გიორგი სააკაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
[[სურათი:Giorgi Saakadze the Grand Mouravi.jpg|thumb|”გიორგი სააკაძის უცნობი პორტრეტი”]]
 
სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. დიდი ფეოდალი, არაგვის ერისთავი ნუგზარინუგზარ კუპრაძე,
თავისთავად შეიქმნა მეფის ერთგული, რადგან გიორგის სიმამრი იყო. შესუსტდა ფეოდალთა ანარქია. სააკაძემ ყურადღება მიაქცია ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო.
 
სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო [[1608]]-[[1612]] წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და ([[1611]]), სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება [[ტაშისკარის ბრძოლა 1609|ტაშისკარის ბრძოლაში]] ([[1609]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_სააკაძე“-დან