ილო მოსაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|მოსაშვილი}} '''ილო ონისიმეს ძე მოსაშვილი''' (დ. 7 იანვარი, 1896...
 
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
სწავლობდა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში. [[1914]] წელს იურიდიული განათლების მისაღებად გაემგზავრა პეტერბურგს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადავიდა ხარკოვში და იქ განაგრძო სწავლა ამავე ფაკულტეტზე.
 
ქართულ მწერლობაში ყმაწვილი ლექსებით შემოვიდა. [[1911]] წელს გაზეთ „სინათლეში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები, ხოლო აქტიური ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო [[1920]] წლიდან. ილო მოსაშვილის პოეზია აღსავსეა ღრმა ლირიზმით და მასშტაბურობით.
 
პოეზიის გარდა, ილო მოსაშვილმა თავისი სიტყვა თქვა პროზაშიც. ამასთანავე ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. მან ქართველი მკითხველი აზიარა [[ივანე კრილოვი]]ს, [[ტარას შევჩენკო]]ს, [[ივან ფრანკო]]ს, [[ვლადიმერ მაიაკოვსკი]]ს, [[სერგეი ესენინი]]ს და სხვა პოეტებისა და მწერლების ნიმუშებს. დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობას. აღსანიშნავია მისი ღვაწლი დრამატურგიაში. მან გაამდიდრა ჩვენი თეატრების რეპერტუარი ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე შესანიშნავი ქმნილებებით. ქართულ სცენაზე წლების მანძილზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: „სადგურის მორიგე“, „გზა მომავლისა“, „ჩაძირული ქვები“, „მისი ვარსკვლავი“. ამ ორი პიესით შექმნილ სპექტაკლებს რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიები მიენიჭათ.
 
ილო მოსაშვილი რამდენიმე ქართული ფილმის სცენარის ავტორია. კერძოდ, შ. ბერიშვილმა [[1935]] წელს მისი სცენარით გადაიღო კინოფილმი „მდინარის გადაღმა“, დ. რონდელმა „არშაულა“, ივანე პერესტიანმა „ორი მეგობარი“, ლ. ესეკიამ „გაღმელი ქალიშვილი“, დ ანტაძემ და ა. ჯალიაშვილმა „სადარაჯო ჯიხური“, ნ. შენგელიამ და დ. ანთაძემ „ის კიდევ დაბრუნდება“.
 
ილო მოსაშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მშვიდობის დაცვის საქართველოს კომიტეტს. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრი. დაჯილდოვებული იყო [[ლენინის ორდენი]]თ, [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თა და მედლებით. [[1977]] წლის 11 ივლისს ილო მოსაშვილის 80-წლის საიუბილეოდ მის საფლავზე დაიდგა გამოჩენილი ქართველი მოქანდაკისა და არქიტექტორის გ. ჯაფარიძის მიერ შესრულებული ძეგლი.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილო_მოსაშვილი“-დან