გრეის ორმოცდაათი ელფერი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ფოტოს დამატება.
No edit summary
ხაზი 47:
2011 წლის მაისი. ანასთეიშა „ანა“ სტილი, 21 წლის მორიდებული სტუდენტი გოგონა, [[ვაშინგტონის შტატი]]ს პატარა ქალაქ ვანკუვერის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისთვის ემზადება. ანა და მისი თანაკურსელი, მდიდარი ოჯახის შვილი ქეით კავანა ერთ სტუდენტურ ბინაში ცხოვრობენ.
 
ლამაზი ქეითი უნივერისიტეტის სტუდენტური გაზეთის რედაქტორია. ქეითი მორცხვი ანასგან განსხვავებით თამამი, გაბედული და ამბიციური პიროვნებაა. მას სურს გაზეთისთვის ინტერვიუ ჩამოართვას შტატის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან 27 წლის მილიარდერ ბიზნესმენს კრისტიან გრეის ([[ინგლისური|ინგლ.]] grey - რუხი). ქეითი გრიპით ხდება ავად, მისი დაჟინებული თხოვნით [[სიეტლი|სიეტლში]] ბ-ნ გრეისთან ინტერვიუს ასაღებად ანასთეიშა მიდის. ინტერვიუმ არც ისე კარგად ჩაიარა, გოგონა დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში აღარ იხილავს ამ ადამიანს. თუმცა მოულოდნელად გრეი სტუმრობს მაღაზიას, სადაც ანა გამყიდვლად მუშაობს.
 
მომავალ ამბიციურ ჟურნალისტ ქეით კავანას ინტერვიუს საბოლოო სახის მისაცემად კრისტიან გრეის ფოტოები სჭირდება. რაზეც ანასთეიშას ახალგაზრდა ექსცენტრიული ბიზნესმენი სიამოვნებით თანხმდება. ფოტოსესიის შემდეგ კრისტიანი გოგონას ყავაზე ეპატიჟება. მყუდრო, მაგრამ გემოვნებით მოწყობილ ელეგანტურ „ყავის სახლში“ მიამიტი ანა მომხიბვლელ ახალგაზრდა ულაყს გულს გადაუშლის. გოგონა უყვება თავის გატაცებაზე კლასიკური ბრიტანული ლიტერატურით. კერძოდ, მათი საუბარი ეხება მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე [[თომას ჰარდი]]ს ცნობილ რომანს „დ’ერბერვილების ტესი“ <ref>[http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3A%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98+%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა]</ref>, [[ვიქტორიანული ეპოქა|ვიქტორიანული ინგლისის]] წეს-ჩვეულებს.
ხაზი 57:
== როლებში ==
[[File:Dakota Johnson 2014 (cropped).jpg|thumb|175px| დაკოტა ჯონსონი გადასაღებ მოედანზე, იანვარი 2014 წ.]]
* დაკოტა ჯონსონი - ანასთეიშა „ანა“ სტილი
* ჯეიმი დორნანი - კრისტიან გრეი
* ელოზა მამფორდი - ქეთრინ „ქეით“ კავანა, ანასთეიშას საუკეთესო მეგობარი და თანაკურსელი
* ჯენიფერ ელი - კარლა ვილკსი, ანასთეიშას დედა
* [[მარშა გეი ჰარდენი]] - გრეის ტრევილიან გრეი, კრისტიანის „არა ბიოლოგიური“ დედა
* ვიქტორ რასუკი - ხოსე როდრიგესი, ანასთეშიას ამხანაგი
* ლუქ გრიმესი - ელიოტ გრეი, კრისტიანის „არა ბიოლოგიური“ ძმა
* რიტა ორა - მია გრეი, კრისტიანის „არა ბიოლოგიური“ და
* მაქს მარტინი - ჯეისონ ტეილორი, კრისტიანის დაცვის სამსახურის უფროსი
 
== წარმოება ==
ხაზი 76:
 
=== ქასთინგი ===
[[File:20150211 - Jamie Dornan at Berlinale by sebaso.jpg|thumb|upright|ჯეიმი დორნანი ''გრეის 50 ელფერის'' პრემიერაზე, [[ბერლინალე]] 2015 წ.]]
როგორც თავიდანვე გახდა ცნობილი „კრისტიანის“ როლზე ე.ლ. ჯეიმსის პირველი რჩეული იყო [[რობერტ პატინსონი]]. ახალგაზრდა მილიარდერის როლით ასევე დაინტერესებულები იყვნენ [[იენ სომერჰოლდერი]] და სხვა ახალგაზრდა მსახიობები. პროდიუსერებს კი თავიდან რაიან როსლინგის აყვანა უნდოდათ. მაგრამ მსახიობი პერსონაჟის შესრულებით არ იყო დაინტერესებული.