ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 89:
 
===მოგზაურობა კახეთსა და დაღესტანში===
თბილისიდან წასული როინაშვილი, თელავში სახლდება. იწყებს კახეთის ისტორიული ძეგლების გადაღებას. გაზეთ დროების კორესპოდენტი წერს:
{{ციტატა|გუშინწინ 24 ღვინოობისთვეს (1880 წელი), თელავში ჩამოვიდა დაუღალავი მუშაკი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი, დიდი პატივისცემა და მადლობა მართებს ჩვენგან ამ უჩინარ კაცსა, რომელიც მიუდგომელად, წინამდგომი ათასგვარი დაბრკოლებისა და სიძნელისა, დაუღალავად და ერთხელ მტკიცედ გარკვეულის გზით ასრულებს თავის განზრახვას.}}
 
[[1880]] წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. დაახლოებით ერთ წლამდე ის კახეთში მუშაობდა, იღებდა ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. [[1881]] წლიდან ის დაღესტანში გადადის სადაც რვა წელი იმუშავა. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.