ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მამა მისი სოლომონი ყოფილა ხელოსანი, უნაგირების მკეთებელი. ალექსანდრე მამა ადრე გარდაეცვლია და მისი აღზრდა მთლიანად დასწოლია კისერზე მის დედას მარინეს.
დაიბადა ღარიბი გლეხის, მეუნაგირის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა სრულად დედას დააწვა. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ დუშეთის სასწავებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში. სკოლაში აუტანელი რეჟიმის გამო ის თავს ანებებს სასწავლებელს და სახლში ბრუნდება. დედამ ის ქალაქ [[ვლადიკავკაზი|კავკავში]] წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს მიაბარა, მალევე ანებებს თავს ვაჭრობას და თბილისში ბრუნდება.
 
პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ დუშეთის სასწავებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში. ანანურის სკოლას მეტსახელად კაზარმების სკოლას ეძახდნენ, რადგანაც იქ მოხვედრილ ბავშვებს ადმინისტრაცია არუსებდა, უკრძალავდა ქართულად ლაპარაკს, ამ სკოლაში ალექსანდრე დიდხანს არ გაჩერებულა. აუტანელი რეჟიმის გამო მან თავი დაანება სასწავლებელს და სახლში ბრუნდა. ხელმოკლეობისაგან შევიწროებულმა დედამ ის ქალაქ [[ვლადიკავკაზი|კავკავში]] წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს მიაბარა, მალევე დაანება თავი ვაჭრობას და თბილისში ჩამოვიდა.
 
მისი თბილისში წამოსვლის შესახებ ორი ცნობა არსებობს: პირველი ცნობის მიხედვით, რომელსაც გვაწვდის ვასილ როინაშვილი თავის მოგონებაში, ახალგაზრდა ალექსანდრე ვიღაც მეფურგუნის დახმარებით კავკავიდან გაპარულა თბილისში. დედას რომ არ შეეტყო მისი გაპარვა, თავის მშობლიურ დუშეთში არც კი შეუვლია.
 
დიდ ქალაქში მოხვედრილ ახალგაზრდა ალექსანდრეს მნიშვნელობა არ ჰქონდა ვისთან მოეწყობოდა შეგირდად — დერციკთან თუ ხარაზთან ოღონდაც კი სამუშაო ეშოვნა და რაიმე ხელობა შეესწავლა. სამუშაო ვერსად ვერ უშოვნია ბოლოს ოქრომჭედლების ქუჩაზე ერთ მკერავთან შესულა, იქაც რომ უარი მიუია გულდაწყვეტილი გამობრუნებულა. ამ დროს ის შეუჩერებია ერთ მუშტარს და ვინაობა გამოუკითხვია. უცნობს წინადადება მიუცია მისთვის წაყოლოდა მას და აღუთქვამს მისთვის ხელობის შესწავლა ასევე მისი შენახვა.
თბილისში იგი ცნობილ ფოტოგრაფის ხლამოვის სახელოსნოში მიიღეს მოწაფედ. ნიჭიერი ალექსანდრე მალევე ხლამოვის მარჯვენა ხელი ხდება. [[1860]]-[[1865]] წლებში ის ხლამოვის დახმარებით გახსნა ფოტო-სახელოსნო. ალ. როინაშვილი პირველი ქართველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც საკუთარი ფოტო-ატელიე დაარსა. მან სახელი მალევე მოიხვეჭა და დაიწყო ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა გადიდებული სურათების გამოშვება, რომელიც ხალხში სწრაფად ვრცელდებოდა.