ინდოეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 112:
 
[[ფაილი:Badami-chalukya-empire-map.svg|მინი|250პს|ჩალუკიას იმპერია]] შუა პერიოდი აღინიშნა კულტურის შესამჩნევი აღმავლობით.ჩვ.წ.აღ.მდე 230წ. სამხრეთ ინდოეთს მართავდა [[სატავაჰანების დინასტია]], რომელიც ცნობილია აგრეთვე, როგორც [[ანდჰრები]]. დინასტიის მეექვსე მეფემ სახელად [[შატაკარნი|შატაკარნმა]] მოიპოვა გამარჯვება ჩრდილოინდურ დინასტია [[შუნგა]]ზე. დინასტიის სხვა ცნობილი მეფეთაგანია [[გაუტამიპუტრა შატაკარნი]].
ჰიმალაებში ჩვ.წ.აღ.მდე II საუკუნიდან ჩვ.წ.აღ.ის III საუკუნემდე არსებობდა [[კუნინდას სამეფო]]. ჩვ.წ.აღ.ის I ს. შუა ხანებში ჩრდილო დასავლეთ ინდოეთში შეიჭრა ქუშანის დინასტია - შექმნა [[ქუშანის სამეფო]], რომელიც საბოლოოდ გადაიჭიმა [[პეშავარი]]დან [[ბენგალიის ყურე]]მდე. მის შემადგენლობაში შედიოდა, ასევე, ძველი [[ბაქტრია]] (თანამედროვე [[ავღანეთი]]ს [[ჩრდილოეთი]]) და სამხრეთ [[ტაჯიკეთი]]. [[დასავლეთ ქშატრაპების სამეფო]] (35-405წ.წ.), რომელიც განფენილი იყო ინდოეთის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, იმართებოდა [[საკები]]ს მიერ, რომლებმაც შეცვალეს [[ინდო-სკვითები]]. [[საკები]] იყვნენ [[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს ჩრდილოეთ ნაწილის მმართველების [[ქუშანის სამეფო]] დინასტიის და ცენტრალური ინდოეთის მფლობელების [[სატავაჰანები]]ს (ანდჰრების) თანამედროვეები. სხვადასხვა დროს ინდოეთის [[ნახევარკუნძული]]ს სამხრეთ ნაწილს ფლობდნენ ისეთი სამეფოები და იმპერიები, როგორიცაა,[[პანდია]], ადრეული [[ჩოლა]], [[ჩერა]], [[კადამბა]], დასავლეთ [[დასავლეთ განგა]], [[პალავა]] და [[ჩალუკია]]. ზოგიერთმა სამხრეთ სამეფომ შექმნა [[ზღვისპირეთის იმპერია]], რომელიც განიფინა მთელ [[სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია]]ზე...[[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს სამხრეთზე პირველობისათვის ბრძოლაში აღნიშნული სამეფოები პერიოდულად ებრძოდნენ ერთმანეთს ისევე, როგორც [[დეკანი]]ს სახელმწიფოს.
გარკვეულ პერიოდში [[კალაბჰარები]]ს ბუდისტურმა სამეფომ დაარღვია [[ჩოლა]]ს, [[ჩერა]]ს და [[პანდია]]ს იმპერიების დომინანტური მდგომარეობა ინდოეთის სუბკონტინენტის სამხრეთ ნაწილში
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდოეთი“-დან