ავსტრალია (კონტინენტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 500:
 
ავსტრალიური წარმოშობის პოპ-შემსრულებლებს შორის ცნობილია [[კაილი მინოუგი]], [[ნატალი იმბრულია]], [[ოლივია ნიუტონ-ჯონი]], [[კიტ ურბანი]], [[დანი მინოუგი]], [[დარენ ჰეიზი]], [[გაბრიელა ჩილმი]], [[ჯეისონ დონოვანი]], [[ჯიმი ბარნსი]], ასევე ახალგაზრდა შემსრულებელი [[კოდი სიმპსონი]].
 
=== ცეკვა და ბალეტი ===
ავსტრალიის ცეკვა მოიცავს ავსტრალიაში წარმოდგენილი 200 ეროვნების სტილის საკმაო ფართე სპექტრს, [[ავსტრალიელი აბორიგენები|აბორიგენულიდან]] ტრადიციულ ავსტრალიურ [[ბუშის ცეკვა|«ბუშის» ცევამდე]] და [[კლასიკური ბალეტი]]დან და [[სამეჯლისო ცეკვები]]დან [[თანამედროვე ცეკვები|თანამედროვე ცეკვებამდე]] და [[მულტიკულტურალიზმი|მულტიკულტურალურ]] საცეკვაო ტრადიციებამდე.
 
ყველაზე უფრო სახელოვანი ავსტრალიელი მოცეკვავეები არიან [[ედუარდ ბოროვანსკი]], [[რობერტ ჰელპმანი]] და [[პოლ მერკურიო]].
 
ავსტრალიაში მოქმედებს ავსტრალიის საცეკვაო საბჭო ({{lang-en|Australian Dance Council}}, ''Ausdance'') — ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია ქვეყანაში ცეკვების მხარდასაჭერად და 1997 წლიდან ანიჭებს ავსტრალიის საცეკვაო პრემიებს.
 
==== ავსტრალიელ აბორიგენთა ცეკვები ====
ავსტრალიელი აბორიგენების ტრადიციულ ცეკვებს თან სდევდა სიმღერები და წარმოადგენდა [[სიზმრების დრო]]ის ({{lang-en|Dreamtime}}) თეატრალურ წარმოდგენას. ზოგჯერ ადამიანები ცეკვაში იმიტირებენ ცხოველების ქცევას. მათ ქვეყანაში ადამიანებისთვის ცეკვები განსაზღვრავდნენ როლებს, ვალდებულებებს და თვით საცხოვრებელ ადგილს. ეს რიტუალური წარმოდგენები აბორიგენებს აძლევდნენ საკუთარი ადგილის შეგრძნებას სოციალურ, გეოგრაფიულ და ბუნებრივ ძალებთან ურთიერთმოქმედებაში. ეს წარმოდგენები დაკავშირებული იყო გარკვეულ ადგილებთან და საცეკვაო მოედნები ხშირად წმინდა ადგილები იყო. მორთულობა და სპეციფიკური ჟესტები დამოკიდებული იყო მოცეკვავის წარმოშობასთან (მაგალითად ეს ეხება სიზმრების დროის არსებებს, რომლებთანაც დაკავშირებულია გარკვეული პირები და ჯგუფები). ავსტრალიელი აბორიგენების უმრავლესობისთვის ეს ცეკვები საღვთო საიდუმლობები იყო, სქესსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მამაკაცები და ქალები ემორჩილებოდნენ სხვადასხვა ტრადიციებს<ref>ცეკვები [[ავსტრალიელი აბორიგენების ენციკლოპედია]]ში ({{lang-en|Encyclopaedia of Aboriginal Australia}}), ტომი 1 — ფურცლები 255—257</ref>.
 
აბორიგენების ტრადიციული ცეკვების აღნიშვნისთვის გამოიყენება ტერმინი [[კორობორი]] ({{lang-en|corroboree}}), რომელიც წარმოდგება სიდნეის რეგიონის მოსახლეობის ლექსიკონიდან. ზოგიერთ ადგილებში ავსტრალიელი აბორიგენები ასრულებენ «კორობორის» ცეკვებს ტურისტებისათვის.
 
XX საუკუნის ბოლოს ავსტრალიის სცენურმა და თანამედროვე ცეკვებმა ავსტრალიელი აბორიგენების თანამედროვე ცეკვების გავლენა განიცადა. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია ავსტრალიის კუნძულელების და აბორიგენების წეს-ჩვეულებების განვითარების ეროვნული ასოციაციის ({{lang-en|National Aboriginal Islander Skills Development Association}}) მოღვაწეობით, რომელიც ავსტრალიელ აბორიგენებს ასწავლის ცეკვებს, ასევე ბანგარის ცეკვის თეატრის გახსნით.
 
==== ცეკვის სხვა სახეობები ====
ბუშის ცეკვა ({{lang-en|Bush dance}}) ავსტრალიაში ვითარდებოდა, როგორც ხალხური ცეკვის ფორმა და რომელიც არის ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის და სხვა ევროპული ქვეყნების ხალხურ ცეკვებთან ნარევი. თემებში საყვარელი ცეკვები იყო ევროპული წარმოშობის ცეკვები — ირლანდიური [[კეილი (ცეკვა)|კეილი]] ''«ერინის სიამაყე»'' ({{lang-en|Pride of Erin}}) და [[კადრილი]] ''«The Lancers»''. ლოკალურად აღმოცენებულ ცეკვებს ეძახიან ''«ბონდის ხმებს»'' ({{lang-en|Waves of Bondi}}), მელბურნის [[შაფლი]] ({{lang-en|Shuffle}}) და [[ნიუ-ვოგი]]ს ცეკვა ({{lang-en|New Vogue}}).
 
მოსვლისას იმიგრანტებს თან მოჰქონდათ საკუთარი ქვეყნის საცეკვაო ტრადიციები. იმიგრანტების და მათი ოჯახების ენთუზიაზმის მეოხებით, ავსტრალიაში გაჩნდა სხვადასხვა ხალხის ტრადიციული ცეკვები. ავსტრალიაში საკმაოდ ხშირად გვხვდება ბალტიისპირული, [[შოტლანდიური ცეკვები|შოტლანდიური]], [[ირლანდიური ცეკვები|ირლანდიური]], [[ინდოეთის კლასიკური ცეკვები|ინდური]], ინდონეზიური ან აფრიკული ხალხური ცეკვები, რომლების შესწავლაც შესაძლებელია ავსტრალიის საზოგადოებრივ ცენტრებში და საცეკვაო სკოლებში.
 
მიუხედავად ამისა ბევრი საცეკვაო ჯგუფი იყენებს სხვადასხვა წარმოშობის ცეკვებს, ევროპული სამეფო კარის და [[ისტორიული ცეკვები]]ს ჩათვლით, ასევე ტრადიციულ ნაბიჯებს და თანამედროვე მუსიკას და სტილს.
 
[[ავსტრალიის ბალეტი]] ({{lang-en|The Australian Ballet}}) ავსტრალიის [[კლასიკური ბალეტი]]ს მოცეკვავეთა ანსამბლია. ის 1962 წელს დააარსა ინგლისელმა ბალერინა [[პეგი ვან პრაა]]მ ({{lang-en|Peggy van Praagh}}) და დღეისათვის საერთაშორისო საბალეტო ანსამბლების მიერ აღიარებულია ერთ-ერთ დიდ ბალეტად მსოფლიოში<ref>[http://www.australianballet.com.au/about_us/history ანსამბლის ისტორია]</ref>. ანსამბლი მდებარეობს მელბურნში და პუბლიკას უჩვენებს დადგმებს, როგორც კლასიკური რეპერტუარიდან, ასევე ავსტრალიელი და უცხოელი ქორეოგრაფების თანამედროვე ნამუშევრებს. 2010 წლიდან დაწყებული ანსამბლმა მაყურებელს უჩვენა 200-ზე მეტი წარმოდგენა მთელი ავსტრალიის სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებში და საზღვარგარეთულ ტურნეებში. რეგულარული გამოსვლები ტარდება [[მელბურნის ხელოვნების ცენტრი|მელბურნის ხელოვნების ცენტრში]] ({{lang-en|The Arts Centre}}), [[სიდნეის ოპერის თეატრი|სიდნეის ოპერის თეატრში]] ({{lang-en|Sydney Opera House}}), [[სიდნეის თეატრი|სიდნეის თეატრში]] ({{lang-en|Sydney Theatre}}), [[ადელაიდას საფესტივალო ცენტრი|ადელაიდას საფესტივალო ცენტრში]] ({{lang-en|Adelaide Festival Centre}}) და [[საშემსრულებლო ხელოვნების კუინზლენდის ცენტრი|საშემსრულებლო ხელოვნების კუინზლენდის ცენტრში]] ({{lang-en|Queensland Performing Arts Centre}})<ref>[http://www.australianballet.com.au/about_us The Australian Ballet-ის ანსამბლის შესახებ]</ref>.
 
[[გრემ მერფი]] მსოფლიოში [[ბალეტი]]ს ერთ-ერთი გამოჩენილი დამდგმელია.
 
=== ლიტერატურა ===