'''იოანე''' (გვარად ''დიასამიძე'') — აღმოსავლეთ საქართველოს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] [[1688]]-[[1692]] და [[1695]]-[[1700]] წლებში. მხარს უჭერს [[ერეკლე I|ერეკლე I-ს]] [[ გიორგი XI|გიორგი XI-ის]] წინააღმდეგ ბრძოლაში. ზრუნავდა მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეკონომიკურად გაძლიერებისათვის. [[1692]] წელს [[დავითგარეჯა|დავით-გარეჯის]] მონასტერს მცხეთის შემოსავლიდან დაუწესა ყოველწლიური ულუფა-ჯამაგირი სურსათის სახით.
==ლიტერატურა==
{{ქსე|5|187|ლომინაძე ბ.}}
{{საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები}}