ფესვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
ერ
ხაზი 5:
ფესვის პროტოტიპის წარმოქმნა პირველად ხმელეთის მცენარეებში დაკავშირებულია ხმელეთზე ცხოვრების შეგუებასთან. პირველი ხმელეთის მცენარეების სხეული, რომელიც შედგებოდა ღერძული ორგანოებისგან, აპიკალური (კენწრული) მერისტემის მოქმედებით სიგრძეში იზრდებოდა და დიქოტომიურად იტოტებოდა. ზოგი განშტოება ნიადაგში ჩადიოდა და მხოლოდ ნიადაგიდან იკვებებოდა. ფესვების წარმოქმნა ღრმა სტრუქტურულმა გარდაქმნებმა განაპირობა.
 
ფესვი ღერძული, მიწისქვეშა ორგანოა და [[თესლი (მცენარე)|თესლში]] არსებული ფესვის ჩანასახიდან ვითარდება; იზრდება ფესვის წვერით, რომელიც [[შალითა|შალითითაა]] დაფარული. ძალზე იშვიათად (მაგ., [[წყლის მცენარეულობა|წყლის მცენარეები]]სა და [[პარაზიტი|პარაზიტები]]ს) ფესვს შალითა არა აქვს.
 
წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ მთავარ, გვერდით და დამატებით ფესვებს. მთავარი ფესვი ჩანასახოვანი ფესვაკიდან ვითარდება, ახასიათებს დადებითი გეოტროპიზმი. ზრდის პროცესში მთავარი ფესვი მსხვილდება და იტოტება. გვერდითი ფესვი წარმოიქმნება ფესვის წვერთან ახლოს ჰერიციკლში. დამატებითი ფესვები ფესვის გარდა მცენარის სხვა ორგანოებზეც ვითარდება — [[ღერო]]ზე, [[ფოთოლი|ფოთოლზე]], მიწისზედა და მიწისქვეშა სახეცვლილ ღეროებზე ([[ბოლქვი (მცენარე)|ბოლქვები]], [[გორგლი|გორგლები]], [[ფესურა|ფესურები]] და ა. შ.). ხშირად ფესვის პერიციკლის უჯრედებიდან ვითარდება დამატებითი [[კვირტი|კვირტები]], რომლითაგანაც წარმოიქმნება ფესვის ამონაყარი. დამატებითი ფესვები განაპირობებენ ვეგეტატიურ გამრავლებას.
 
ფესვის წვერთან ფესვის ზრდის კონუსია, რომელიც ემბრიონული ქსოვილისაგან — [[მერისტემა |მერისტემისაგან]] შედგება. ფესვის ამ ნონაკვეთს დაყოფის ზონა ეწოდება. მას მოსდევს ზრდის ზონა, სადაც ხდება უჯრედების ზრდა სიგრძეში. შემდეგი ზონა შთანთქმის ანუ შეწოვის ზონაა, მისი ზედაპირული შრის — ეპიპლემის უჯრედები ფესვის ბუსუსებს წარმოქმნის. ყველა თესლოვანი მცენარის ფესვის პირველადი ანატომიური აგებულება ერთნაირია. ფესვი გარედან დაფარულია [[ეპიბლემა|ეპიბლემით]]. მის ქვეშ მრავალშრიანი პირველადი ქერქია, რომელიც თხელკედლიანი ცოცხალი პარენქიმული უჯრედებისაგან შედგება; მათ შორის არის უჯრედშორისები, რომელთა საშუალებითაც ხდება აირთა ცირკულაცია. ჭაობისა და წყლის მცენარეების ფესვები ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის და პირველადი ქერქი ხშირად პარენქიმად გარდაიქმნება. პარენქიმის უჯრედების გარე შრე — [[ეგზოდერმა]] — ხშირად კორპდება. პირველადი ქერქის შიდა შრეს, რომელიც ერთ წყაბად განლაგებული უჯრედებისგან შედგება, ენდოდერმა ეწოდება. მისი უჯრედების გარსიც ხშირად კორპდება, ხევდება, გარდა ე. წ. გამტარი (გამშვები) უჯრედებისა. ცენტრალური ცილინდრი ენდოდერმის რგოლით არის გარემოცულიი. უჯრედების შემდგომი ერთი ან არმდენიმე შრე წარმოქმნის პერიციკლს, რომლის თხელკედლიანი უჯრედები დიდხანს ინარჩუნებს მერისტემულ აქტივობას, წარმოქმნის გვერდით და დამატებით ფესვებს. მისი მონაწილეობით ხორციელდება ფესვის მეორეული გასქელება. ცენტრალური ცილინდის უდიდეს ნაწილს შეადგენს გამტარი სისტემა ჭურჭელ-ბოჭკოვანი რადიალური კონების სახით. [[ერთლებნიანი მცენარეები]]ს ფესვის პირველადი აგებულება ასევე რჩება მცენარის მთლი სიცოცხლის განმავლობაში. [[ორლებნიანნი|ორლებნიან]] და [[შიშველთესლოვანები|შიშველთესლოვან]] მცენარეებს, აგრეთვე ზოგიერთ ერთლებნიან ხემაგვარ მცენარეს ([[დრაცენა]]) იგი ეცვლება მეორეულით, მეორეილი მერისტემის — [[კამბიუმი]]ს და [[ფელოგენი]]ს მოქმედების შედეგად.
 
ფესვი არსებობს ფუნჯა და მთავარღერძიანი.ფუნჯა ფესვი შეიძლება იყოს ერთლებნიანი ხოლო მთავარ ღერძიანი კი ორლებნიანი. წყლის შეწოვა ხდება ფესვის საშუალებით რომელშიდაც მას [[ბუსუსები]] ეხმარება. [[ფესვგორგალა]] და [[ძირხვენა]] ფესვის სახეცვლილებაა. ძირხვენაფესვის და ღეროს ქვედა ნაწილის გამსხვილებაა. ფესვგორგალი კი გვერდითი და დამათებითი ფესვების მათში საკვები ნივთიერება გროვდება.
 
==ზონები==
ფესვსს გააჩნია შემდეგი ზონები:
Line 22 ⟶ 23:
თესლის აღმოცენებისას ყველაზე ადრე ჩანასახოვანი ფესვი ვითარდება. ზრდის პროცესში ფესვები ნიადაგში ღრმად აღწევს. [[სარეველა]]ს ფესვები ნიადაგში 6მ-ზე იზრდება. ფესვები ისევე როგორც მცენარის სხვა ორგანო,სუნთქავს. სუნთქვის დროს ფესვი შთანთქავს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშიროჟანგს, [[ფოტოსინთეზი]]ს დროს კი პირიქით ხდება, მცენარე შთანთქავს ნახშიროჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს.
 
==ლიტერატურა==
==წყაროები==
{{ქსე|10|276|ღვინიანიძე ზ.}}
* Brundrett, M. C. 2002. Coevolution of roots and mycorrhizas of land plants. ''New phytologist'' '''154'''(2): 275–304. (Available online: [http://dx.doi.org/10.1046/j.1469-8137.2002.00397.x DOI] | [http://www.blackwell-synergy.com/links/doi/10.1046/j.1469-8137.2002.00397.x/abs/ Abstract] | [http://www.blackwell-synergy.com/links/doi/10.1046/j.1469-8137.2002.00397.x/full/ Full text (HTML)] | [http://www.newphytologist.org/Brundrett.pdf Full text (PDF)])
* Chen, R., E. Rosen, P. H. Masson. 1999. Gravitropism in Higher Plants. ''Plant Physiology'' '''120''' (2): 343–350. (Available online: [http://www.plantphysiol.org/cgi/content/full/120/2/343 Full text (HTML)] | [http://www.plantphysiol.org/cgi/reprint/120/2/343.pdf Full text (PDF)]) – article about how the roots sense gravity.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფესვი“-დან