ძველი საბერძნეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|is}} using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Location greek ancient.png|thumb|330px|ძველი ბერძნების გავლენა ძვ. წ. VI ს.-ში.]]
'''ძველი საბერძნეთი''', '''ელადა''' ([[ბერძნ.]] Hellas), ძველი ბერძნული სახელმწიფოების საერთო სახელწოდება. მოიცავდა [[ბალკანეთის ნახევარკუნძული]]ს სამხრეთს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს, თრაკიის სანაპიროს, მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში (ძვ. წ. VIII-Vი სს.) დაარსებული
აარსებული კოლონიების სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ [[საფრანგეთი]]ს ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს ([[კირენაიკა]]), შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.
 
მიუთითებს პერიოდზე [[საბერძნეთის ისტორია|ბერძნულ ისტორიაში]] კლასიკურ ანტიკურ ხანაში, რომელიც გრძელდებოდა დაახ. [[ძვ. წ. 750]]-დან ([[არქაული პერიოდი]]) [[ძვ. წ. 146]] წლამდე ([[რომის რესპუბლიკა|რომის]] მიერ დაპყრობა). ეს პერიოდი კულტურის ქვაკუთხედად არ მიჩნეული, რომელმაც საფუძველი შეუქმნა [[დასავლეთის ცივილიზაცია]]ს. ბერძნულ კულტურას ძლიერი გავლენა ჰქონდა [[რომის იმპერია]]ზე, რომელმაც ამ კულტურის ვერსია ევროპის მრავალ სხვა ნაწილს მოჰფინა.
 
ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ და მან დასაბამი მისცა [[რენესანსი|რენესანსს]] დასავლეთ ევროპაში, თავს იჩენდა რა შემდგომში XVIII და XIX საუკუნეების [[ნეოკლასიკური აღორძინება|ნეოკლასიკური აღორძინების]] პერიოდებშიც ცენტრალურ ევროპასა და ამერიკაში.
 
== ქრონოლოგია ==
[[ფაილი:Stadio Olimpia 2007.JPG|მინი|ანტიკური [[სტადიონი ოლიმპია]]სთან.]]
ძვ. საბერნეთის ისტორია განეკუთვნება საზღვაო ცივილიზაციას, იწყება ძვ.წ. XVIII ს. მთავრდება ძვ.წ. [[323]] წ. [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს სიკვდილით, მისი იმპერიის ნანგრევებზე ელინისტური სახელმწიფოთა და ელინისტური ეპოქის აღმოცენებით. ისტორია გრძელდება ახალი ეპოქით ელინიზმით, რომელიც ძვ.წ. [[30]] წ. რომის მიერ ბოლო ელინისტური სახელმწიფოს [[პტოლემაიოსები|პტოლემაიოსების ეგვიპტის]] დაპყრობამდე გრძელდება. ძველი საბერძნეთის ისტორიას 5 პერიოდად ყოფენ:
* 1. '''ეგეოსის ანუ კრეტა-მიკენის ხანა''' მოიცავს ძვ.წ. III-II ათ.წ. კ. [[კრეტა]]ს და [[პელოპონესი]]ს ცალკეულ ცენტრებს (მიკენი, პილოსი), [[ტროა]]ს ტერიტორიას და კიკლადებს. გვაროვნული წყობა იშლება და იქმნება ადრემონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც [[დორიელები|დორიელთა]] შემოსევამ მოსპო და მთელ საბერძნეთში კვლავ გვაროვნული წყობა დამყარდა.
* 2. '''ჰომეროსის ეპოქა''' მოიცავს ძვ. წ. XI-IX ს. ეს არის გვაროვნული წყობის ხელახალი დაშლისა და კლასობრივი საზოგადოების ჩასახვის ხანა.
* 3. '''არქაულ პერიოდში''' - ძვ.წ. VIII-V სს. საბერძნეთის წამყვან ოლქებში მთავრდება მონათმფლობელური საზოგადოების ჩამოყალიბება, იქმნება ქალაქ-სახელმწიფოები - [[პოლისი|პოლისები]] და იწყება ე.წ. '''დიდი ბერძნული კოლონიზაცია'''.
* 4. '''კლასიკურ ეპოქაში''' - ძვ.წ. V-IV სს. საბერძნეთში უმაღლეს საფეხურს აღწევს მონათმფლობელური ურთიერთობის განვითარება, შემდეგ კი უკიდურესობამდე მწვავდება ბრძოლა ფენებს შორის. ბერძნულ პოლისებში იწყება სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი.
* 5. '''მაკედონიის მიერ საბერძნეთის დამორჩილება''' - ძვ. წ. IV ს. II ნახევარში ბერძენ-მაკედონელთა ლაშქრობა სპარსეთის წინააღმდეგ, მისი განვითარება და ძვ. მსოფლიოს ისტორიაში ახალი, ელინისტური ეპოქის დასაწყისი.
 
;ანტიკური პერიოდი: ''<small>ასტრომომიული წელთაღრიცხვა</small>''
<timeline>
ImageSize = width:800 height:100
PlotArea = width:720 height:75 left:65 bottom:20
AlignBars = justify
 
Colors =
id:time value:rgb(0.7,0.7,1) #
id:period value:rgb(1,0.7,0.5) #
id:age value:rgb(0.95,0.85,0.5) #
id:era value:rgb(1,0.85,0.5) #
id:eon value:rgb(1,0.85,0.7) #
id:filler value:gray(0.8) # background bar
id:black value:black
 
period= from:-1200 till:529
TimeAxis = orientation:horizontal
ScaleMajor = unit:year increment:100 start:-1200
ScaleMinor = unit:year increment:50 start:-1200
 
PlotData =
align:center textcolor:black fontsize:10 mark:(line,black) width:10 shift:(0,-5)
 
bar:Period color:filler
from: -1200 till: -800 text: [[საბერძნეთის ბნელი ხანა]]
bar:Period color:age
from: -800 till: -500 text: [[არქაიკა]]
from: -500 till: -323 text: [[კლასიკური საბერძნეთი|კლასიკური]]
from: -323 till: -146 text: [[ელინიზმი]]
from: -146 till: 330 text: [[რომაული საბერძნეთი]]
from: 330 till: 529 text: [[გვიანდელი ანტიკურობა]]
 
bar:Phase color:period
from: -1200 till: -1100 shift:(0, 5) text: [[მიკენის ცივილიზაცია|მიკენური]]
from: -1200 till: -700 text: კოლონიზაცია
from: -800 till: -700 shift:(0, -15) text: [[ორიენტალისტური პერიოდი|ორიენტალიზაცია]]
from: -700 till: -600 text: [[ეპონიმური ათენი|ტირანები]]
from: -600 till: -500 shift:(0, 5) text: რეორგანიზაცია
from: -500 till: -302 text: ელინისტური
from: -302 till: -279 shift:(0, 5) text: [[დიადოქოსები]]
from: -302 till: -279 shift:(-10, -15) text: [[ანტიპატრიდების დინასტია|ანტიპატრიდები]]
from: -279 till: -168 text: [[ანტიგონიდების დინასტია|ანტიგონიდები]]
from: -168 till: -146 shift:(5, 5) text: შეჭრა
from: -146 till: 330 text: პროვინცია
from: 330 till: 529 text: ბიზანტიური
 
bar:&nbsp; color:filler
from: -1200 till: -200 text:ადრეული
from: -200 till: 300 text:შუა
from: 300 till: 529 text:გვიანი
</timeline>
 
== ბუნება და მოსახლეობა ==
[[ფაილი:Plato's Academy mosaic from Pompeii.jpg|მინი|[[მოზაიკა]], [[პომპეი]]ში რომელზეც გამოსახულია [[პლატონი]]ს სკოლა]]
საბერძნეთის რელიეფი მრავალფეროვანია, ზოგან ხრიოკი, ზოგან ტყიანი. ფერდობებზე შესანიშნავი საძოვრებია. ზეგნები და დაბლობები ხელსაყრელია მებაღეობა-მევენახეობისათვის. წამყვანი კულტურა [[ზეთისხილი]] იყო, პური კი ყოველთვის აკლდა.
ბერძნები დასახლებული იყვნენ [[ბალკანეთის ნახევარკუნძული]]ს სამხრეთ ნაწილში, [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] კუნძულებსა და [[მცირე აზია|მცირე აზიის]] დასავლეთ სანაპიროზე. იქ იყო 4 ბერძნული ოლქი - კარია, ლიკია, ლიდია და მიზია. ბალკანეთის დასავლეთიდან [[იონიის ზღვა]] ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - ეგეოსის, რომელიც ჩრდილოეთით [[ჰელესპონტი]]ს სრუტით (თანამედროვე [[დარდანელი]]) უერთდება პროპონტიდას ([[მარმარილოს ზღვა|მარმარილოს]]) ზღვას. ეგეოსის ზღვაში 800-მდე კუნძულია; მცირე აზიის გასწვრივ კუნძულების სპორადები ეწოდება, მცირე აზიიდან ბალკანეთისკენ მიემართება კიკლადებად წოდებული კუნძულთა წრე. ნახევარკუნძული აღმოსავლეთით მდებარე კ. ევბეა მოსაზღვრე კუნძულებს შორის ყველაზე დიდია. ჩრდილოეთით ქალკიდიკის ნახევარკუნძულია, სამხრეთით - [[პელოპონესის ნახევარკუნძული|პელოპონესის]]. საბერძნეთში ჰავა სუბტროპიკული ყოფილა, ზამთარი თბილი და წვიმიანი. ეგეოსის ზღვის კუნძულების სიმრავლე და ბალკანეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ბუნებრივი ყურეები ხელსაყრელი იყო, ამიტომ ნაოსნობა და მეთევზეობა უძველესი დროიდან განვითარდა. თევზი ბერძნების ძირითად საკვებს წარმოადგენდა. საბერძნეთი და მისი მომიჯნავე მხარეები მდიდარი იყო წიაღისეულით: თრაკიაში ოქროს ქვიშა მოიპოვებოდა, ატიკაში ვერცხლი, ქალკიდიკაზე და ევბეაზე სპილენძი, ლაკონიკაში - [[რკინა]]. საბერძნეთი მდიდარი იყო სამშენებლო [[კირქვა|კირქვით]], სხვადასხვა ფერის, კ. ფაროსი კი - თეთრი მარმარილოთი.
ბალკანეთის საბერძნეთი 3 ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთში 2 ოლქი იყო. მისი შუა საბერძნეთთან დაკავშირება თერმოპილის ვიწრო გასასვლელით შეიძლებოდა, ისიც მხოლოდ ზღვის მოქცევის დროს. შუა საბერძნეთში 7 ოლქი იყო და გადასვლა პელოპონესის ნახევარკუნძულზე, სადაც 12 ოლქი იყო, შეიძლებოდა ისთმოსის ანუ [[კორინთო]]ს ყელით. ბალკანეთის სამხრეთ ნაწილში [[ნეოლითი]]ს დროიდან დასახლდნენ [[ბერძნები|ბერძენთა]] მონათესავე ტომები. განსაკუთრებით მნიშვნელოვან და მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენენ [[პელასგები]]. მათი და კ. [[კრეტა|კრეტის]] უძველესი მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილება დღემდე დაუდგენილი.
ძვ.წ. მე-3 ათ.წ. ბოლოს საბერძნეთის ტერიტორიაზე გვაროვნული წყობილების დაშლისა და კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მყოფი [[აქაველები|აქაველთა]] ტომები დამკვიდრდნენ. ძვ.წ. მე-13 - მე-12 სს. მიჯნაზე ბალკანეთს მომთაბარე [[დორიელები|დორიელთა]] მძლავრმა ტალღამ გადაუარა. მათ გაანადგურეს [[აქაველები|აქაველთა]] ადრემონათმფლობელური ცენტრები, აღადგინეს გვაროვნული წყობა და ბიძგი მისცეს ტომთა შემდგომ მიგრაციას. ძვ.წ. I ათ.წ. ისინი სამხრეთ პელოპონესში, ეგეოსის ზღვის სამხრეთის კუნძულებზე, კ. კრეტაზე და მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე დასახლდნენ. აქაველები - პელოპონესის ჩრდილო ნაწილში. ეოლიელები ჩრდილო, შუა საბერძნეთის ნაწილში, ეგეოსიის ზღვის ჩრდილოეთ კუნძულებზე, მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დასახლდნენ. [[იონიელები]] - შუა საბერძნეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კ. ევბეაზე, ეგეოსის ზღვის ცენტრალურ კუნძულებზე. დორიელები აღნაგობით, ღია ფერის თმით და თვალებით გამოირჩეოდნენ საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი ბერძნებიდან. ერთიანი ბერძნული ენა ელინისტურ ხანამდე არ არსებობდა. ბერძნები სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობდნენ და წერდნენ, თუმცა ერთმანეთის კარგად ესმოდათ. მრავალი დიალექტიდან უმთავრესი იონური, ეოლიური, დორიული გახდნენ ლიტერატურული. საბერძნეთის მწერლები რომელიმე ამ დიალექტზე წერდნენ.
 
== ბერძნებამდე ==
ბერძნული სამყარო [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულს]], [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსისა]] და [[ადრეატიკის ზღვა|ადრეატიკის]] ზღვაში მდებარე კუნძულებს მოიცავს. ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში [[კრეტა]]სა და [[კიკლადი]]ს კუნძულებზე [[მინოსელთა ცივილიზაცია]] აღმოცენდა, დაახლ.ძვ.წ.1650 წლისათვის კი ბალკანეთის ნახევარკუნძუნზე [[მიკენელთა ცივილიზიცია]] გაჩნდა.
 
== მითოლოგია და რელიგია ==
[[ფაილი:EarlyAthenianCoin.jpg|მინი|[[ათენი|ათენური]] მონეტა, [[ათენა]]ს გამოსახულებით]]
განვითარების ადრეულ საფეხურზე ძვ. საბერძნეთის მითოლოგია ქთონურ (chton - ქვესკნელი, რომელიც ურჩხულებს წარმოშობდა) ხასიათს ატარებდა. პირველყოფილი თემური წყობილების დროს ჭარბობდა ტოტემისტური, ფეტიშური და ანიმისტური წარმოდგენები. საერთო ბერძნული ოლიმპიური პანთეონის ჩამოყალიბებამდე მრავალი ადგილობრივი მნიშვნელობის ღვთაება არსებობდა. ოლიმპიური პანთეონის საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი ძვ. წ. II ათასწლეულს დასრულდა. ძვ. ბერძნების წარმოდგენით, ღმერთები „თოვლიან“ მთაზე, ოლიმპზე, ცხოვრობდნენ და უზენაესი ღვთაების „ადამიანთა და ღმერთთა მამის“ ზევსის ნებას მორჩილებდნენ. ღვთაებებს მკაცრად ჰქონდათ განაწილებული ფუნქციები: ათენა ომის, ხელოვნების, ხელოსნობის, ქალაქთა და ქვეყანათა მფარველი ღვთაება იყო, [[ჰერმესი]] - ვაჭრობისა, არტემიდა - ნადირობისა, [[აფროდიტე]] - სიყვარულისა და სილამაზისა და ა. შ.
 
არსებობს ბერძნული მითბის კლასიფიკაცია: კოსმოგენური მითები, თეოგენური მითები,ძირითადი მითოლოგიური ციკლები და ცალკეული მითები.
კოსმოგენია –– წარმოდგება ძველი ბერძნული სიტყვარსებობს ბერძნული მითების შემდეგი კლასიფიკისაგან " კოსმოს", რაც სამყაროს, წესრიგსს ნიშნავს. " გონე " კი აღნიშნავს დაბადებას, წარმოქმნას ე.ი. კოსმოგენური მითები გულისხმობს ისეთ მითებს, რომლებიც მოგვითხრობენ სამყაროს წესრიგის გაჩენაზე.
თეოგენური მითები ––– მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან " თეოს ", რომელიც აღნიშნავს ღმერთს. თეოგენური მითები მოგვითხრობენ ღმერთების დაბადების, წარმოშობის შესახებ.
 
ძირითადი მითოლოგიური ციკლებში შედის: ტროას ომის ციკლი, არგონავტების ლაშქრობის შესახებ მითების ციკლი, თებეს შესახებ შექმნილი მითბის ციკლი.
ცალკეული მითები ––– მითები ცალკეული პიროვნებების შესახებ. მაგ.მითი ნარცისის შესახებ და ა.შ.
 
ფრთინი გამონათქვამები ბერძნულ მითოლოგიაში:
* განხეთქილების ვაშლი –––– ეს ოქროს ვაშლი ეკუთვნოდა განხეთქილების ქალღმერთ ერმისს. იგი არ დაპატიჟეს აქილევსის მშობლების პელევსისა და თეტისის ქორწილში. ამით განრისხებულმა, ოქროს ვაშლი წარწერით –––– უმშვენიერესს ––– შეაგორა ღმერთების ლხინზე. შეიქმნა კამათი ამ ვაშლის დასაკუთრებისათვის. პრეტენზიას აცხადებდნენ ჰერა , ზევსის მეუღლე.(კანონიერი ქორწინების ქალღმერთი ), აფროდიტა ( სიყვარულის ქალღმერთი ) და ათენა ( სიბრძნის ქალღმერთი ). - გადატანით ამ ფრაზას მაშინ ამბობენ, როცა ვინმე, საუბრის დროს საკამათო საგანს ჩმოაგდებს.
* აქილევსის ქუსლი –––– აქილევსი ტროას ომის მონაწილე ცნობილი ბერძენი გმირია. მას დედა უკვდავი ქალღმერთი თეტისი ჰყავდა, ხოლო მამა –– მოკვდავი პელევსი. დედას სურდა შვილი უკვდავი გაეხადა და მას წმინდა მდინარის, სტიქსის წყლებში აბანავებდა ისე, რომ ქუსლები ხელით ეჭირა. ამდენად, აქილევსის ტანი იარაღისაგან იყო დაცული, სუსტი წერტილი კი ქუსლები იყო. იგი სწორედ ასე მოკლეს ტროას ომში. - გადატანით იტყვიან ადამიანის სუსტ წერტილზე.
* ოდისევსი ––– ტროას ომის მონაწილე გმირს ერქვა. იგი ცნობილია,როგორც მოხერხებული და ცბიერი. მისი რჩევით ააგეს ბერძნებმა ხის ცხენი,რომლის მეშვეობითც დაიღუპა ქალაქი ტროა. - ოდისევსს იტყვიან მოხერხებულ და ცბიერ ადამიანზე.
* ოდისეა ––– ოდისევსი ტროა ომის შემდეგ ათი წელი ბრუნდებოდა თავის კუნძულ ითაკაზე. ოდისეა ნიშნავს ხანგრძლივ მოგზურობას, ხიფათით სავსე მგზავრობას.
* ტროას ცხენი ––– ხის ცხენი, რომელიც ბერძნებმა დატოვეს ტროას მისადგომებთან. გდატანით ნიშნავს მტრის საჩუქარს,რომელსაც ვერ ენობი,ხიფათი მოქვს.
* პენელოპე ––– ოდისევსის ცოლი,რომელიც ოცი წელი ელოდა მის დაბრუნებას. იგი ერთგული ცოლის სიმბოლოა. მის სახელთან არის დაკავშირებული მეორე გამონათქვამი პენელოპეს მოსასხამი, რომელიც დაუმთავრებელი, გაჭიანურებული შრომის სიმბოლოა.
=== საბუნებისმეტყველო ცოდნა ===
ძვ. ბერძნული საბუნებისმეტყველო ცოდნა ხასიათდება სუსტი ემპირიული საფუძვლითა და ზოგადი ჰიპოთეზებისა და თეორიების სიჭარბით. ძვ. ბერძნული საბუნებისმეტყველო მეცნიერების აზროვნებამ დაასწრო შემდგომი ეპოქების მთელ რიგმეცნიერულ აღმოჩენებს. ელინიზმის ხანამდე (ძვ. წ. IV საუკუნის მიწურული) მეცნიერება დიფერენცირებული არ იყო; თითქმის ყველა ფილოსოფოსი ბუნებისმეტყველიც იყო. ძვ. ბერძნული მეცნიერების სამშობლო მცირე აზიის იონიაა, მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ აროსავლურ კულტურასთან, რომელმაც თავის მხრივ, დიდი გავლენა მოახდინა ძველი ბერძნული მეცნიერების განვითარებაზე. პირველი გეომეტრიული მონაცემები, ფარგლის გამოყენება, მზის დაბნელების დროის წინასწარ გამოანგარიშება, მეზღვაურთათვის რეკომენდაცია პატარა დათვის თანავარსკვლავედზე ორიენტირების შესახებ (და არა დიდი დათვის თანავარსკვლავედზე, როგორც ეს ადრე იყო მიღებული) დაკავშირებულია მილეტის სკოლის (ძვ. VI საუკუნე) დამაარსებლის თალესის სახელთან.
ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ,რომ მათი ღმერთები უკვდავები იყვნენ. მათ ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაწილი ეკავა რელიგიას,ისინი მრავალღმერთიანობას მისდევდნენ, მათ შორის აღმატებული იყო [[ზევსი]].
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[მაკედონია (ძველი)]]
 
== ლიტერატურა ==
* Goodrich, S. G. (1849). [http://books.google.com/books?id=cxPPAAAAMAAJ A pictorial history of Greece]: Ancient and modern. New York: Huntington & Savage
* ძველი საბერძნეთის ისტორია : (ლექციების მოკლე კურსი) რედ: რუსუდან დაუშვილი].თბ.2004 წ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons category|Ancient Greece}}
* [http://www.civilization.ca/cmc/exhibitions/civil/greece/gr0000e.shtml The Canadian Museum of Civilization—Greece Secrets of the Past]
* [http://www.ancientgreece.co.uk Ancient Greece]
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]
[[კატეგორია:საბერძნეთის ისტორია]]
[[კატეგორია:ანტიკური ხანა]]