ვარსკვლავთკარიბჭე (მოწყობილობა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎მოხმარების წესები: clean up, removed: {{Link GA|fr}} using AWB
ხაზი 418:
[[ფაილი:ვკმიმართულება.png|thumb|right|200px|ვარსკვლავთკარიბჭის მისამართთა სისტემის ახსნა]]
 
პლანეტიდან პლანეტაზე (უფრო ზოგადად კი სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში) სამოგზაუროდ საჭიროა, რომ ორივე პლანეტას გააჩნდეს ვარსკვლავთკარიბჭე. მისამართის (კოორდინატების) აკრეფის შემდეგ თუ ყველაფერი სწორად წარიმართა ორ ვარსკვლავთკარიბჭეს შორის იხსნება სივრცე-დროითი გვირაბი (ე.. ჭიახვრელი). ჭიახვრელი ღიაა მანამ სანამ ხდება ნივთიერებისა თუ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებათა მიმოცვლა მის უკიდურეს წერტილებს შორის, მაგრამ თეორიულად ჭიახვრელის არსებობა შემოზღუდულია 38 წუთით. დროის ამ მონაკვეთის გასვლის შემდეგ, გარედან ენერგიის დიდი რაოდენობით მიწოდების გარეშე ჭიახვრელი იხურება და ორ კარიბჭეს შორის კავშირი წყდება.
 
ფიზიკურ სხეულებს ჭიახვრელში გადაადგილება მხოლოდ ერთი მიმართულებით — გამხსნელი კარიბჭიდან გახსნილი კარიბჭისაკენ, შეუძლიათ. ამგვარად, გამხსნელი ვარსკვლავთაკრიბჭე არის გვირაბში შესასვლელი, ხოლო გამოძახებული კი — გვირაბიდან გამოსასვლელი. უკუმიმართულებით სამოგზაუროდ საჭიროა გვირაბის დახურვა და ახალი კავშირის დამყარება მეორე კარიბჭიდან. ფიზიკური სხეულებისაგან განსხვავებით ზოგიერთი სახეობის ელექტრომაგნიტურ ტალღას ძალუძს ჭიახვრელში ორმხრივი გადაადგილება, რაც ჭიახვრელით დაკავშირებულ ორ წერტილს შორის კავშირგაბმულობის დამყარების საშუალებას იძლევა. ხილული სინათლის სპექტრში მყოფ ტალღებს არ ძალუძთ ჭიახვრელის განჭოლვა. სწორედ, ეს განაპირობებს ხვრელის გაუმჭვირობას ორივე მხრიდან.