იროდიონ ევდოშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''იროდიონ ევდოშვილი''', ოფიციალური სახელი '''იროდიონ ხოსიტაშვი...
 
No edit summary
ხაზი 2:
 
თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890 წ.) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. 1905 – 1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის მას აპატიმრებენ და ასახლებენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში იბეჭდება ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები ჟურნალებში „კვალი“, „ივერია“ და სხვ. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოემა „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა“.
 
მშრომელ ხალხს რევოლუციური ბრძოლისაკენ მოუწოდებდა. მუშათა რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის გამოძახილი იყო მისი ლექსები „სიმღერა“ (1903), „ჩემს მტერს“; თარგმანები (1905 – 1907 წწ.); „მარსელიოზას“ და სხვ. ირ. ევდოშვილის პოემა „მუშა და მუზა“ მიზნად ისახავს მშრომელთა თავისუფლებისათვის ბრძოლას, პოლიტიკური სიმახვილე და აქტუალურობა კი განსაზღვრავს მისი პროზაული ნაწარმოებების ხასიათს. რეაქციის პერიოდში (1908 წლიდან) მის პოეზიაში უკვე ნელ-ნელა სევდისა და მოღლილობის მოტივები კრთება („ისევ გოლგოთა“, „მოღლილობა“, „გატეხილი ჩანგი“, „1915“ და სხვ.).