მავრიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 217:
 
მავრიკი — ადგილია, სადაც ერთმანეთს ერწყმის სხვადასხვა [[კულტურა]], რაც გამოიხატება ქვეყნის [[არქიტექტურა]]ში: დედაქალაქ [[პორტ-ლუი]]ში ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს [[მეჩეთი]] ჯუმა, ინდუისტური [[ტაძარი]] მაესვარატი და [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] [[საკათედრო ტაძარი]] სენტ-ჯეიმსი.
 
== ეკონომიკა ==
მავრიკის [[ეკონომიკა]] დაფუძნებულია [[შაქარი|შაქრის]] ([[შაქრის ლერწამი]] მოჰყავთ დასამუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაახლოებით 90 %-ზე) წარმოებაზე, [[ტურიზმი|ტურიზმზე]] და ტექსტილის წარმოებაზე, რითაც იგი აფრიკაში მესამე ქვეყანაა ცხოვრების დონის მიხედვით ([[ლიბია|ლიბიის]] და [[სეიშელის კუნძულები]]ს შემდეგ) და მეშვიდე ერთ სულ მოსახლეზე [[მთლიანი შიდა პროდუქტი|მშპ]]-ს მიხედვით ([[ეკვატორული გვინეა|ეკვატორული გვინეის]], ლიბიის, სეიშელის კუნძულების, [[გაბონი]]ს, [[ბოტსვანა|ბოტსვანის]] და [[ტუნისი]]ს შემდეგ). ბოლო დროს ვითარდება [[ოფშორი|ოფშორული]] და საბანკო ბიზნესი, ასევე ზღვის პროდუქტების და [[თევზი]]ს მოპოვება და გადამუშავება. აფრიკაში კონკურენტუნარიანობის მიხედვით უკავია მეხუთე ადგილი ([[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა|სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის]], ლიბიის, ბოტსტვანის და გაბონის შემდეგ).
 
2009 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 17,4 ათას დოლარს (60-ე ადგილი მსოფლიოში). 2006 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა მოსახლეობის 8 %. უმუშევრობა — 7,9 % (2011 წელი).
 
[[სოფლის მეურნეობა]]ში დაკავებულია მომუშავეთა 9 %, მრეწველობაში — 30 %, მომსახურების სფეროში — 61 %.
 
საექსპორტო საქონელი (2,4 მილიარდი დოლარი 2008 წელს): [[შაქარი]], ტანსაცმელი და ქსოვილები, ყვავილები, [[მოლუსკები]], [[თევზი]]. ძირითადი მყიდველებია — [[დიდი ბრიტანეთი]] — 31 %, [[საფრანგეთი]] — 15 %, [[აშშ]] — 9 %, [[იტალია]] — 7 %, [[ბელგია]] — 5 %.
 
იმპორტი (4,4 მილიარდი დოლარი 2008 წელს): სამრეწველო საქონელი, საკვები, ნავთობპროდუქტები, ქიმიკატები. ძირითადი მომწოდებლებია — [[ინდოეთი]] — 24 %, საფრანგეთი — 11 %, [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა]] — 10 %, [[ჩინეთი]] — 8 %, [[პაკისტანი]] — 5 %. შედის საერთაშორისო ორგანიზაციაში — [[აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები]].
 
დიდი დაშორების მიუხედავად, მავრიკის აქვს საკმაო პოპულარობა [[ევროპა|ევროპელ]] ტურისტებს შორის, არის რა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძვირი ტურისტული კურორტი [[მალდივის რესპუბლიკა|მალდივის]] და [[სეიშელის კუნძულები|სეიშელის]] კუნძულებთან ერთად. მავრიკიზე ძირითადად გავრცელებულია [[პლაჟი|საპლაჟე]] დასვენება, მაგრამ ასევე პოპულარულია ექსკურსიები [[ოკეანე]]ზე, იშვიათად — კუნძულის შიდა რაიონებში. ერთ-ერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა ეგრედ წოდებული [[შვიდფერა ქვიშები]].
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მავრიკი“-დან