გიორგი გოგელია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|გოგელია}} '''გიორგი (კომანდო) ილიას ძე გოგელია''' (დ. 6 სექტემბ...
 
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ ქუთაისის საულიერო სემინარია. [[1897]] წელს გაემგზავრა საფრანგეთში, შევიდა ქ. ნანსის აგრონომიულ სასწავლებელში, შემდეგ [[ლოზანა]]ში (შვეიცარია) დაამთავრა აგრონომიული ფაკულტეტი. სწავლას მოწყურებულიახალგაზრდა არც ამას სჯერდება და ჯენევის უმაღლეს სასწავლებელში ისმენს ლექციების კურსს ქიმიაში. უცხოეთში იგი დიდი რევოლუიური წრეების მონაწილეა და პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებს შორის. თავის მეუღლესთან ერთად, ჟენევაში რედაქტორობას ანარქისტების პარტიულ ორგანოს „ხლებ ი ვოლიას“, რომელშიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი ანარქისტები [[პეტრე კროპოტკინი]], [[ვარლამ ჩერქეზიშვილი]] და [[ლუიჯი ბერტონი]]. რუსეთის პირველი რევოლუციის დროიდან კ. გოგელია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურაა ანარქისტებს შორის და ქედან მოყოლებული, თებერვლის რევოლუციამდე რედაქტორობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებს, მონაწილეობს მიტინგებსა და დისკუსიებში, კითხულობს ლექციებს. [[1905]] წლის რევოლუციის დროს ჩამოდის სამშობლოში, სოხუმსა და თბილისში ეწევა რევოლუციურ პროპაგანდას, რედაქტორობს „ნობათს“ და „მუშას“. მაგრამ მალე მთავრობისაგან დევნილი ისევ [[ევროპა]]ს აფარებს თავს — ჯერ [[შვეიცარია]]შია, შემდეგ საფრანგეთში. კ. გოგელია ინგლისში უკავშირდება პ. კროპოტკინსა და ვ. ჩერქეზიშვილს, აქვეყნებს შრომებს; მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „როგორ და რისგან განვითარდა რევოლუციონერული სინდიკალიზმი?“, პ. კროპოტკინის წინასიტყვაობით. აქვე უნდა ითქვას ის, რომ კროპოტკინი და მისი ქართველი მიმდევრების შეხედულებები გაარიტიკა ი. სტალინმა თავის თხზულებაში „ანარქიზმი თუ სოციალიზმი?“.
 
[[1921]] წელს კომანდო გოგელია მძიმე ავადმყოფი ჩამოდის საქართველოში. ცხოვრობს ჯერ ქუთაისში, შემდეგ ქობულეთში, სიცოცხლე დაასრულა ფსიქიატრულ საავადმყოფოში.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_გოგელია“-დან