უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
 
===წითელი ტერორი===
24 ივლისის [[სოციალ-დემოკრატები]]ს მისერ მოწყობილი აჯანყების ჩაცხრობის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ახალი კომუნისტური ხელისუფლების მიერ, რომელსაც სათავეში ედგა [[ანატოლი დოვშაკი]], დაიწყო მასობრივი [[რეპრესია|რეპრესიები]]: ჩამოხრჩობილი იქნა აჯანყების 590 მონაწილე. ქვეყანაში გაჩაღდა ე.წ. ”წითელი [[ტერორი]]”. მოსახლეობის მხარდაჭერამ ხელისუფლების მიმართ კრახი განიცადა.
 
===ანტანტა===
საბჭოთა უნგრეთი აღმოჩნდა გარედან შემოჭრილი დიდი საფრთხის წინაშე. მისი არმიის გადაადგილება ჩრდილოეთისაკენ შეჩერებულ იქნა. იმავე პერიოდში [[ანტანტა|ანტანტის]] მხარდაჭერით [[რუმინეთი]] შეიჭრა [[უნგრეთი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის ჯარები სწრაფად გადაადგილდებოდა ქვეყნის სიღრმეში და მალე დედაქალაქისაკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტეს. უნგრეთის საბჭოთა არმია იძულებული გახდა ბრძოლა გაემართა [[ბუდაპეშტი]]ს მისადგომებთან. ბრძოლა წააგეს წითლებმა. 1 აგვისტოს [[ბელა კუნი]] და [[უნგრეთი]]ს მთავრობის წევრთა უმრავლესობა [[ავსტრია]]ში გაიქცა. დარჩენილი მცირე ნაწილით, რომელსაც ხელმძღვანელობდა კულტურის ყოფილი კომისარი [[გეორგ ლუკაჩი]] შეუდგა [[კომუნისტური პარტია|კომუნისტური პარტიის]] იატაკქვეშა ორგანიზებას. [[ბუდაპეშტი]]ს მშრომელთა დეპუტატების საბჭოებმა ახალი მთავრობა აირჩია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა [[გიულა პეიდლი]]. მან მხოლოდ რამდენიმე დღე იარსება. 6 აგვისტოს ქალაქში შემოვიდა რუმინეთის ჯარი, რომელმაც წერტილი დაუსვა უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის ისტორიას.