ეისაკუ სატო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 59:
===ურთიერთობები ჩინეთთან და ტაივანთან===
სატო არის იაპონიის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეწვია ტაივანს თავისი თანამდებობაზე ყოფნის დროს. [[1965]] წელს მან მიიღო $150 მილიონი დოლარი სესხად ტაივანისგან. [[1967]] წელს ის ეწვია ტაივანს. [[1969]] წელს, სატომ დაიჟინა, რომ ტაივანის თავდაცვა საჭირო იყო იაპონიის უსაფრთხოებისთვის. ის ძალიან ბევრ სადავო საკითხებში ეთანხმებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ მან დაგმო [[რიჩარდ ნიქსონი|ნიქსონის]] ვიზიტი ჩინეთში.<ref>MacMillan. Nixon and Mao: The Week that Changed the World</ref> ის ასევე სასტიკად ეწინააღმდეგებოდა [[1971]] წლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის [[ერთა ლიგა]]ში შესვლას.
 
===ბირთვული საქმეები===
[[1967]] წლის [[11 დეკემბერი|11 დეკემბერს]] სატომ წარადგინა სამი კანონი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, რაც ნიშნავდა ატომური იარაღის არაწარმოებას, არამფლობელობას და არაგამოყენებას. სატოს პრემიერ-მინისტრობის დროს, იაპონიამ ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე. [[1971]] წელს იაპონიის პარლამნეტმა მიიღო რეზოლუცია კანონების მიღების შესახებ. [[1974]] წელს ამის გამო ესაკუ სატომ მიიღო [[ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში|ნობელის პრემია მშვიდობის დარგში]].
 
თუმცა ამჟამინდელი გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ კულისების უკან, სატო იყო უფრო დამთმობი აშშ-ს გეგმების მიმართ, რაც ამერიკული ატომური სადგურების იაპონიის მიწაზე განთავსებას გულისხმობდა. [[2008]] წლის დეკემბერში, იაპონიის მთავრობამ გაამჟღავნა დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ [[1965]] წლის იანვარში მისი ვიზიტის დროს, სატო ამერიკასთან განიხილავდა ბირთვული იარაღის გამოყენებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ. <ref>[http://www.hiroshimapeacemedia.jp/mediacenter/article.php?story=20081226170930777_en Editorial: The U.S. nuclear umbrella, past and future]</ref> [[2009]] წლის დეკემბერში მისმა შვილმა განაცხადა, რომ მამამისი ეთანხმე [[1969]] წლის საუბრისას პრეზიდენტ ნიქსონთან, ეთანხმებოდა ატომური საბრძოლო სადგურების დადგმას ოკინავაში.<ref>[http://www.hiroshimapeacemedia.jp/mediacenter/article.php?story=20091224152025789_en Document on secret Japan-U.S. nuclear pact kept by ex-PM Sato's family]</ref>
 
===ოკინავას სადავო საკითხები===
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დამთავრების შემდეგ, ოკინავა ოკუპირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. [[1965]] წლის აშშ-ში ვიზიტის დროს, სატომ ღიად სთხოვა პრეზიდენტ [[ლინდონ ჯონსონი|ლინდონ ჯონსონს]] დაებრუნებინა ოკინავა იაპონიისთვის. [[1965]] წლის აგვისტოს ის გახდა იაპონიის პირველი ომის შემდგომი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეწვია ოკინავას.
 
[[1969]] წელს, სატომ დადო ხელშეკრულება აშშ-ს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან, რის მიხედვითაც აშშ-ს უნდა დაებრუნებინა ტერიტორია სამშობლოსთვის და აეღო იქიდან ბირთვული იარაღი. განაწილება საკამათო იყო, რადგან ის ნებას რთავდა აშშ-ს ჯარებს იაპონიაში, შეენარჩუნებინათ ბაზები ოკინავაზე. <ref>Ambrose. The Rise to Globalism. Page 235</ref> ოკინავა, სენკაკუს კუნძულების ჩათვლით, ფორმალურად იაპონიას [[1972]] წლის [[15 მაისი|15 მაისს]] დაუბრუნდა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეისაკუ_სატო“-დან