სასპერები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Ethnic Caucasia-ka.PNGpng|მარჯვნივthumb|მინი357x357px|ეთნიკური კავკასია]]
'''სასპერები''' — [[აქემენიდების იმპერია|აქემენიდური]] ხანის [[სპარსეთი]]ს ერთ-ერთ [[სატრაპია]]ში შემავალი ტომების სახელწოდება. [[მატიენები|მატიენებთან]] და [[ალაროდები|ალაროდებთან]] ერთად შეადგენდნენ მე-18 სატრაპიას და ყოველწლიური ხარკის სახით სპარსეთის მეფეს 200 ტალანტს უხდიდნენ. მათ ეკისრებოდათ აგრეთვე სამხედრო ვალდებულება — სპარსელ ხელისუფალთა მოთხოვნით ლაშქრის გამოყვანა. ასე მონაწილეობდნენ სასპერები, მაგალითად, მეფე [[ქსერქსე I დიდი|ქსერქსე]]ს ([[ძვ. წ. V საუკუნე]]) ლაშქრობაში [[საბერძნეთი|საბერძნეთზე]]. აქ ისინი [[კოლხები]]ს მსგავსად ყოფილან აღჭურვილნი (თავზე ხის მუზარადები ხურებიათ, ხელთ გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები, დანები სჭერიათ), [[ჰეროდოტე]]ს მიხედვით სასპერები ფართო ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხია ([[სპარსეთის ყურე|სპარსეთის ყურიდან]] [[შავი ზღვა|შავ ზღვამდე]], ამ ავტორის თანახმად, ოთხი ხალხი ცხოვრობდა — [[სპარსელები]], [[მიდიელები]], სასპერები და კოლხები).
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სასპერები“-დან