დიდუბის პანთეონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
{{ციტატა|...თუ ასეა, რატომ დედა-ქალაქში, სადაც ჩვენი ერის მაჯა სცემს, სადაც სძგერს მისი გული, სადაც წარსულის ჩვენი დიდების ნაშთი სხვაც ბევრი გვაქვს — არ გაგვაჩნია ჩვენდა შესაფერისი პანთეონი ან მამადავითისა და ან დიდუბის ეკლესიის ზღუდეთა შორის? ნუთუ სასარგებლო არ იქნება მშვენიერი ქანდაკებით მორთული სამშობლო მოღვაწეთა სასაფლაო ყოველთვის თვალ-წინ გვქონდეს სამაგალითოდ ჩვენ და ჩვენს შემდეგ თაობას?<ref>„ივერია“, 1893, №272</ref>}}
 
[[საქართველოს სახელმწიფოეროვნული არქივი|საქართველოს სახელმწიფო არქივში]] დაცული „ქართველთა შრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდში არსებული მასალებით ირკვევა, რომ დიდუბის სასაფლაოს პანთეონად გადაკეთება უფრო გვიან მომხდარა. [[1915]] წლის 26 მაისს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას“ გამოაქვს განჩინება დიდუბის ეკლესიის გალავანში პანთეონის მოწყობის შესახებ. მ. დედაბრიშვილისა და ი. გიორგობიანს დაევალათ პანთეონის შემოღობვის საქმის მოწესრიგება<ref>საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 481, საქმე1552, გვ. 12</ref>. განჩინების 23-ე გვერდზე, გამგეოება მოახსენებს საზოგადოების საერთო კრებას დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველ მოღვაწეთა პანთეონის დაარსების შესახებ და ამას ასაბუთებს შემდეგი აუცილებლობით:
{{ციტატა|1. პრინციპულად დროის შესაფერისად აღიარებულ იქნას ქართველ მოღვაწეთა სავანე — მოწყობა დიდუბის ეკლესიის გალავანში. 2. გადაიდოს ათას-ათასი (1000) მანეთი ხუთი წლის განმავლობაში შეძენილ და უკვე შემოღობილ ადგილის შესასყიდლად და დამტკიცებულ იქნას შემოღობვაზე გაწეული ხარჯი 205 მანეთი, რომელიც დაიფაროს 1915 წლის შემოსავლის ნაშთიდან. 3. მიენდოს გამგეობას შეადგინოს განსაკუთრებული კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშავოს როგორც არქიტექტურული გეგმა, აგრეთვე ხარჯთაღრიცხვა პანთეონის მოწყობისა და ინსტრუქცია ქონების მართვა-გამგებლობისა.}}
ზემოთმოყვანილი დოკუმენტი უთარიღოა, მაგრამ სხვა საარქივო მასალებთან შეჯერების საფუძველზე, სავარაუდოა, რომ ეს კრება უნდა შემდგარიყო [[1915]] წლის 21 ნოემბერს. იმავე წლის 22 დეკემბერს გამგეობას გამოაქვს განჩინება პანთეონის გეგმის შესამუშავებლად კომისიის არჩევისა. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ: [[გიორგი ყაზბეგი]], [[გიორგი ლასხიშვილი]], [[გრიგოლ რცხილაძე]], [[ანატოლი კალგინი]] და [[იაკობ ნიკოლაძე]].