ფესვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ერ
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 10:
 
ფესვის წვერთან ფესვის ზრდის კონუსია, რომელიც ემბრიონული ქსოვილისაგან — [[მერისტემა |მერისტემისაგან]] შედგება. ფესვის ამ ნონაკვეთს დაყოფის ზონა ეწოდება. მას მოსდევს ზრდის ზონა, სადაც ხდება უჯრედების ზრდა სიგრძეში. შემდეგი ზონა შთანთქმის ანუ შეწოვის ზონაა, მისი ზედაპირული შრის — ეპიპლემის უჯრედები ფესვის ბუსუსებს წარმოქმნის. ყველა თესლოვანი მცენარის ფესვის პირველადი ანატომიური აგებულება ერთნაირია. ფესვი გარედან დაფარულია [[ეპიბლემა|ეპიბლემით]]. მის ქვეშ მრავალშრიანი პირველადი ქერქია, რომელიც თხელკედლიანი ცოცხალი პარენქიმული უჯრედებისაგან შედგება; მათ შორის არის უჯრედშორისები, რომელთა საშუალებითაც ხდება აირთა ცირკულაცია. ჭაობისა და წყლის მცენარეების ფესვები ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის და პირველადი ქერქი ხშირად პარენქიმად გარდაიქმნება. პარენქიმის უჯრედების გარე შრე — [[ეგზოდერმა]] — ხშირად კორპდება. პირველადი ქერქის შიდა შრეს, რომელიც ერთ წყაბად განლაგებული უჯრედებისგან შედგება, ენდოდერმა ეწოდება. მისი უჯრედების გარსიც ხშირად კორპდება, ხევდება, გარდა ე. წ. გამტარი (გამშვები) უჯრედებისა. ცენტრალური ცილინდრი ენდოდერმის რგოლით არის გარემოცულიი. უჯრედების შემდგომი ერთი ან არმდენიმე შრე წარმოქმნის პერიციკლს, რომლის თხელკედლიანი უჯრედები დიდხანს ინარჩუნებს მერისტემულ აქტივობას, წარმოქმნის გვერდით და დამატებით ფესვებს. მისი მონაწილეობით ხორციელდება ფესვის მეორეული გასქელება. ცენტრალური ცილინდის უდიდეს ნაწილს შეადგენს გამტარი სისტემა ჭურჭელ-ბოჭკოვანი რადიალური კონების სახით. [[ერთლებნიანი მცენარეები]]ს ფესვის პირველადი აგებულება ასევე რჩება მცენარის მთლი სიცოცხლის განმავლობაში. [[ორლებნიანნი|ორლებნიან]] და [[შიშველთესლოვანები|შიშველთესლოვან]] მცენარეებს, აგრეთვე ზოგიერთ ერთლებნიან ხემაგვარ მცენარეს ([[დრაცენა]]) იგი ეცვლება მეორეულით, მეორეილი მერისტემის — [[კამბიუმი]]ს და [[ფელოგენი]]ს მოქმედების შედეგად.
 
ერთი მცენარის ფესვების ერთობლიობას ფესვთა სისტემა ეწოდება. მთავარი, გვერდითი და დამატებითი ფესვების ზრდის თანაფარდობის მიხედვით განასხვავებენ მთავარღერძიან და ფუნჯა ფესვთა სისტემებს. ნიადაგის სხვადასხვა ტიპი, მისი ფიზიკური და ქიმიური სტრუქტურა, წყლისა და საკვებ ნივთიერებათა განაწილება ნიადაგში და სხვა მცენარეთა ფესვთა სისტემა განსაზღვრავს ფესვის ფორმებს და მათ განვრცობას ნიადაგში. შედარებით სუსტი ფესვთა სისტემა აქვთ [[ერთლებნიანები|ერთლებნიან]] მცენარეებს, [[კაქტუსები|კაქტუსებ]]ს. ზოგიერთი ქსეროფიტის ფესვი კი 15 [[მ]]-მდე სიღრმეში ჩადის ([[Alhagi]]-ს [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]]ს [[სახეობა|სახეობები]]).
 
ფესვის მიერ ნიადაგიდან შთანთქმული [[აზოტი]]ს, [[ფოსფორი]]სა და [[გოგირდი]]ს ნაერთები ფოთლებიდან მომდინარე [[ფოტოსინთეზი]]ს პროდუქტებთან ურთიერთქმედების შედეგად [[ამინომჟავები|ამინომჟავებ]]ს, [[ნუკლეოტიდები|ნუკლეოტიდებ]]ს და სხვა ორგანულ ნაერთებს წარმოქმნის. ფესვური წნევისა და ტრანსპირაციის შედეგად ეს ნივთიერებები (იონებისა და ორგანული მოლეკულების სახით) ფოთლებსა და ღეროებში გადაადგილდება. ფესვში ხდება აგრეთვე [[ალკალოიდები]]ს (მაგ., ნიკოტინი), ჰორმონებისა (კინინები, გიბერელინები) და სხვა ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი.
 
[[პარკოსნები]]ს ფესვებზე დასახლებული ბაქტერია ფესვის პარენქიმიდან კოჟრებს წარმოქმნის. ფესვებზე სახლდება აგრეთვე [[სოკო]] და ე. წ. [[მიკორიზმა]]ს წარმოქმნის.
 
სხვადასხვა გარემოში ფესვი ხშირად განიცდის მორფოლოგიურ, ანატომიურ და სხვა ცვლილებებს ([[მეტამორფოზი]]). ამ ფუნქციების შესრულების გამო მთავარი, გვერდითი და დამატებითი ფესვებიდან ვითარდება გასქელებული, ხორცოვანი ფესვი, სადაც საკვები ნივთიერებები გროვდება. მათ სამარაგო ანუ მასაზრდოებელ ფესვებს (ძირხვენებს) უწოდებენ. ასეთი ფესვი თითისტარისებრი, თალგამისებრი და გორგლისებრია. ზოგ [[პალმა|პალმასა]] და [[ნაცარქათამა|ნაცარქათამასებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]ს წარმომადგენელს ფესვი დამცველ [[ეკალი (მცენარე)|ეკლებადა]] აქვს გარდაქმნილი. ზოგი პარაზიტი მცენარის ფესვი ჰაუსტორიების — მისაწოვრების სახეს იღებს. [[ჯადვარისებრნი|ჯადვარისებრთა]] ბევრი წარმომადგენელი ივითარებს ბრტყელს, თასმისებრ საასიმილაციოს ფესვებს.
 
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფესვი“-დან