ანდრია მოციქული: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up, replaced: იქედან → იქიდან (5) using AWB)
}}
 
'''ანდრია მოციქული''', ''პირველწოდებული '' ({{lang-el|'''Ανδρέας'''}} - ”მამაცი”„მამაცი“, {{lang-la|''Andreas''}}), ქრისტიანული ტრადიციით, [[ქრისტეს თორმეტი მოციქული|ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი]]. ხსენების დღე - 29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი.
 
XI საუკუნიდან ანდრია მოციქული [[საქართველო]]ში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული [[ორიგენე|ორიგენს]] (II-III საუკუნეები) [[სკვითები|სკვითების]] განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული [[პონტო]]ს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა [[ნიკიტა პაფლაგონიელი|ნიკიტა პაფლაგონიელს]] (გ. [[890]]) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში. ამ წყაროზე დაყრდნობით ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ცნობა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ [[გიორგი მთაწმიდელი|გიორგი მთაწმიდელს]] (XI საუკუნის II ნახევარი) მოეპოვება. ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამკტიცებდა. შემდგომში, [[ეფრემ მცირე|ეფრემ მცირემ]] ეს ცნობა [[წმინდა ნინო]]ს მქადაქებლობითი მოღვაწეობის ფაქტს შეუთანხმა და საქართველოში ქრისტიანობის მეორეგზის ქადაგების აუცილებლობას გამნარტება მოუძებნა. [[რუის-ურბნისის საეკლესიო კრება 1104|რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ]] ([[1103]]) ეფრემის ეს დებულება უცილობელ ჭეშმარიტებად ცნო და დააკანონა.