სამშვილდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 72:
 
===წმ. გიორგის ეკლესია===
 
სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2014 წელს ნაქალაქარის ერთერთი თვალსაჩინო ძეგლის - წმ. გიორგის ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები განახორციელა (ხელმღ. პროფ. დ. ბერიკაშვილი). არქეოლოგიური სამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სპეციალობით. ასევე, გათხრების სამეცნიერო ანგარიში, მასალის დამუშავება და გამოფენეზე ექსპონირება მთლიანად საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე განხორციელდა. გათხრების შედეგად გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა მთლიანად შეესაბამება ტაძრის შესახებ არესებულ ცნობებს. კერძოდ, მოჭიქული კერამიკის ნიმუშები XI-XII სს-ით თარიღდებიან, ეს ის პერიოდია, როდესაც წმ. გიორგის ეკლესია აუშენებიათ, ხოლო ნაწილი მასალისა, გვიანი შუასაუკუნეებით, კერძოდ XVI-XVII სს-ით თარიღდება, როდესაც ზილიხანს, მეფე ვახტანგ V შაჰავაზის მეუღლის, დედოფალი ელენეს აღმზრდელს დაზიანებული ტაძარი ,,აღუშენებია“. გათხრების დროს გამოვლინდა გვიანდელი პერიოდის სამარხები, სამშენებლო კერამიკის ფრაგმენტები, გაიწმინდა ეკლესიის შიდა ეზო, რომელიც, როგორც დადგინდა ქვის ყორით ყოფილა შემოსაზღვრული. არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ ტაძარმა თავდაპირველი სახე დაიბრუნა. სარესტავრაციო სამუშაოები განახორციელა საქართველოს სიძველეთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა არქიტექტორ-რესტავრატორ თ. გაბუნიას ხელმძღვანელობით.
 
===ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია===
===სამნავიანი ბაზილიკა===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამშვილდე“-დან