ჭაჭა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჭაჭის ნაწური - შამანი. დ.ჩუბინაშვილის ლექსიკონი
No edit summary
ხაზი 2:
'''ჭაჭა''' — [[ყურძენი|ყურძნის]] [[ბრენდი]], ტრადიციულად წარმოებული [[საქართველო]]ს მრავალ რეგიონში, ხშირად მოიხსენიება როგორც ყურძნის [[არაყი]]. პირველად მეღვინეობაში ყურძნის ტექნოლოგიური და მექანიკური გადამუშავების ნაწარმი. ჭაჭა არის თეთრი და წითელი, ტკბილი (რასაც დუღილის ფაზა არ გაუვლია) და დადუღებული. ჭაჭიდან იღებენ a-ღვინომჟავას და ეთილის [[სპირტი|სპირტს]]. ყურძნის წიპწიდან გამოყოფენ ყურძნის ზეთს და ენატონინს. გამოწურულ ჭაჭას იყენებენ საქონლის საკვებად ან სასუქად, ძველად საქართველოში ჭაჭის ნაწურისგან აკეთებდნენ "მდაბიოს ღვინო" - ე.წ. შამანს. წითელი ჭაჭისგან იღებენ წითელ საღებავს, რომელსაც საკონდიტრო წარმოებაში იყენებენ.
 
== წარმოშობა და ისტორია ==
== ლიტერატურა ==
ჭაჭის მოხმარების პირველი შემთხვევები დოკუმენტირებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ მისი გამოხდა საქართველში ღვინის დამზადებასთან ერთად უნდა დაეწყოთ. XVII საუკუნეში რუსი ელჩების, ტოლოჩანოვისა და იევლევის წანაწერებიდან უკვე დოკუმენტურად დასტურდება, რომ ქართველები არაყს ხდიდნენ. ამ პერიოდში ჭაჭა სამკურნალო სითხედ თვლიდნენ და მისი უზმოზე მიღება ჯანმრთელობის საწინდარად მიიჩნეოდა.
{{ქსე|11|387}}
ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტის, ბონდო კალანდაძის თქმით, ისეთი მარტივი აპარატები, როგორსაც ქართველი გლეხები ახლაც ფართოდ იყენებენ ჭაჭის არაყის გამოსახდელად, მრავალი საუკუნის წინ არაბებმა გაავრცელეს ევროპაში. საქართველოში არაყი სწორედ ასეთი კუსტარული სახდელებით იხდებოდა.
 
== დამზადების წესი ==
ითვლება, რომ საუკეთესო ჭაჭა ერთნახადი უნდა იყოს და მეორედ გამოხდა აღარ უნდა სჭირდებოდეს.
ტრადიციულად, ქვევრში ჩაყრილ ჭაჭას მთელ ზამთარს ინახავენ და მხოლოდ ადრე გაზაფხულზე თუ იწყებენ არყის სამზადისს. კლასიკური სახდელი კახური არყის სახდელია, რომელსაც “ზაოდს”, ან “ზაოტს” ეძახიან (რუს. завод, ქარხანა), რომელიც მასიურ ქვის ნაგებობას წარმოადგენს და მისი გამოყენება რამოდენიმე დღის განმავლობაში შეუზღუდავად შეიძლება.
== ხელმისაწვდომობა ქართულ ბაზარზე ==
ჭაჭის კომერციული წარმოება მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა ძმებმა ოცხელებმა, ბარბარე იმერლიშვილმა, კახია ადანაიამ, დავით სარაჯიშვილმა და სხვებმა ქართული ალკოჰოლური სასმელები მაღალხარისხიან საბაზრო პროდუქტად აქციეს. რამდენიმე ნიმუშმა ალკოჰოლური სასმელების მაშინდელ საერთაშორისო გამოფენებზე მთავარი პრიზებიც კი მოიპოვა.
მე-20 საუკუნეშიბჭაჭის, ხილისა თუ ხორბლის არყების წარმოებაში განსაკუთრებული მიღწევები არ ყოფილა.
ამჟამად "ჭაჭა" თითქმის ყველა მსხვილ ღვინის კომპანიას აქვს თავის ასორტიმენტში. 1 ბოთლი "ჭაჭის" ფასი 5,50 ლარიდან იწყება. სხვადასხვა კომპანიები მომხმარებელს ბოთლის [[ზეარის ჭაჭა|უნიკალურ დიზაინს]], სხვადასხვა ჯიშის ყურძნის განსხვავებულ გემოვნურ თავისებურებებსა და ხარისხისა თუ ფასის ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ.
==გამოყენებული ლიტერატურა ==
{{ქსე|11|387}}
* [http://www.zearis.ge/zearis_ge.php/ ქართული ჭაჭა ]
* [http://www.tabula.ge/ge/story/56391-chacha-zaotidan-botlamde/ ჭაჭა - ზაოტიდან ბოთლამდე ]
{{commonscat|Chacha|ჭაჭა}}
{{ალკოჰოლური სასმელები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭაჭა“-დან