გრეის ორმოცდაათი ელფერი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
replaced: სათაო → სათავო (2)
ხაზი 23:
| ხმის ოპერატორი =
| პროდიუსერი = Michael De Luca, Dana Brunetti, E. L. James
| გამოსვლის თარიღი = თებერვალი 11, 2015 <small>([[ბერლინალე]])</small><br>თებერვალი 13, 2015 <small>(აშშ)</small><br>თებერვალი 12, 2015 <small> (საქართველო)</small><ref name="გრეის ორმოცდაათი ელფერი">[http://new.kinoafisha.ge/movies/გრეის-ორმოცდაათი-ელფერი/ გრეის ორმოცდაათი ელფერი]</ref>
| ხანგრძლივობა = 125 წუთი
| ქვეყანა = {{დროშა|აშშ}}
ხაზი 35:
| amg_id =
}}
'''„გრეის ორმოცდაათი ელფერი“''' ({{lang-en|Fifty Shades of Grey}}) — 2015 წლის ამერიკული ეროტიკული [[დრამა]].<ref>[http://new.kinoafisha.ge/movies/გრეის-ორმოცდაათი-ელფერი/ name="გრეის ორმოცდაათი ელფერი]<"/ref> დამდგმელია [[ბრიტანელი]] რეჟისორი, ფოტოგრაფი და მხატვარი, „[[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] იმპერიის ორდენის“ კავალერი (OBE) სემ ტეილორ-ჯონსონი. ფილმი გადაღებულია ბრიტანელი ავტორის ლ.ე. ჯეიმსის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით. მთავარი გმირის, მორიდებული სტუდენტის ანასთეიშა სტილის როლს ასრულებს [[ალფრედ ჰიჩკოკი]]ს ბოლო წარმატებული ფილმის [[ჩიტები (ფილმი)|ჩიტების]] (1963) მუზის [[ტიპი ჰედრენი]]ს შვილიშვილი, [[მელანი გრიფიტი]]ს ქალიშვილი, დაკოტა ჯონსონი. ანასთეიშა იწყებს სახიფათო [[ბდსმ|სადო-მაზოხისტურ]] ურთიერთობას ახალგაზრდა მაგნატ კრისტიან გრეისთან. გრეის როლში გამოდის ახალგაზრდა [[ირლანდიელი]] მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი ჯეიმი დორნანი, რომელიც პოპულარული გახდა [[სოფია კოპოლა]]ს ბიოგრაფიულ ფილმში [[მარი ანტუანეტი (2006 წლის ფილმი)|მარი ანტუანეტი]] (2006), [[გილიოტინა]]ზე სიკვდილით დასჯილი დედოფლის საყვარლის, გრაფ აქსელ ფონ ფერსენის როლის შესრულებით.
 
ფილმის პრემიერა გაიმართა 2015 წლის 11 თებერვალს ბერლინის 65-ე [[ბერლინალე|საერთაშორისო კინოფესტივალზე]]. კინოთეატრებში კინოკომპანია უნივერსალმა (Universal Pictures) ფართო მაყურებელს ფილმი 2015 წლის 13 თებერვალს წარუდგინა. [[საქართველო]]ში „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ პრემიერა მოეწყო 12 თებერვალს <ref>http://new.kinoafisha.ge/movies/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/</ref>. ფილმი ერთდროულად გადიოდა ოთხ კინოთეატრში.
 
მიუხედავად იმისა, რომ „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ გამოსვლას კრიტიკოსების განსხვავებული შეფასებები მოყვა, ფილმმა გამოსვლისთანავე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება და შთამბეჭდავ კომერციულ წარმატებას მიაღწია. დღეისათვის „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ შემოსავალმა 410 მლნ. დოლარზე მეტს მიაღწია <ref>http://www.boxofficemojo.com/movies/?id=fiftyshadesofgrey.htm</ref>.
ხაზი 51:
მომავალ ამბიციურ ჟურნალისტ ქეით კავანას ინტერვიუს საბოლოო სახის მისაცემად კრისტიან გრეის ფოტოები სჭირდება. რაზეც ანასთეიშას ახალგაზრდა ექსცენტრიული ბიზნესმენი სიამოვნებით თანხმდება. ფოტოსესიის შემდეგ კრისტიანი გოგონას ყავაზე ეპატიჟება. მყუდრო, მაგრამ გემოვნებით მოწყობილ ელეგანტურ „ყავის სახლში“ მიამიტი ანა მომხიბვლელ ახალგაზრდა ულაყს გულს გადაუშლის. გოგონა უყვება თავის გატაცებაზე კლასიკური ბრიტანული ლიტერატურით. კერძოდ, მათი საუბარი ეხება მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე [[თომას ჰარდი]]ს ცნობილ რომანს „დ’ერბერვილების ტესი“ <ref>[http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3A%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98+%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა]</ref>, [[ვიქტორიანული ეპოქა|ვიქტორიანული ინგლისის]] წეს-ჩვეულებს.
 
საკმაოდ უცნაური, თუმცა ჰოლივუდის სტანდარტული ვარსკვლავის გარეგნობის მქონე მილიარდერი, ვისთვისაც საკუთარ ულტრათანამედროვე [[ცათამბჯენი|ცათამბჯენში]] განთავსებული „სათაო„სათავო ოფისის“ გარდა, მდიდრული მანქანები, ექსქლუზიური რესტორნები, ფეშენებლური სასტუმროები, საკუთარი შვეულმფრენები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მის მრავალათასიან თანამშრომლით დაკავებულ ჰოლდინგში, სადაც ყველა მზად არის კრისტიან გრეის ემსახუროს, შეასრულოს ყველა მისი მითითება, თუ სურვილი. მოულოდნელად ოდნავ დაბნეული და საკუთარ თავში არც თუ ისე დარწმუნებული ახალგაზრდა ქალით იხიბლება.
 
თუმცა სახლში დაბრუნებული ანასთეიშა სულ სხვანაირად ფიქრობს. ახალგაზრდა ქალი დარწმუნებულია, რომ კრისტიან გრეისთან ეს უკვე მართლაც უკანასკნელი შეხვედრა იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ფოსტის კურიერს ელეგანტურად შეფუთული მცირე კოლოფი მოაქვს. მუქი ფერის ძვირფას ქაღალდს ანასთეიშა აუჩქარებლად ხსნის. საიდანაც „დ'ერბერვილების ტესის“ 1892 წლის ძალიან კარგად შენახული პირველი ორგინალური გამოცემა ჩნდება.
ხაზი 71:
 
=== რეჟისორი ===
2013 წლის 9 მაისისთვის [[კინოპროდიუსერი|პროდიუსერები]] დამდგმელ რეჟისორად უკვე მოისაზრებდბენ აღიარებული ფილმის [[მონანიება (2007 წლის ფილმი)|მონანიება (2007)]] ავტორს [[ჯო რაიტი|ჯო რაიტს]]. მაგრამ რაიტმა უარი განაცხადა, ვინაიდან იმ პერიოდში სხვა ფილმის გადაღებებით იყო დაკავებული. ასევე განიხილებოდა სხვა [[რეჟისორი|რეჟისორები]]ს კანდიდატურებიც: პეტი ჯენკინსი, ბილ კონდონი, [[ბენეტ მილერი]] და [[სტივენ სოდერბერგი]]. 2013 წლის ივნისში, ე. ლ. ჯეიმსმა მედიას მომავალი ეკრანიზაციის რეჟისორად სემ ტეილორ-ჯონსონი დაუსახელა. რომელსაც ამ დროისთვის უკვე გადაღებული ქონდა კრიტიკის მიერ საკმაოდ დადებითად შეფასებული „დაკარგული ბიჭი“ (2009), მუსიკალურ-ბიოგრაფიული ფილმი [[ჯონ ლენონი]]ს შემოქმედებითი გზის დასაწყისზე.
 
სკანდალურად გახმაურებული ფილმები [[იქმნება: „9½ კვირა“|9½ კვირა]], [[იქმნება: „უკანასკნელი ტანგო პარიზში“|უკანასკნელი ტანგო პარიზში]] და ასევე [[არაბული]] წარმოშობის შესანიშნავი ფრანგი რეჟისორის აბდელატიფ კეშიშეს 2013 წლის [[კანის კინოფესტივალი]]ს [[ოქროს პალმის რტო|ოქროს პალმის]] მფლობელი „ადელის ცხოვრება, თავი 1 და 2“, მიჩნეულია ტეილორ-ჯონსონის ახალი ფილმის შთაგონების წყაროდ.
ხაზი 79:
როგორც თავიდანვე გახდა ცნობილი „კრისტიანის“ როლზე ე.ლ. ჯეიმსის პირველი რჩეული იყო [[რობერტ პატინსონი]]. ახალგაზრდა მილიარდერის როლით ასევე დაინტერესებულები იყვნენ [[იენ სომერჰოლდერი]] და სხვა ახალგაზრდა მსახიობები. პროდიუსერებს კი თავიდან რაიან როსლინგის აყვანა უნდოდათ. მაგრამ მსახიობი პერსონაჟის შესრულებით არ იყო დაინტერესებული.
 
2013 წლის 2 სექტემბერს ჯეიმსმა საჯაროდ განაცხადა რომ „ანასთეიშას“ და „კრისტიანის“ როლებზე უკვე შეარჩიეს მსახიობები: დაკოტა ჯონსონი და ჩარლი ჰანემი. სტუდენტი გოგონას როლზე ასევე ისინჯებოდნენ [[შეილინ ვუდლი]] და სხვა ახალგაზრდა მსახიობი ქალები. როგორც ამბობენ, ტეილორ-ჯონსონი კინოსინჯების დროს მსახიობ ქალებს [[ინგმარ ბერგმანი]]ს ფილმ [[იქმნება: „პერსონა (ფილმი)“| პერსონადან]] ოთხგვერდიანი მონოლოგის წაკითხვას თხოვდა.
 
საბოლოოდ, „კრისტიანის“ როლზე 2013 წლის 23 ოქტომბერს დამტკიცებული იქნა ირლანდიელი ჯეიმი დორნანი.
 
=== გადაღებები ===
თავიდან გამოცხადებული იყო რომ გადაღებები 2013 წლის 5 ნოემბერს კანადის [[ვანკუვერი|ვანკუვერში]] დაიწყებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ფერხდებოდა. პირველი გადაღება მხოლოდ 1 დეკემბერს შედგა. მთავარი სცენები გადაღებული იქნა ვანკუვერის ისტორიულ ცენტრში „გასთაუნში“. ქალაქის სიმაღლით მერვე <ref>https://en.wikipedia.org/wiki/List_of_tallest_buildings_in_Vancouver</ref> „Bentall 5“, 35-სართულიანი ცათამბჯენი <ref>Bentall 5 http://en.wikipedia.org/wiki/Bentall_5</ref> გამოყენებული იქნა როგორც „კრისტიან გრეის“ ჰოლდინგის „Grey Enterprises“ სათაოსათავო ოფისი.
 
ამერიკის ვანკუვერის შტატ ვაშინგტონის უნივერსიტეტი სადაც ანასთეიშა და ქეითი სწავლობენ გადაღებულ იქნა კანადის ვანკუვერის [[ბრიტანეთის კოლუმბია|ბრიტანეთის კოლუმბიის]] უნივერსიტეტში. ამერიკული პორტლანდის Heathman Hotel
შეცვლილი იქნა კანადის ვანკუვერის Fairmont Hotel Vancouver-ით.
 
ფილმის სცენებს ასევე იღებდნენ კანადის ვანკუვერის North Shore Studios-ში. გადაღებები ოფიციალურად დასრულდა 2014 წლის 21 თებერვალს. დამატებითი სცენას დორნანსა და ჯონსონს შორის იღებდნენ ვანკუვერში 13 ოქტომბერიდან ერთი კვირის განმავლობაში.
 
=== საუნდტრეკი ===
ე.ლ. ჯეიმსმა განაცხადა, რომ ფილმის [[ საუნდტრეკი]] გამოვიდოდა მიმდინარე წლის 10 თებერვალს. [[კანადელები|კანადური]] ჯგუფის, The Weeknd მიერ შესრულებული პირველი სინგლი, „Earned It“, გამოიცა 2014 წლის 24 დეკემბერს. ამ წლის 7 იანვარს, გამოვიდა მეორე სინგლი „Love Me Like You Do“ რომელსაც ასრულებს Ellie Goulding. სინგლი მოგვიანებით მოხვდა Billboard Hot 100, და გახდა დიდი ჰიტი. სინგლის ვიდეო 22 იანვარს ოფიციალურად დაიდო „იუთუბზე“, ერთ თვეში ვიდეოს უკვე 75 მლნ. მოსმენა ქონდა <ref>https://www.youtube.com/watch?v=AJtDXIazrMo</ref>. მესამე სინგლი, "მარილი ჭრილობაზე" ავსტრალიელი მომღერლის Sia-ს შესრულებით გამოიცა 27 იანვარს.
 
== ეკრანზე გამოსვლა ==