროინდელი 12-ზე მეტი ქვის სასაზღვრო ნიშანი არამეული წარწერებით, რომლებიც აღმოჩენამდე [[მოვსეს ხორენაცი]]ს მიერ იყო დამოწმებული. ამ წარწერებში არტაშესი თავს [[ერვანდუნები]]ს შთამომავლად აცხადებს: ''მეფე არტაშესი, ერვანდუნი ზარიადრესის ძე''.
 
== არტაშესიანთა დინასტიის მეფეები ==