ავსტრალია (კონტინენტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 515:
ავსტრალიელი აბორიგენების ტრადიციულ ცეკვებს თან სდევდა სიმღერები და წარმოადგენდა [[სიზმრების დრო]]ის ({{lang-en|Dreamtime}}) თეატრალურ წარმოდგენას. ზოგჯერ ადამიანები ცეკვაში იმიტირებენ ცხოველების ქცევას. მათ ქვეყანაში ადამიანებისთვის ცეკვები განსაზღვრავდნენ როლებს, ვალდებულებებს და თვით საცხოვრებელ ადგილს. ეს რიტუალური წარმოდგენები აბორიგენებს აძლევდნენ საკუთარი ადგილის შეგრძნებას სოციალურ, გეოგრაფიულ და ბუნებრივ ძალებთან ურთიერთმოქმედებაში. ეს წარმოდგენები დაკავშირებული იყო გარკვეულ ადგილებთან და საცეკვაო მოედნები ხშირად წმინდა ადგილები იყო. მორთულობა და სპეციფიკური ჟესტები დამოკიდებული იყო მოცეკვავის წარმოშობასთან (მაგალითად ეს ეხება სიზმრების დროის არსებებს, რომლებთანაც დაკავშირებულია გარკვეული პირები და ჯგუფები). ავსტრალიელი აბორიგენების უმრავლესობისთვის ეს ცეკვები საღვთო საიდუმლობები იყო, სქესსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მამაკაცები და ქალები ემორჩილებოდნენ სხვადასხვა ტრადიციებს<ref>ცეკვები [[ავსტრალიელი აბორიგენების ენციკლოპედია]]ში ({{lang-en|Encyclopaedia of Aboriginal Australia}}), ტომი 1 — ფურცლები 255—257</ref>.
 
აბორიგენების ტრადიციული ცეკვების აღნიშვნისთვის გამოიყენება ტერმინი [[კორობორი]] ({{lang-en|corroboree}}), რომელიც წარმოდგება სიდნეის რეგიონის მოსახლეობის ლექსიკონიდან. ზოგიერთ ადგილებში ავსტრალიელი აბორიგენები ასრულებენ «კორობორის»„კორობორის“ ცეკვებს ტურისტებისათვის.
 
XX საუკუნის ბოლოს ავსტრალიის სცენურმა და თანამედროვე ცეკვებმა ავსტრალიელი აბორიგენების თანამედროვე ცეკვების გავლენა განიცადა. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია ავსტრალიის კუნძულელების და აბორიგენების წეს-ჩვეულებების განვითარების ეროვნული ასოციაციის ({{lang-en|National Aboriginal Islander Skills Development Association}}) მოღვაწეობით, რომელიც ავსტრალიელ აბორიგენებს ასწავლის ცეკვებს, ასევე ბანგარის ცეკვის თეატრის გახსნით.