ადერკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 58:
[[ფაილი:Avgar poluchaet Nerukotvorny obraz.jpg|მინიატიურა|ავგაროზ მეფე იღებს ხელთუქმნელ ხატს თადეოზისგან. [[სინას მთა]], [[ენკაუსტიკა]], X საუკუნე.]]
[[მეფეთა ცხოვრება|„მეფეთა ცხოვრების“]] მიხედვით იგი ყოფილა "''ძე [[ქართამი]]სი, ასულის წული ბარტომ მეფისა''". ბარტომ მეფეს არ ჰყოლია ძე, ამიტომ ეგრისიდან მოუყვანია [[ქუჯი]] ერისთავის ძისწული ქართამი, მისთვის მიუცია ცოლად თავისი ასული და უშვილებია. ორივე, ქართამი და ბარტომიც, სამეფო ტახტის სხვა პრეტენდენტთან, [[მირვან II|მირვანთან]] ბრძოლაში დაღუპულა. ფეხმძიმედ დარჩენილ ქართამის ცოლს სომხეთისთვის შეუფარებია თავი და იქ გასჩენია ადერკი. ადერკი აღიზარდა სომხეთში, "იყო კაცი ასაკით შუენიერი, ტანით დიდი და გოლიათი, მრავალ–გზის გამოცდილ იყო ბრძოლასა სომეხთა და ასურთასა, და მას მოეკლა მრავალი ბუმბერაზი და სახელოვან ქმნილ იყო იგი". ადერკიმ ითხოვა ჯარი სომეხთა მეფისაგან და გამოემართა ქართლისკენ, თავისი დედის ძმის, [[არსუკი|არშაკის]] წინააღმდეგ, რომელიც ქართლში გამეფებულიყო. არშაკს ქართლის ერისტავები და სპარსელები დაეხმარნენ და მოწინააღმდეგეებმა თრიალეთში დაიბანაკეს. აქ გამართულა ადერკის და არშაკს შორის პირისპირ ხანგრძლივი ბრძოლა, რომლის ბოლოსაც ადერკიმ ისრით მოკლა არშაკი. გამეფდა ადერკი, ცოლად სომეხთა მეფის (თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ედესის მეფე [[ავგაროზ მეფე|ავგაროზის]]) ასული შეირთო და, როგორც მემატიანე აღნიშნავს "''ოცდაათის წლისა მეფე იქმნა და ორმეოც და ჩვიდმეტ წელ მეფობდა''". "მეფეთა ცხოვრების" თანახმად, ამ ადერკის დროს "იშვა უფალი ჩუენი იესო ქრისტე, ბეთლემს ურიასტანისასა". შესაბამისად, მისივე მეფობის დროს დებს მემატიანე [[ელიოზ მცხეთელი]]ს მიერ მცხეთაში ქრისტეს კვართის მოტანას და ეგრისსა და აფხაზეთში [[ანდრია პირველწოდებული]]სა და [[სვიმონ კანანელი]]ს მიერ ქრისტიანობის ქადაგებას. ადერკი მეფე გასწყრომია მეგრელებს წარმართული რჯულის დატოვებისთვის, გაუგზავნია თავისი ერისთავი და იძუელებით ისევ წარმართობაზე მიუქცევია. წყარო მოგვითხრობს ასევე ადერკის სამშენებლო საქმიანობაზე: მას გაუმაგრებია ქართლის ყველა ქალაქი და ციხე, მაგრამ განსაკუთრებით მცხეთის ზღუდეები, მტკვრის ორივე მხარეს. ქართლში [[ორმეფობა ქართლში|ორმეფობის]] გაჩენას "მეფეთა ცხოვრება" ადერკის ორ ძეს უკავშირებს: "და ვიდრე ადერკის მეპობამდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაზომცა მრავალნი იყვნიან შვილნი მეფეთანი. ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა [[ბრატმანი|ბარტომ]] და მეორესა [[ქარძამი|ქართამ]]. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თჳსი" – [[მცხეთა]], [[შიდა ქართლი]] და [[მტკვარი|მტკვრის]] ჩრდილოეთით ქვეყანა მისცა ბარტომს, ხოლო [[არმაზი]], მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლი და კლარჯეთი – ქართამს.
 
[[მითრიდატე (სომხეთის მეფე)]]
 
==ისტორიული წყაროები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადერკი“-დან