შრი-ლანკის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
[[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას თავში ჩაუდგა [[სინჰალი]]სა და [[ტამილი]]ს ბურჟუაზია, რომელმაც 1919 წელს შექმნა პირველი პოლიტიკური პარტია - [[ცეილონის ეროვნული კონგრესი]]. [[1935|1935 წელს]] დაარსდა [[ლანკის სოციალური პარტია]]. [[1943]]-ში შეიქმნა [[ცეილონის კომპარტია]]. ომის შემდგომ წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდამ აიძულა ინგლისი [[1948]] წლის [[4 თებერვალი|4 თებერვალს]] შრი-ლანკისათვის [[დომინიონი]]ს სტატუსი მიენიჭებინა. [[1955]] წელს ქვეყანა გაეროს წევრი გახდა. [[1956|1956 წელს]] ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა [[სოლომონ ბანდარანაიკე]], რომელმაც გაატარა მთელი რიგი პროგრამული ღონისძიებები. რეაქციულმა ელემენტებმა [[1959]] წელს მოკლეს ბანდარანაიკე. [[1960]] წლის [[ივლისი|ივლისში]] პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვეს დემოკრატიულმა ძალებმა. ახალ მთავრობას სათავეში ჩაუდგა [[სირიმავო ბანდარანაიკე]] (სოლომონ ბანდარანაიკეს ქვრივი), რომელმაც გააგრძელა წინაპორბედის პოლიტიკა. [[1965|1965 წლის]] პარლამენტის არჩევნებში შედარებით მეტი ადგილი მიიღო გაერთიანებულმა ეროვნულმა პარტიამ (გეპ), რომლის ლიდერი [[დადლი სენანაიკე]] სათავეში ჩაუდგა მთავრობას. [[1970]]-ში შეიქმნა ახალი კოალიციური მთავრობა სირინამო ბანდარანაიკეს მეთაურობით. მან ფართო დემოკრატიული გარდაქმნებსა და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაფართოებაზე აიღო გეზი. [[1972]] წლის [[22 მაისი|22 მაისს]] [[ცეილონი]] შრი-ლანკის რესპუბლიკად გამოცხადდა. ახალმა კონსტიტუციამ გააუქმა დიდ ბრიტანეთზე დამოკიდებულების ყველა პოლიტიკური ფორმა, გაატარა აგრალური რეფორმა. მაგრამ მთავრობამ ვერ შეძლო იმედების გამართლება. ამით ისარგებლე მემარჯვენე ძალებმა და შეძლეს მემარცხენე კოალიციის გათიშვა. [[1977|1977 წელს]] კომპარტიამ, ლანკის სოციალისტურმა პარტიამ და სახელმწიფო დემოკრატიულმა პარტიამ შექმნეს გაერთიანებული მემარცხენე ფრონტი. [[1977]] წლის არჩევნებში გაიმარჯვა გეპ-მა. მთავრობის მეთაური გახდა მისი ლიდერი [[ჯაივარდენე]].
 
[[1978]] წლის [[7 სექტემბერი|7 სექტემბერს]] გამოცხადდა შრი-ლანკა გამოცხადდა დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკად. [[1982]] წელს პირველად ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო [[1983]] წლის [[მაისი|მაისში]] პარლამენტის არჩევნები გაიმართა. ხმების უმრავლესობა გეპ-მა მიიღო. [[ივლისი]]ს დასასრულს კვლავ დაიძაბა ურთიერთობა სინჰალურ და ტიმილურ თემებს შორის, რასაც შეიარაღებული თავდასხმა მოჰყვა. "[[ტამილების საკითხი]]" გარკვეულ ზემოქმედებას ახდენდა ინდოეთ - შრი-ლანკის ურთიერთობაზე. საგარეო პოლიტიკაში იგი განაგრძობს [[მიუმხრობლობის პოლიტიკა]]ს.
 
==ლიტერატურა==