ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მამა მისი სოლომონი ყოფილა ხელოსანი, უნაგირების მკეთებელი. 14 წლის იყო ალექსანდრე მამა ადრერომ გარდაეცვლიაგარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დასწოლია კისერზე მის დედას მარინეს. იმ რთულ პერიოდში როინაშვილების ოჯახს გვერდში დაუდგა დუშეთის გლეხობა, რომელთაც ითავეს როინაშვილზე მიწერილი ყოველგვარი სახაზინო გადასახადის გადახდა. საარქივო მასალებში შემონახულია ერთი საბუთი რომელსაც ხელს აწერს 32 პირი.
{{ციტატა|<center>'''მოწმობა'''</center>
 
მიეცი ესე მცხოვრებთგნით შტატ გარეთ ქალაქ დუშეთისა მცხოვრებს მასსავე ქალაქისა სახაზინო ყმას ალექსანდრე სოლომონის ძე როინოვს, მას შინა რომელ ხვედრი მისდა სახაზინო ხარჯი და გამოსაღები ვითარცა ფულით ეგრეთვე ბუნებითი მიგვიღია თავსა ზედა ჩვენზედ საუკუნოთ და ვიკვრით ყოველთვის შევიცნოთ სადაც ჯერ არს, ყოვლის უარის უყოფელად, იგივე ალექსანდრე როინოვი განგვითავისუფლებისა საუკუნოთ ამა ხარჯიდამ: ნება აქვს საფუძველსა ზედა რუსეთის კანონისა შევიდეს სასულიეროს წოდებაში ანუ სადაცა კეთილ განიზრახავს.
 
ვითარცა პირი თავისუფალი, მასზე ხელის მოწერითა ჩვენთა ვემოწმებით.
 
ქ. დუშეთი. მარტისა დღესა ჩყვა წელსა.
 
მოსდევს ოცდათორმეტი ხელმოწერა.}}
 
პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ დუშეთის სასწავებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში. ანანურის სკოლას მეტსახელად კაზარმების სკოლას ეძახდნენ, რადგანაც იქ მოხვედრილ ბავშვებს ადმინისტრაცია არუსებდა, უკრძალავდა ქართულად ლაპარაკს, ამ სკოლაში ალექსანდრე დიდხანს არ გაჩერებულა. აუტანელი რეჟიმის გამო მან თავი დაანება სასწავლებელს და სახლში ბრუნდა. ხელმოკლეობისაგან შევიწროებულმა დედამ ის ქალაქ [[ვლადიკავკაზი|კავკავში]] წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს მიაბარა, მალევე დაანება თავი ვაჭრობას და თბილისში ჩამოვიდა.