იროდიონ ევდოშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ქართველი მწერალი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''იროდიონ ევდოშვილი''', ოფიციალური სახელი '''იროდიონ ხოსიტაშვი...
(განსხვავება არ არის)

12:43, 30 მარტი 2015-ის ვერსია

იროდიონ ევდოშვილი, ოფიციალური სახელი იროდიონ ხოსიტაშვილი (დ. 7 მაისი, 1873, ახლანდელი სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბისხევი; გ. 2 მაისი, 1916) — ქართველი მწერალი.

თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890 წ.) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. 1905 – 1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის მას აპატიმრებენ და ასახლებენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში იბეჭდება ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები ჟურნალებში „კვალი“, „ივერია“ და სხვ. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოემა „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა“.