ავსტრალია (კონტინენტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 491:
 
ჯანდაცვაზე საერთო ხარჯები (კერძო სექტორის ხარჯების ჩათვლით) შეადგენს [[მთლიანი შიდა პროდუქტი]]ს (მშპ) დაახლოებით 9,8 %-ს.<ref>{{cite web|url=http://www.dfat.gov.au/facts/healthcare.html|title=Health care in Australia|year=2008|work=About Australia|publisher=Department of Foreign Affairs and Trade|archiveurl=https://web.archive.org/web/20100404084746/http://www.dfat.gov.au/facts/healthcare.html<!-- Added by H3llBot -->|archivedate=4 April 2010}}</ref> ავსტრალიამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვა 1975 წელს.<ref name="medicbrief">{{cite web|url=http://www.aph.gov.au/library/intguide/SP/medicare.htm|title=Medicare&nbsp;– Background Brief|last=Biggs|first=Amanda|date=29 October 2004|work=Parliament of Australia: Parliamentary Library|publisher=Commonwealth of Australia|accessdate=16 April 2010|location=Canberra, ACT|archiveurl=https://web.archive.org/web/20100414012007/http://www.aph.gov.au/library/intguide/SP/medicare.htm|archivedate= 14 April 2010|deadurl=no}}</ref> ცნობილი როგორც "მედიკერი", რომელიც დღეისათვის ნომინალურად ფინანსირდება საშემოსავლო გადასახადიდან, რომელსაც ეძახიან მედიკერის გადასახადს და დღეისათვის შეადგენს 1,5 %-ს.<ref>{{cite web|url=http://www.ato.gov.au/individuals/content.asp?doc=/content/17482.htm&pc=001/002/030/003/001&mnu=&mfp=&st=&cy=1|archiveurl=https://web.archive.org/web/20080610171946/http://www.ato.gov.au/individuals/content.asp?doc=/content/17482.htm&pc=001/002/030/003/001&mnu=&mfp=&st=&cy=1|archivedate=10 June 2008|title=What is the Medicare levy?|accessdate=17 April 2010|author=Australian Taxation Office|work=Australian Taxation Office website|publisher=Australian Government|date=19 June 2007}}</ref> შტატების მთავრობები მართავენ საავადმყოფოებს და მათზე მიმაგრებული პოლიკლინიკების მომსახურებას, მაშინ როდესაც ცენტრალური ხელისუფლება განაგებს ფარმაცევტული შეღავათების თანხებს (მედიკამენტების შესყიდვის ხარჯების სუბსიდირება) და საერთო პრაქტიკას.<ref name="medicbrief"/>
 
== კულტურა ==
 
=== მუსიკა ===
ავსტრალიაში გამოგონილია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სასულე ინსტრუმენტი — [[დიჯერიდუ]].
 
მსოფლიო აღიარება მოიპოვეს ავსტრალიურმა [[ალტერნატიული როკი|ალტერნატიული]] და [[როკ-მუსიკა|როკ-მუსიკის]] ჯგუფებმა [[Jet]], [[ბი ჯიზი]], [[AC/DC]], [[ნიკ კეივი]], [[Airbourne]], [[INXS]], [[Savage Garden]], [[Silverchair]], [[The Temper Trap]], [[Midnight Oil]], [[The Living End]], [[Pendulum]], [[The Amity Affliction]], [[5 Seconds of Summer]].
 
ავსტრალიური წარმოშობის პოპ-შემსრულებლებს შორის ცნობილია [[კაილი მინოუგი]], [[ნატალი იმბრულია]], [[ოლივია ნიუტონ-ჯონი]], [[კიტ ურბანი]], [[დანი მინოუგი]], [[დარენ ჰეიზი]], [[გაბრიელა ჩილმი]], [[ჯეისონ დონოვანი]], [[ჯიმი ბარნსი]], ასევე ახალგაზრდა შემსრულებელი [[კოდი სიმპსონი]].
 
=== ლიტერატურა ===
ავსტრალიის ლიტერატურა — ინგლისურენოვანი ლიტერატურაა, რომელიც იქმნებოდა და იქმნება ავსტრალიის ტერიტორიაზე.
 
200 წელზე მეტი ხნის ავსტრალიის ლიტერატურის განვითარება იყოფა სამ პერიოდათ:
* კოლონიალური, ანუ ინგლისურ-ავსტრალიური ეპოქა ([[1788]]—[[1880]] წლები);
* ეროვნული ეპოქა ([[1880]]—[[1920]] წლები);
* თანამედროვე ეპოქა ([[1920]] წლიდან — დღევანდელ დღემდე).
 
ავსტრალიის პირველი ლიტერატურული ძეგლები გახდა ჯონ უაიტის ([[1756]]—[[1832]]), უოტკინ ტენჩის ([[1758]]—[[1833]]) და დევიდ კოლინზის ([[1756]]—[[1810]]) მემუარები და საგზაო ჩანაწერები, ხოლო ჯონ ტაკერმა თავის რომანებში მხატვრულად აღწერა კატორღელთა მძიმე ცხოვრება.
 
პირველი პოეტური ნაწარმოებები შექმნეს ჩარლზ ტომპსონმა ([[1806]]—[[1883]]) და ჩარლზ ვენტვორტმა ([[1790]]—[[1872]]). იმ დროის გამოჩენილი პოეტები იყვნენ ირლანდიელი კატორღელის შთამომავალი ჩარლზ გარპური ([[1813]]—[[1868]]) და [[ჰენრი კენდალი]] ([[1839]]—[[1882]]).
 
ავსტრალიის ლიტერატურის ეროვნული ეპოქა დაიწყო ყოველკვირეულმა გამოცემა «ბიულეტენმა» (ინგლ. The Bulletin), რომელიც დააარსეს ჟიულ ფრანსუა არჩიბალდმა და ჯონ ჰაინსმა. ამ გამოცემის მეშვეობით შეიძინა პოპულარობა ისეთმა პოეტებმა, როგორებიცაა [[ენდრიუ ბარტონ პატერსონი]], ფსევდონიმით ბანჯო (1864—1941) თავისი ბალადებით ავსტრალიურ ბუშზე, ჩარლზ ბრენანი და ჯონ ნილსონი, რომლებიც უფრო მეტად ორიენტაციას აკეთებდნენ ინგლისურ და ფრანგულ [[ესტეთიზმი|ესტეთიზმზე]] და [[სიმბოლიზმი|სიმბოლიზმზე]]. [[ჰენრი ლოუსონი]]ს (1867—1922) პოეზია სამოქალაქო ლირიკის საუკეთესო მაგალითია.
 
1920-იანი წლების დასაწყისიდან ავსტრალიის ლიტერატურა ევროპული და ამერიკული ლიტერატურული მიმდინარეობებისათვის უფრო ღია გახდა. ლირიკაში გახსნილობისკენ სწრაფვა დაეტყო ისეთი პოეტების ქმნილებებს, როგორებიცაა კ. მაკენზი, ჯეიმს მაკოლი, ალეკ დერვენტ ჰოუპი, რომლებისთვისაც დამახასიათებელია კომკრეტულად მგრძნობიარე ლექსები რეალურ სამყაროზე. ჯუდიტ რაიტი, ფრენსის უები და ბრიუს დეივი ისწრაფოდნენ პეიზაჟულ-სიმბოლიკური ლირიკისკენ და პიროვნულ პოეზიისკენ. როზმარი დობსონი და რ. დ. ფიცჯერალდი უპირატესობას აძლევდნენ ისტორიულ თემატიკას.
 
50-იან წლებში გამოჩნდა ეგრედ წოდებული მელბურნის უნივერსიტეტის ({{lang-en|Melbourne University Poets}}) პოეზიური სკოლა, რომლის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ვინსენტ ბაკლი, რონალდ სიმპსონი, კრის უოლეს-კრები, ივენ ჯონსი, ნოელ მაკეინში, ენდრიუ ტეილორი. ამ სკოლის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებდნენ რთულ ფორმებს და ინტელექტუალურ [[ალუზია]]ს. XXI საუკუნის დასაწყისის ავსტრალიის პოეზია წარმოდგენილია [[ლესლი ლებკოვიცი]]ს შემოქმედებით.
 
XX საუკუნის ავსტრალიურმა რომანმა გამოსცადა ამერიკული და ევროპული [[ფილოსოფია|ფილოსოფიური]] და ლიტერატურული მიმდინარეობა. რომანების მთავარი თემა იყო ადამიანის შიდა სამყაროს [[ფსიქოლოგია|ფსიქოლოგიური]] აღწერა, ავსტრალიის საზოგადოების საწყისების გამოკვლევა. 20-იანი წლების ტიპიური რომანი იყო გ. რიჩარდსონის «რიჩარდ მაჰოუნის ბედი», რომელშიც წარსულის ინტერესი ერწყმოდა სულიერი მარტოობის თემას. მსგავსი ტენდენციები შეიმჩნევა სხვა პროზაიკოსების ნამუშევრებში: მ. ბოიდი, ბრაიან პენტონი, მარჯორი ბერნარდი, ფლორა ელდერშოუ.
 
სოციალ-კრიტიკული თემები, კერძოდ ცხოვრების თემა გარეუბნებში, აინტერესებდათ ისეთ რომანტიკოსებს, როგორებიცაა კატარინა პრიჩარდი, ფრენკ დელბი დევიდსონი, ლეონარდ მანი, ფრენკ ჰარდი. სოციალური პრობლემების სატირული გაშუქება დამახასიათებელია ჰ. ჰერბერტის, სამნერ ლოკა ელიოტის, კ. მაკენზის შემოქმედებაში.
 
1973 წელს პროზაიკოსმა [[პატრიკ უაიტი|პატრიკ უაიტმა]] მიიღო [[ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში]]. მასთან ავსტრალიური კონტექსტით და სტილისტიკით ახლოსაა რ. შოუს, კრისტოფერ კოჰის, გეილ პორტერის ნაწარმოებები.
 
ავსტრალიური [[ნოველა|ნოველებმა]] ახალი აყვავება განიცადა XX საუკუნის 40-იან წლებში. ამ პერიოდის ავსტრალიურ ნოველებში დამახასიათებელია [[ჯეიმზ ჯოისი]]ს, [[ერნესტ ჰემინგუეი]]ს და [[ჯონ დოს პასოსი]]ს სტილისტიკის გავლენა. ნოველის ჟანრის განვითარებისათვის მთავარი იყო ''From Coast to Coast''-ს ყოველწლიური ანტილოგიები, რომელსაც გამოსცემდა უეინს პალმერი. ნოველების მთავარი ავტორები არიან: თია ესტლი, მიურეი ბეილი, მარჯორი ბერნარდი, გევინ კესი, პიტერ კოვანი, ფრენკ მორჰაუზი, უეინს პალმერი, გეილ პორტერი, კრისტინა სტიდი და სხვები.
 
თვითმყოფადი ავსტრალიური დრამა განვითარდა მხოლოდ [[არტ-ნუვო]]ს ეპოქაში. დრამის განვითარებას მთავარი თეორიული და პრაქტიკული იმპულსები მისცა ლუის ესონმა ([[1879]]—[[1943]]). ავსტრალიის გამოჩენილი დრამატურგებია: კატარინა პრიჩარდი (უფრო პოლიტიკური დრამა), უეინ პალმერი («შავი ცხენი», [[1924]]), ბეტი როლანდი, ჰენრიეტა დრეიკ-ბროკმანი, დევიდ უილიამსი, ალექსანდრ ბუზო, ჯონ რომერილი, დოროთი ჰიუიტი, ალენ სეიმური, პიტერ კენა, ტომ ჰანგერფორდი, ტომას შეპკოტი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==