ბრაზილია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(GR) File renamed: File:Brazil-CIA WFB Map.pngFile:Brazil map en 2004.png File renaming criterion #4: To harmonize the file names of a set of images (so that only one part of all names differs).
No edit summary
ხაზი 168:
* '''ბიუჯეტი''': 100,600 მლნ $.
* '''ვალუტა''': [[რეალი (ვალუტა)|რეალი]] (BRL).
ეროვნული ვალუტა
ფულის ერთეულია ბრაზილიური რეალი. 1 ევრო დაახლოებით 2,5 რეალია. ქვეყნის ყველა სასტუმროში შესაზლებელია გადახდა პლასტიკური ბარათებით. 1 რეალი არის 100 სენტავო.
 
=== ტურიზმი ===
“ტროპიკული გიგანტი”, “კონტინენტი კონტინენტში” – სწორედ ასე ხშირად მოიხსენიებენ ყველაზე დიდ ქვეყანას სამხრეთ ამერიკაში. ტურისტებს აოცებს მისი ბუნების საოცარი მრავალფეროვნება: გადაშლილი ამაზონია და უზარმაზარი ჩანჩქერები, შფოთიანი ტროპიკული ხეები და ბარის პეიზაჟები, ოკეანეს სანაპიროები და ქოქოსის ჭალები. აქ მეზობლობენ გასაოცარი სულიერება და უმეცრება, სიმდიდრე და სიღატაკე, არქიტეკტურის ულტრათანამედროვე ფორმები და ცხოვრების ტრადიციული წყობა.
ყოველწლიურად ბრაზილიას სტუმრობს დაახლოებით 5 მლნ ტურისტი. (2007წ. 5,02მლნ. 2008 წ. 5,05 მტო-ს მონაცემებით) უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილია დიდად განსხვავდება სამხრეთ ამერიკის სხვა სახელმწიფოებისგან. აქ ლაპარაკობენ არა ესპანურად, არამედ პორტუგალიურად; ბევრი სხვადასხვა რასისა და ხალხების შერევის გამო ჩამოყალიბდა ბრაზილიელების თავისებური ეთნიკური ტიპი.
ტროპიკულსა და სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყლებში მდებარეობის გამო, ბრაზილია ცნობილია, როგორც [[ბოტანიკური ბაღი]]. აქ თავმოყრილია მცენარეების 50 ათასზე მეტი სახეობა, ანუ მთელ მსოფლიოში ცნობილი მცენარეების 1/4.იმისათვის რომ უკეთ შევაფასოთ ქვეყანაში არსებული ტურისტული რესურსები, შეიძლება პირობითად გამოვყოთ 5 ძირითადი ზონა, რომელიც გარკვეულ წილად ემთხვევა მის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ დაყოფას: ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთი, დასავლეთი.
ჩრდილეოთი, რომელიც მოიცავს ამაზონიას, რამდენადაც მომხიბვლელია ტურისტებისთვის, იმდენადაც რთულია ტურისტული ათვისებისთვის. აქ მთავარი ტურისტული რესურსებია - ველური, ხელუხლებელი ბუნება და ჯუნგლების ეგზოტიკა. ამაზონიაში მოგზაურობის დაწყება უმჯობესია ქალაქ მანაუსიდან, სადაც მდებარეობს აეროპორტი. ამაზონია წარმოადგენს იდუმალ და უნიკალურ რაიონს, რომელიც მოიცავს ბრაზილიის ტერიტორიის 1/3-ს. მას უწოდებენ "დედამიწის ფილტვებს", რადგან მთელი მსოფლიოს ჟანგბადის 50% გამოიმუშავება ამაზონის წვიმიან ტყეში. მისი ფლორა შესწავლილია მხოლოდ 30%-ით; მსოფლიო ფარმაცევტული ნივთიერებების 25% იღება ამაზონიის ტყის მცენარეებიდან; აქ ბინადრობს ფრინველების 1800, ძუძუმწოვრების 250 და თევზების 1500 სხვადასხვა ჯიში. მსოფლიო მტკნარი წყლის 20% მოთავსებულია ამაზონსა და მის შენაკდებში. მსოფლიო 20 ყველაზე გრძელი მდინარეებიდან 10 ამაზონიაშია. ამაზონის ჩრდილოეთით, ხელუხლებელ ცივილიზაციაში, ტყებსა და სავანებში ცხოვრობენ "არაასიმილირებული ინდიელები". მათ შეინარჩუნეს პირველყოფილი ცხოვრების წესი და ტრადიციები. მამაკაცები ნადირობენ მშვილდ-ისრებით, ქალები მიწას თოხნიან წაწვეტებული ჯოხებით. ნადირობისა და თევზაობის გარდა ისინი ეწევიან პრიმიტიულ მიწადმოქმედებას და შემგროვებლობას.
გაუვალი ტყეები, ცივილიზაციის პრაქტიკულად არარსებობა, აგრეთვე გზების ნაკლებობა, იშვიათი და ზოგჯერ მტრული მოსახლეობა, საერთო ეკონომიკური ჩამორჩენილობა, ნოტიო ეკვატორიული კლიმატი, ტყეებში მტაცებელი ცხოველებისა და შხამიანი გველების არსებობა - ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩრდილოეთში, მისი ეგზოტიკურობის მიუხედავად, ახლო მომავალში ტურიზმი ვერ განვითარდება.
ჩრდილო-აღმოსავლეთი, ქვეყნის სხვა ტერიტორიებთან შედარებით, ყველაზე ადრე იქნა ათვისებული და დასახლებული, მაგრამ ტურიზმის განვითარებაში ის დიდ როლს არ ასრულებს, რადგან აქ ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული. სტუმრების ყურადღებას იპყრობს მსხვილი საპორტო ქალაქები: რესიფი, რომელშიც მდებარეობს უძველესი უნივერსიტეტი, და ასევე სალვადორი, სადაც უამრავი არქიტეკტურული ძეგლი, უძველესი ციხეები, დიდებული ტაძრებია განლაგებული. სწორედ აქ მდებარობს, ისეთი ცნობილი პლაჟები, როგორც იტაპანი, პიტუბა და ამარალინა.სამხრეთ-აღმოსავლეთი - ბრაზილიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რაიონი და მთავარი ტურისტული ზონა. აქ მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქი - რიო-დე-ჟანეირო, ლამაზად გადაშლილი გუანაბარას ყურეს სანაპიროზე. სამხრეთის ყვავილების, მწვანე მთეების, ცისა და ზღვის სილურჯის შეხამება, მთელი წლის მანძილზე მზის სიუხვე, გუანაბარას ყურეს არაჩვეულებრივი სილამაზე მრავალი კუნძულებითა და კომფორტული პლაჟებით კოპაკაბანა, იპანემა, ლებლონიტ - ეს ყველაფერი იწვევს ტურისტებში არარეალურობის შეგრძნებას.ქალაქის სიმბოლოა ქრისტეს გიგანტური ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ყველაზე მაღალ მწვერვალზე - კორკოვადო. ხელგაშლილი, ქრისტე თითქოს ლოცავს და იცავს ქალაქს.
გუანაბარას ყურეს შუაში, რომელიც მდებარეობს მთებს შორის, დაფარული თეთრი, მზეზე მობრწყინვალე მწვერვალებით, ერთ-ერთი არის ცნობილი კრისტალის მწვერვალი - `შაქრის თავი~.
საღამოობით, ხასხასად განლაგებული პლაჟები იზიდავს უამრავ ტურისტსა და ადგილობრივ მოსახლეობას. სანაპიროზე სეირნობა არის რიოს ცხოვრების ერთერთი შემადგენელი ნაწილი. ეს არის ნაცნობებისა და მეგობრების შეხვედრის ადგილი. აქ ცხოვრება ღამითაც დუღს. უამრავი ხალხია თავმოყრლი ღამის კლუბებში, ბარებში, დისკოთეკებსა და რესტორნებში.
განსაკუთრებლად უნდა აღინიშნოს ცნობილი ბრაზილიური კარნავალი. ყოველ წელს, აღდგომამდე 46 დღით ადრე რიოში იმართება დღესასწაული, რომლის მსგავსიც არ არის მთელ მსოფლიოში. ის გრძელდება 4 დღე და ღამე. სწორედ ამ ღონისძიების დროს რიოში თავმოყრილია ყველაზე მეტი სტუმარი. კარნავალისთვის მზადება მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში. ეს ნამვილად ძალიან შთამბეჭდავი და არარეალური სანახაობაა.
რიოდან სამი საათის სავალის მანძილზე განლაგებული პატარა საკურორტო ქალაქი ბუზიოსი. ოკეანის სანაპიროს გასწვრივ განლაგებულია ათეულობით კომფორტული სასტუმრო. სტუმრების მომსახურებაშია იახტები, მაღაზიები, ბარები, რესტორნები და ა.შ.
ტურიზმის მეორე მნიშვნელოვანი ცენტრია ქალაქი-გიგანტი სან-პაულო. ეს არა მხოლოდ ბრაზილიის უდიდესი სამრეწველო ცენტრია, არამედ მთელი ლათინური ამერიკის. სან-პაულო გავს ჩიკაგოს - იგივე მაღალი შუშიანი შენობები, ხმაურიანი ქუჩები, შეუწყვეტელი მანქანების ნაკადი, მშენებლობის ტყეები და ამწეები. ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის უნდა აღინიშნოს სტადიონი "პაკაემბუ", სადაც ხშირად გამოდიოდა ცნობილი ფეხბურთელი პელე. მათთვის, ვისაც აინტერესებს ქვეყნის უნიკალური ბუნება, კარგად ცნობილია ნაკრძალი "ბუტანტანი" და ბოტანიკური ბაღი, სადაც ორქიდეების 32 ათასი სახეობაა წარმოდგენილი.
სანჩესი, რომელიც მდებარეობს სან-პაულოს მეზობლად, - მნიშვნელოვანი პორტია და საკურორტო ქალაქი კარგი პლაჟებითა და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით და ასევე ყველაზე დიდი საზღვაო აკვარიუმით.
სამხრეთ ზონა, ტურიზმის განვითარების მიხედვით, ბევრად ჩამოუვარდება წინა ზონას, თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან ახლო მდებარეობა, სასიამოვნო კლიმატი და დიდი საპორტო ქალაქი პორტუ-ალეგრი, რომელიც ცნობილია შალის ნაჭრებითა და მოქსოვილი ნაკეთებობით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუნებრივი ღირშესანიშნაობა აქ არის იგუასუს ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს ბრაზილიის, არგენტინისა და პარაგვაის საზღვარზე. ჩანჩქერები განლაგებულია მდინარეების იგუასუ და პარანას შეერთების ადგილას. ეს ნამდვილად ულამაზესი ადგილია. დასავლეთ ზონა ტურისტებისთვის მიმზიდველია, იმიტომ რომ აქ მდებარეობს ქვეყნის ახალი დედაქალაქი - ბრაზილია. ეს ქალაქი აშენებულია ერთიანი პროექტით და წამოადგენს იდეალური ტექნოპილისის განხორციელებას. ქალაქი გაშენებულია თვითმფრინავის ფორმით.
"ფიუზელაჟის" ცენტრს იკავებს სამი ხელისუფლების მოედანი, "ფრთებს" - საცხოვრებელი რაიონები. ყოველ მათგანს აქვს თავისი სავაჭრო ქუჩა, ავტოსადგური, სკოლა, ეკლესია. "ცხვირში", ცენტრიდან მოშორებით, მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენცია - ავრორას სასახლე. ქალაქის ერთ-ერთი არქიტექტურული თავისებურება არის ის, რომ მთავარი მაგისტრალი დაყოფილია ორ დამოუკიდებელ ნაკადად - მანქანებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის. ოთხხაზიანი მაგისტრალები, მრავალსართულიანი გასასვლელები ისეა დაპროექტებული, რომ გზაჯვარედინები არც კი არსებობს.საინტერესოა, რომ ქალაქის "საცხოვრებელ" ნაწილში, მანქანების მოძრაობა ფაქტობრივად არ არის, აქ გასაოცარი სიმშვიდე და სუფთა ჰაერია.
ასევე ტურისტების ყურადღებას იპყრობს ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი.
ბრაზილია ძალიან მდიდარია ტურისტული რესურსებით, როგორც ანთროპოგენური, ისე ბუნებრივი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სხვადასხვა რაიონებში ტურიზმი სხვადასვა დონეზეა განვითარებული. ბრაზილიის ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს, იმისათვის რომ ქვეყანაში იყოს სათანადო და ხელშემწყობი პირობები ტურიზმის განვითარებისთვის, მაგრამ ხშირად რთული ბუნებრივი პირობები ქმნიან ტერიტორიის ათვისების პრობლემას.
2009 წელს ბრაზილიას ესტუმრა 4,802 საერთაშორისო ტურისტი და ამ წელს დანახარჯი იყო 5, 305 მლნ.
2008 წლის სექტემბერს მიღებულ იქნა “ტურიზმის მთავარი კანონი”, რომლის მიხედვით ფედერაციული ხელისუფლების ფუნქციებში შედის ტურიზმის სექტორის სტიმულირება, გაუმჯობესება და განვითარება.
2010 წლის ნოემბერს ბრაზილიის ტურიზმის ინსტიტუტმა (ემბრატურმა) მიიღო მონაწილეობა მსოფლიო მოგზაურობის მარკეტში [[world travel market]], რომელიც ჩატარდა ლონდონში. ვიზიტორებს გააცნეს ქვეყნის სხვადასხვა ღირშესანიშნავი ადგილი და კულტურული მრავალფეროვნება.
მარიო მოსეს, ემბრატურის პრეზიდენტის, თანახმად ეკონომკური ზრდის ფონზე, ბრაზილიაში 2014 წლისთვის გაიზრდება უცხოელი ტურისტების რაოდენობა 5-დან 8 მილიონამდე.
ტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს ის, რომ ბრაზილიისთვის ტურბაზას ძირითადად ქმნიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, მექსიკა, საფრანგეთი, იაპონია და სკანდინავიის ქვეყნები.
უახლესმა შეთანხმებამ ბრაზილიასა და ევროკავშირს შორის გაამაგრა ბრაზილიის პოზიციები, როგორც ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ქვეყანა. ექსპერტების გამოთვლების თანახმად, პირველივე წელს ბრაზილიაში ჩასული ტურისტების რაოდენობა ევროპიდან გაიზრდება 335 ათასით.
ბრაზილიამ, რომელსაც უწოდებდნენ “მძინარე გიგანტს”, გაიღვიძა, როგორც გეოეკონომიკურ, ისე გეოპოლიტიკურ ასპექტში. ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და ამასთან ერთად ვითარდება ტურიზმი.
 
== ტრანსპორტი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრაზილია“-დან