მცხეთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ხაზი 56:
ძვ. წ. 65 წელს მცხეთა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა დალაშქრა. გადმოცემით IV საუკუნის დასაწყისში იერუსალიმიდან მოსული მისიონერი [[წმინდა ნინო|ნინო]] მცხეთაში [[ქრისტიანობა]]ს ქადაგებდა (მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ადგილებია [[სამთავრო]], [[სვეტიცხოველი]], [[ჯვარი (მცხეთა)|ჯვარი]]). [[326]] წელს მეფე [[მირიან III]]-მ და მისმა ოჯახმა ახალი რელიგია მიიღო. ქრიასტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. VI საუკუნის დასაწყისში მეფე [[დაჩი I]] უჯარმელმა მამის — [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] ანდერძის თანახმად, დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთამ დაკარგა პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ იგი კვლავინდებურად ქვეყნის საეკლესიო ცენტრად დარჩა — აქ იყო საქართველოს პატრიარ-კათოლიკოსის რეზიდენცია. 736—738 წლებში ქალაქი არაბმა სარდალმა [[მურმან ყრუ|მურმან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუ)]] დაიპყრო და გაანადგურა — დაანგრია აემაზციხე. XV საუკუნის დასაწყისში მცხეთა [[თემურლენგი|თემურლენგმა]] დაარბია (ძალზე დაზიანდა სცეტიცხოვლის ტაძარი). მომდევნო საუკუნეებში მცხეთის მნიშვნელობა თანდათან დაქვეითდა. [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ იგი [[დუშეთის მაზრა|დუშეთის მაზრის]] მცირე სოფელიღა იყო.
[[ფაილი:Mtskheta-Georgia.jpg|მარცხნივ|250პქ|მინი|ხედი ჯვრის მონასტრიდან]]
ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მცხეთაში მიმდინარეობს საკმაოდ ინტესიური მშენებლობა საკულტო ნაგებობებისა — სვეტიცხოველი (IV საუკუნე — ხის ეკლესია, V საუკუნე — ქვის ბაზილიკა. არც ერთი აღარ არსებობს), სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია (IV ს., გადაკეთებულია XIX საუკუნეში), ჯვრის მცირე ეკლესია (VI საუკუნის II ნახევარი) და დიდი ტაძარი (585/6—604), „ანტიოქია“ (VII—VIII) და სხვა. განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში შენდება დიდი ტაძრები — სვეტიცხოველი (1010—1129, ხუროთმოძღვარი [[არსუკისძე]]), სამთავრო (XI საუკუნის 30-იანი წლები), აგრეთვე ერთნავიანი ეკლესიები: [[ბარბარეთი]] (X—XI სს.), [[ახალქალაქური]] (ამჟამად ოლღას ეკლესიად წოდებული, XI—XII საუკუნეები, გადაკეთებულია XIX საუკუნეში), კალოუბნის წმ. გიორგის (XII ს. მოხატულობით) და სხვა. თავდაცვითი ნაგებობებიდან შემორჩენილია ბებრის (ბელტის) ციხე (გვიანდელი ანტიკური-ფეოდალური ხანა), სვეტიცხოვლის გალავანი (1787) და სხვა. საერო — კათალიკოს [[მელქისედეკიმელქისედეკ I|მელქისედეკის]] სასახლის ნაშთები (სვეტიცხოვლის გალავნის სამხრეთ კედლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, XI საუკუნე), სვეტიცხოვლის კარიბჭე (1029).
 
ფეოდალური ხანის მცხეთის საქალაქო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა და შემოიფარლა მტკვრისა და არაგვის შესართავთან არსებული სამკუთხა კონცხით. დღესაც შემორჩენილია ძველი მცხეთისთვის დამახასიათებელი განაშენიანების მასშტაბი და სილუეტი: ერთ-, ორ- და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებში აღმართულია სვეტიცხოვლის, სამთავროს ტაძრების მასივები; საერთო სილუეტს აგვირგვინებს მტკვრის მარცხენა ნაპირზე მთაზე აღმართული ჯვრის ტაძარი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მცხეთა“-დან