რუანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 364:
=== ტრანსპორტი ===
[[ტრანსპორტი]] განვითარებულია მხოლოდ მსხვილ ადმინისტრაციულ ცენტრებში. რუანდაში არ არსებობს არანაირი სარელსო ტრანსპორტი — არც [[მეტრო]], არც [[ტრამვაი]] და არც [[რკინიგზა]].
 
== განათლება ==
=== სკოლამდელი და დაწყებითი განათლება ===
სკოლამდელი განათლება უპირატესად კერძოა ბავშვებისათვის 2,5-დან 6 წლამდე, მაგრამ მთავრობა ამუშავებს და ამტკიცებს სწავლების სტანდარტებს. დაწყებითი განათლება უფასოა და სავალდებულოა ბავშვებისათვის 7-დან 13 წლამდე. სწავლების პირველი სამი წელი მიმდინარეობს კინიარუანდას ენაზე, შემდეგში მოსწავლე და მისი მშობლები თვითონ ირჩევენ სწავლების ენას (კინიარუანდა, ინგლისური ან ფრანგული).
 
=== საშუალო განათლება ===
საშუალო განათლება გრძელდება 6 წელი და მთავრდება გამოცდებით.
 
=== პროფესიონალურ-ტექნიკური სწავლება ===
ქვეყანაში არსებობს 22 სახელმწიფო და 16 კერძო ტექნიკური სკოლა, ასევე 6 ტექნიკუმი და 79 პროფესიონალური სწავლების ცენტრი.
 
=== უმაღლესი განათლება ===
სტუდენტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 1995-2009 წლებში, მაგრამ შესაბამისი ასაკის ახალგაზრდობის უმაღლესი განათლების წილი 2005 წელს შეადგენდა მხოლოდ 3 %-ს. 1995-1996 წლებში რუანდაში იყო 3948 სტუდენტი (ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში), 2010 წელს კი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში მათი რაოდენობა შეადგენდა 62 736 სტუდენტს. 2008 წელს სახელმწიფოს ფინანსური დახმარება მიიღო 15 710 სტუდენტმა. განათლება ორსაფეხურიანია — ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ასევე გთავაზობენ დაჩქარებული პროგრამით 3 წელიწადში მიიღოთ ეროვნული დიპლომი ვეტერინარიაში, მედიცინაში, ტექნოლოგიაში და პედაგოგიკაში, რაც არ ედრება ბაკალავრიატს.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუანდა“-დან